23 თებერვალი 2024, 23:06 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: სასამართლო სისტემაზე შეტევა მიმდინარეობს, რათა ოპოზიციას ისეთი მოსამართლეები - ერთი, ან ორი მაინც, რომ ჰყავდეს, რომელიც ოპოზიციის მიერ შეთითხნილ ცრუ ბრალდებებს დაადასტურებს

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ახალ რევოლუციურ სცენარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს მათი პარტიული, რადიკალური, ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის ლეგიტიმურ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგს და გამოიტანს არა სამართლიან დასკვნებს მათ სასარგებლოდ, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალური ფრთა ცდილობს გაააქტიუროს რევოლუციური სცენარი, რადგან არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ და რევოლუციის გარდა სხვა გზა არ რჩებათ.

„მოდის არჩევნები და რა თქმა უნდა, რადიკალური ფრთა ცდილობს გაააქტიუროს რევოლუციური სცენარი. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ბოლოდროინდელ განცხადებებში ხშირად ისმის ფრაზა - ცეცხლითა და მახვილით, რაც ძალადობრივი მოწოდებებია. ცხადია, რომ არჩევნების ლეგიტიმურად მოგების არავითარი შანსი არ აქვთ და ცდილობენ ახალი რევოლუციური სცენარი მოიფიქრონ.

ამ ახალ რევოლუციურ სცენარში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს მათი პარტიული, რადიკალური, ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გამტარებელი, რომელიც სავარაუდოდ ხელს შეუშლის ლეგიტიმურ და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგს და გამოიტანს არასამართლიან დასკვნებს მათ სასარგებლოდ. და რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაზე შეტევა მიმდინარეობს, რომ მათი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იქნეს დაყენებული და ისეთი მოსამართლეები, ერთი ან ორი მოსამართლე მაინც ჰყავდეთ, რომელიც ოპოზიციის მიერ შეთითხნილ ბრალდებებს დაადასტურებს, რაც იქნება პრეცედენტი იმისთვის, რომ აფრიალონ სამართლებრივი დოკუმენტები წინ და უკან, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რაც გამოიწვევს მოსახლეობის აგრესია და რევოლუციური პროცესების განვითარებას.

ბოლო კვლევები მოწმობს, რომ 20% არის მათი ამომრჩევლის რაოდენობას ყველა ერთად რომ შევკრიბოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან ასოცირებული მთელი ეს რადიკალური სპექტრი - „ლელო“, „სტრატეგია“, „გახარია“ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ რაღაც გარკვეული ნიშა დაიკავონ. ასე მაგალითად „ლელო“ ცდილობს, რომ გარკვეული რადიკალიზმის მანტია მოისხას და შეეჯიბროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხან ბოიკოტს უცხადებენ 9 ნაბიჯის შესრულებას, ხან ათასგვარ სისულელეს იგონებენ, ხან რუსეთის წინააღმდეგ საქციების დაწესებას მოითხოვენ, რომ ეკონომიკა ჩამოიშალოს და ასე შემდეგ. მაგალითად გახარიას პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ არავისთან არ ვართ შეკრულებიო, არადა გამოდის „ნაციონალური ორგანიზაციიდან“ რამდენიმე პირი და ამბობს, როგორ არ ხართ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. ანუ ფაქტობრივად ისინი ცდილობენ გაემიჯნონ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა არ გამოსდით, რადგან თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, ჩვენიანები არიან და რას ლაპარაკობენო. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე, თავს იყრის ასე ვთქვათ, ერთ მიზიდულობის ცენტრში - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლახან დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, სადაც ისევ კონსტიტუციის დარღვევით იყო წასული.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ისტორიაში ეს არის პრეზიდენტი, რომლის მოვალეობაც არის კონსტიტუციის განუხრელად დაცვა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას. როგორც ჩანს, მან მიიღო ახალი დავალებები უცხოელი პატრონებისგან და ახლა იბარებს თავის რეზიდენციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, იმისთვის, რომ დავალებები გასცეს.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი განუხრელად გაიზარდა ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ მშვიდობა და სტაბილურო უზრუნველყავით, რამაც საშუალება მოგვცა ეკონომიკა გაგვეზარდა. ჩვენი მომხრეების რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 60%-მდე. გვრჩება დაახლოებით 20% ე.წ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის მოტყუებასაც ცდილობს ეს რადიკალური ფრთის სხვადასხვა წარმომადგენელი და იტყუებიან ერთი მიმართულებით, რომ ჩვენ ნაცები არ ვართო და მეორეა მათი წინასაარჩევნო დაპირებები და გეგმები, რომელიც დიდი ტყუილია.

