24 თებერვალი 2024, 12:18 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი სასამართლო რეფორმის ოპოზიციურ ვერსიაზე: შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას საელჩოების მეშვეობით

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

როდესაც ქვეყნის მოქალაქე არ არის სწორად ინფორმირებული, ის ადვილად ექვემდებარება სხვა ქვეყნიდან წამოსულ დეზინფორმაციას, რადგან მას ამის საწინააღმდეგო იარაღი არ აქვს და მორალურად ვერ დგება შენს მხარეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ სასამართლოს რეფორმის ფორმაზე. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს გეგმა თავისი შინაარსით კოლონიალურია და ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესუსტებისკენაა მიმართული.

„როგორც იქნა, გუშინ, ამდენი მოთხოვნის შემდეგ თქვეს რა არის ის კონკრეტული მოთხოვნა, რასაც სასამართლო რეფორმაში გულისხმობენ - მოსამართლეები უნდა შეამოწმონ და დანიშნონ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა საელჩოების მეშვეობით. ამას გულისხმობენ სასამართლო რეფორმაში, რაც პირდაპირ ითარგმნება სახალხო ენაზე ამგვარად - შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას. ამით, ფაქტობრივად ხელში ჩაიგდებენ ხელისუფლებას. ეს, სამწუხაროდ, გააკეთეს უკრაინაში და არაერთ სხვა ქვეყანაში. ეს არის აპრობირებული მეთოდი და ამას რით აღწევენ? ამ მიმართულებით ნომერი პირველი იარაღი არის დეზინფორმაცია.

სად არის აქ დეზინფორმაცია - გუშინ და დღეს გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თურმე ის კოლონიალური დამოკიდებულება, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაგინიშნოს მოსამართლეები და აკონტროლონ შენი მესამე ხელისუფლება, არის დემოკრატია და ევროპული ნაწილი. ამას ასაღებენ ისე, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდით შემოთავაზებას, თურმე ჩვენ ვართ რუსეთუმეები და ანტიდემოკრატები და ისინი არიან საქართველოს სუვერენიტეტის დამცველები. სწორედ ეს არის დეზინფორმაცია.

ამას ვამბობთ ჩვენ, „ხალხის ძალა“, რომ აუცილებელია ამ დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. სხვა შემთხვევაში, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, რომელშიც შემდეგ მთელი სახელისუფლებო შტო ჩაერთო, დღეს ასე ვერ ვიქნებოდით. დეზინფორმაციამ მოიტანა, სამწუხაროდ ის, რაც ხდება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში - გადატრიალებები, რევოლუციები და ა.შ.

როდესაც ქვეყნის მოქალაქე არ არის სწორად ინფორმირებული, ის ადვილად ექვემდებარება სხვა ქვეყნიდან წამოსულ დეზინფორმაციას, იმიტომ, რომ მას ამის საწინააღმდეგო იარაღი არ აქვს და მორალურად ვერ დგება შენს მხარეს. აი, ამას ვამბობდით მაშინ როცა გამჭვირვალობის კანონპროექტი დავაინიცირეთ და შემდეგ მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. გამოჩნდა, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული კანონი კარგი ყოფილა და ჯერ კანადაში მიიღეს, მერე ევროკავშირში. აღმოჩნდა, რომ კანონი ინგლისურად „ლაპარაკობს“ და ის კარგია, მაგრამ საქართველოში რომ შემოდის, თურმე მერე ხდება რუსული, ამათი გაგებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მარტის შემდეგ ამათ ვერ მოახერხეს ვერანაირი რადიკალური აქციის გამართვა, იმიტომ, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა კიდევ ერთ საკითხზე, სადაც გამოიკვეთა კოლონიალური დამოკიდებულება. „შარშან, მარტის აქციების დროს ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, სამწუხაროდ თქვა, რომ არათუ კანონი არ მიიღოთ, არამედ განხილვაც არ გაბედოთო. რომ გეუბნება სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომ ოთხგვერდიანი კანონი არ წაიკითხო, შენ უნდა დაუჯერო მას და თუ ასე არ მოიქცევი, თურმე ეს არის ანტიევროპული. თუ ამ დეზინფორმაციას სწორი ინფორმაცია არ შეაშველე და არ მიაწოდე ის საზოგადოებას, ის ხდება მსხვერპლი და გვიანი იქნება მორალურად დადგეს შენს მხარეს. პრაქტიკულად, რჩები წაგებული. მაგრამ აქ ხელისუფლების წაგებაზე კი არ არის საქმე, სახელმწიფო რჩება წაგებული, იმიტომ, რომ შემოდის სხვა სახელმწიფო და ის მართავს თავისი წარმომადგენლებით პროცესს. ინფორმირებული მოქალაქე არის ყველაზე შეიარაღებული რესურსი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

რომის პაპი ფრანცისკე

14 აპრილი 2024, 17:26

მსოფლიო

რომის პაპი: ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა

ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა, სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ირანის ქმედებების გამო, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მუჰამედ ბაგერი

14 აპრილი 2024, 17:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი: ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა

შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მუჰამედ ბაგერიმ.