მათ ვერ ისწავლეს ჭკუა, იმის მაგივრად, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაეზარდათ, მით უმეტეს, რომ უპრეცედენტოდ კარგი საშუალებები ჰქონდათ ამისათვის - ვგულისხმობ ნულოვანი ბარიერის არსებობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როდესაც 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა პარლამენტში, სადაც ჰქონდათ პარლამენტის ტრიბუნა და ყველა პრივილეგია. იმის მაგივრად, რომ კარგად გამოეყენებინათ პირიქით დაკარგეს თავიანთივე ამომრჩეველი და ეს იმიტომ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე იტყუებიან და ხალხი ძალიან კარგად ხედავს იმ მავნებლობას, რასაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ.

ოპოზიციას აქვთ ტყუილი ნარატივი, რომ პრორუსია „ქართული ოცნება“, თუმცა ეს იარლიყი ვერ მიაკერეს. ახლა ჩვენზე არიან გადმოსულები, როგორც ჩანს ჩვენში რეალურ საფრთხეს ხედავენ. მეორე ნარატივი არის ანტიდასავლური იარლიყის მიწებება.

დღეს პრემიერს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა, ძალიან კარგი ბრიფინგი, სადაც აღინიშნა, რომ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორები დასავლეთიდან ჩვენს საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებ ჩვენ არ ამოვიღებთ ხმასო, მაგრამ როდესაც უდანაშაულოდ გვაბრალებენ ან ისეთი ქმედებებისაკენ მოგვიწოდებენ, რაც არ არის საქართველოს ინტერესებში ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. მაგალითად, ისეთ განცხადებებზე მიერთება, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ან თუნდაც ეწინააღმდეგება საზოგადოების მორალსა და ეთიკას, ვგულისხმობ გეი პროპაგანდას. ეს არის ის წითელი ხაზები, რის გადაკვეთასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

ჩვენი ევროინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს წითელი ხაზები გადავლახოთ. პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ღირსებითა და დამსახურებით შეგვიძლია სტატუსის მოპოვება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

17 აპრილი 2024, 19:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამომრჩეველი არის აბსოლუტურად ევროპელი, რომელსაც არანაირად არ უნდა ცალ ფეხზე დგომა, რომლისთვისაც ევროპა არის სტანდარტი ეკონომიკური განვითარების, სოციალური პროგრამების, განათლების და დემოკრატიული მართვის

ჩვენი ამომრჩეველი აბსოლუტურად არის ევროპელი, რომელსაც არანაირად არ უნდა ცალ ფეხზე დგომა, რომლისთვისაც ევროპა არის სტანდარტი ეკონომიკური განვითარების, სოციალური პროგრამების, განათლების და დემოკრატიული მართვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

17 აპრილი 2024, 19:07

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს

ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს? თუ ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ იცოდეს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 19:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა - თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

17 აპრილი 2024, 19:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში

როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

17 აპრილი 2024, 18:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: შოლცმა გააკრიტიკა ევროკავშირში არსებული „გამჭვირვალობის კანონი“ და დავაპირისპიროთ ისინი ახლა ერთმანეთს?! რომელს დავუჭიროთ მხარი - გერმანიას თუ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, ვინც ამ კანონპროექტს მხარს უჭერს?!

შოლცმა გააკრიტიკა ევროკავშირში არსებული „გამჭვირვალობის კანონი“ და ახლა რა ვქნათ, დავაპირისპიროთ ისინი ერთმანეთს?! რომელს დავუჭიროთ მხარი - გერმანიას თუ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, ვინც ამ კანონპროექტს მხარს უჭერს?!, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აუცილებელია, პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და არავის მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება

ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ ჩვენ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და არავის უნდა მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

17 აპრილი 2024, 18:47

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ დღეს პარლამენტის წინ საზოგადოების ერთ ნაწილს აპროტესტებინებენ იმას, რომ თავად იცოდეს მეტი, სწორედ ესაა სხვა ქვეყნის უნებლიე თუ განზრახული ინტერესების მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ

გამჭვირვალობის შესახებ ქართულმა კანონმა თვითლუსტრაციისკენ უბიძგა ყველას, ვინც „შავი ფულის შემომწირველია“ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!

ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საბა კვირკველია

17 აპრილი 2024, 18:40

სპორტი

საბა კვირკველია: მინდა ვხედავდე ჩემს საქართველოს ერთიანს და ბედნიერს, როგორც 26 მარტს. ჩვენი ერთადერთი გზა ევროპაშია

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ სოციალურ ქსელებში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ღიმილისმომგვრელია, როცა ხაბეიშვილი, გვარამია, სანიკიძე, ნაცვლიშვილი, სამადაშვილი, გვასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა ცხადი დასტურია, რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ ევროპული კამპანია

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ოთარ კაკაბაძე

17 აპრილი 2024, 18:30

სპორტი

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე: ჩვენი გზა ევროპაშია

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ სოციალურ ქსელებში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა გამოხატა.

ელენე ედანაშვილი

17 აპრილი 2024, 18:30

პოლიტიკა

ელენე ედანიშვილი: მე და ჩემი მეგობრები მშვიდობიანად ვივლით ევროპის გზაზე და არც კი შეეცადოთ ჩვენი სახელის გამოყენებას

როდესაც აშკარაა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკით ფინანსდებიან ისეთი მავნე ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან LGBT პროპაგანდით, ეკლესიის საწინააღმდეგო აქტივიზმით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნით და ა.შ. არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს და რა სქემით? - წერს სოციალურ ქსელში ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ედანიშვილი.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით

35 წლის წინ, ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

17 აპრილი 2024, 18:21

პოლიტიკა

ვაჟა კოკაია: მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამიტომ, რუსული საქმის გამკეთებელი ოპოზიციის გვერდით ქართველი ახალგაზრდობა არ დადგება

ახალგაზრდებს ატყუებენ, გამჭვირვალობის ქართულ კანონს მტრის კანონად მოიხსენიებენ, ამით ცდილობენ ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ, ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანონ და შექმნან დაძაბულობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია წერს.

ცოტნე ცაგარეიშვილი

17 აპრილი 2024, 18:20

საზოგადოება

ცოტნე ცაგარეიშვილი გამჭვირვალობის კანონზე: ნებისმიერი რეკომენდაცია თუ დირექტივა საჭიროებს მსჯელობას და განხილვას-არავის ბრძანებას არ დამორჩილებია ქართველი და არც ახლა დავემორჩილებით

ნებისმიერი რეკომენდაცია თუ დირექტივა საჭიროებს მსჯელობას და განხილვას, მეგობარი რომ ხარ აგვიხსენი რატომ გვაშორებს ეს კანონი ევროკავშირთან თუ არადა არავის ბრძანებას არ დამორჩილებია ქართველი და არც ახლა დავემორჩილებით, - წერს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ცოტნე ცაგარეიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” ირგვლივ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი - ნული არგუმენტი კანონის წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:13

პოლიტიკა

პრემიერი: ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება

ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არც ერთხელ არ დაუგმიათ არც ერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტად საქართველოს ქცევისკენ. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და აქაც არ ჩააგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში საკუთარ დონორებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

17 აპრილი 2024, 18:12

საზოგადოება

სეუ-ს სტუდენტი ლუკა ნემსაძე-როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად, სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში

როგორ შეიძლება რუსული დაარქვა დეკლარაციის შევსებას?! როგორ შეიძლება ისე გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ყველა ხერხს ხმარობდე არეულობის გამოსაწვევად?! სტუდენტების იმედი არ გქონდეთ ამ ამბავში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე

გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი ვინმე ზიბზიბაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.