ოლაფ შოლცი

14 აპრილი 2024, 17:13

LIVE ისრაელი

ოლაფ შოლცი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:03

საზოგადოება

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 17:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე დაიწყო მოქალაქეების ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას - ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“, ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციას

ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 16:57

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 აპრილი 2024, 16:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი

„დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ოჯახის რძალი ქეთათო. რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი”- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გია აბაშიძე

14 აპრილი 2024, 16:21

პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსამშობლო ელენე ხოშტარიას მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა გირვანქა სტერლინგები ჩაურიცხეს - სავარაუდოდ, ეს ავანსია საგაზაფხულო დესტრუქციული ქმედებებისთვის

„მგიმოელი“ უსამშობლო ელენე ხოშტარიას დასპონსორების მეთოდი მისმა რუსმა სამხრეებიანმა კურატორებმა შეცვალეს და იელენა გეორგიევნას გირვანქა სტერლინგებში ჩაურიცხეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით 30 000 ფუნტის ჩარიცხვის თაობაზე.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 16:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ელენე ხოშტარიას ეტყობა, მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი მოსწონს - ის პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც რუსულია, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა, მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა, მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კიდევ ერთხელ განხორციელდა.

14 აპრილი 2024, 16:13

საზოგადოება

37 წლის ალექს ბიძიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

37 წლის ალექს ბიძიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას საქართველოში თავის ტვინზე ჩაუტარდა ოპერაცია, ახლა კი საჭირო გახდა პაციენტის თურქეთში გადაყვანა, სადაც მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

14 აპრილი 2024, 16:02

საზოგადოება

„მაყურებელს ვპირდებით, რომ ეს იქნება რაღაც საოცრება“ - ყველაზე გრანდიოზული შოუს „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი იწყება

ყველაზე გრანდიოზული შოუს „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი იწყება. დეტალები ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა უკვე ვიცით, რომ „ვინ ვინ არის“ წამყვანი რუსკა მაყაშვილი იქნება.

14 აპრილი 2024, 15:55

საზოგადოება

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით“ - აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დედაენის დღეს ულოცავენ

დედაენის დღეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საელჩოები ულოცავენ. განცხადებები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია.

გოგი ხოშტარია

14 აპრილი 2024, 15:42

პოლიტიკა

რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

14 აპრილი 2024, 15:11

LIVE ისრაელი

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. რამდენიმე საათია პოლიტიკურ და დიპლომატიურ სივრცეში, ირანსა და ისრაელს შორის მომხდარი დაპირისპირება მთავარი განხილვის თემაა.

14 აპრილი 2024, 15:08

LIVE ისრაელი

საქართველოში ისრაელის ელჩი: ისრაელი ყოველთვის მზადაა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად - საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ თავდასხმაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ

ირანმა ისრაელი გუშინ უკანონოდ დაბომბა, საუბარია 300-ზე მეტ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტაზე, რომელიც სოფლებისა და ქალაქებისკენ იყო მიმართული, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ედიშერ გვენეტაძე

14 აპრილი 2024, 15:04

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: უცხოურ გრანტებს მიშტერებულები წუხან, რატომ და როგორ ახერხებს საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი პრემიერი საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზე

ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო. უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2024, 14:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას, შოლცმა კი არა მხოლოდ საქართველოს, საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა

პარასკევის ბრიფინგზე მსოფლიოს წინაშე წარსდგა ორი ქვეყნის ლიდერი, საიდანაც საქართველოს პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა დამოუკიდებელი და სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას. ხოლო გერმანიის კანცლერი - გარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

თამარ ჩიბურდანიძე

14 აპრილი 2024, 14:49

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის

რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა?, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

14 აპრილი 2024, 14:48

საზოგადოება

15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

14 აპრილი 2024, 14:42

LIVE ისრაელი

ირანელი ექსპერტი: ეს იყო ღირსების საკითხი - პასუხი ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე მიტანილ იერიშზე - თუ ისრაელი გადაწყვეტს, რომ ესკალაცია გააგრძელოს, ეს იქნება მათი არჩევანი და არა ირანის ბრალი

ეს იყო ღირსების საკითხი და არა ვითარების ესკალაციის მცდელობა, - ასე შეაფასა ირანელმა ექსპერტმა, ტრიტა პარსმა ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა.