26 თებერვალი 2024, 12:11 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: პირდაპირი დაკვეთაა კაცობრიობა ტრადიციული ოჯახიდან, იქცეს მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე, რაც სათავეს ამერიკაში იღებს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

ფაქტია, მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ რაც ცივილურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა. ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. ვრცელ პოსტში თამთა მეგრელიშვილი საუბრობს იმაზე, თუ რამდენადაა მისაღები ლიბერალების მიერ შემოთავაზებული გარყვნილების პროპაგანდა და შეიძლება თუ არა ისინი გახდნენ მისაბაძნი მომავალი თაობებისთვის, მაშინ, როცა ქართული საზოგადოების უმრავლესობისათვის პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები.

„დაარსების დღიდან დღემდე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წელიწადნახევრიანი მოღვაწეობა გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის. ჩვენ ხალხთან ღიად ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე და დაუფარავად ვამხელთ ქართულ პოლიტიკაში და მის გარეთ არსებულ არაჯანსაღ ძალებს. ჩვენ მიერ გავრცელებული საჯარო წერილები საზოგადოებაში დიდ ნდობასა და ინტერესს იწვევს, რადგან, ყველა საკითხი, რომელიც „ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოდის, ფაქტებით დასტურდება. დღევანდელი წერილიც საჭიროებაზე მორგებული გულახდილობის მაგალითია და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - ამერიკასთან პარტნიორობასა და მძიმე თემას, იქ არსებულ ზღვარგადასულ ლიბერალიზმს ეხება. ფაქტებით დასტურდება, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული.

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.

სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. დედის რძე, ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება” „ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს. ამ მოვლენებს, ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული ე.წ. პრაიდი, სადაც პირველად ისტორიაში 10 წლამდე ბავშვებს ხელში პრაიდის დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. ფერადი ტერორი, ანუ ცისარტყელას ფერებში შეფუთული, ლგბტ ტერორიზმი ლოკალურ საზღვრებს გასცდა და კაცობრიობა შიზოფრენიის ახალ ერაში გადადის.

პირდაპირი დაკვეთაა კაცობრიობა ტრადიციული ოჯახიდან, იქცეს მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორამდე; ამერიკის უსაფრთხოებას 15500 ტრანსგენდერი ჯარისკაცი იცავს. ამერიკას უკვე ჰყავს გაფერადებული დასავლური არმია; ახალდაბადებულ ჩვილებს, ამიერიდან დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზრდიან; ამერიკაში მშობლებს აქვთ შესაძლებლობა ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ, ანუ ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება. ეს გაუგონარი პროცესები, რომლებიც ფაქტია ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც, რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ.

ფაქტია, მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილურმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა. ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა. და ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ახალი თაობა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით. ლიბერალების თავდასხმითი “თავდაცვა” გაუმართლებელია.

ჩვენ არ უნდა მივიღოთ ლიბერალების მიერ შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდა, არ შეიძლება ისინი გახდნენ მისაბაძნი მომავალი თაობებისთვის! საზოგადოების უმრავლესობისათვის პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით მოგვიყვანეს. ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა, ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც ზღვარგადასული თავისუფლება. ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს არავის გამოუვა! ამ ბრძოლას ჩვენ, ჩვენი ფასეულობებით მოვიგებთ. ფასეულობათა ბრძოლის ფონზე, ჩვენ ჩვენი ტრადიცია კულტურით და მეორე მხარეს ძალა, უზნეობის ნორმად ქცევის დღის წესრიგით, პირდაპირ წინააღმდეგობაშია ქართული ზნეობის მოთხოვნებთან, სტანდარტთან.

არის კი ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? ფაქტია მორალური ნაწილი სავსებით განსხვავებული გვაქვს, ახლა შეფასება გავაკეთოთ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებთ სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის ე.წ. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქციური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული. ფაქტები მწარეა, მაგრამ ნამდვილია! საზოგადოება ბრძენია და თავად განსაზღვრავს ჩვენ მიერ დასმული კითხვის საჭიროებისა და ნამდვილობის სიმძაფრეს.

„ხალხის ძალა“, როგორც ეროვნული და სანდო ძალა ამ მძიმე აღიარებით ბრძოლის ველზე ისევ პირველია, თქვენს სამსახურშია, თქვენთვისაა და ქართულად საბრძოლს თქვენთან ერთად იბრძოლებს. საზოგადოების სათანადო ინფორმირება უკვე იარაღია და იმედია, ამ ყველაფერს მაღალი მორალური, თუ პოლიტიკური შეგნებით სწორად გამოვიყენებთ,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 22:45

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე აქტივისტების მიერ ილია ჭავჭავაძის ციტატის დამახინჯებაზე: არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს

სარწმუნოება აიღეს და პირდაპირ ერთობით ჩაანაცვლეს. ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ, არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული, რომელიც არის ევროპული სტილის და ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - მივაღწიოთ გამჭვირვალობას

შარშან გვქონდა პირობა, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტს უკან გავიწვევდით, გაუმჭვირვალე ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა. თუმცა, ეს ფინანსები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და მისი რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება და აუცილებელიცაა, რომ მსგავს კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს და ეს კანონი მიიღოს“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვასილ მაღლაფერიძე

20 აპრილი 2024, 22:19

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: მამული, ენა, სარწმუნოება - ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება

მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 აპრილი 2024, 22:14

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეკვირიანი შეფერხების შემდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინისთვის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების მიზნით 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 21:50

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების სახელით საუბრობს - პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - ქვეყანაში შეიქმნას არეულობა

მინდა მივმართო თითოეულ ახალგაზრდას - ის პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - ამ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა, დესტაბილიზაცია და შემდეგ გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხონ ხელისუფლების არეულობის გზით ჩანაცვლება, თუმცა მინდა მათ გარანტია მივცე, რომ ეს ასე არ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს

ვისაც ქართულ პოლიტიკაში რაიმე გამოცდილება ჰქონია, მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა პირდაპირი რუსული პოლიტიკური გავლენა გაცილებით მეტი იყო საქართველოში, მისთვის ეს არის ანა-ბანა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე რუსეთის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:21

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ საყვედურს კი არ ვამბობთ ევროპულ ფასეულობასა და ჩვენს გზაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ გზაზე ორივე მხარე უნდა ვიყოთ მეგობრები, გამჭვირვალენი და ერთი მიზნითა და იდეით გაერთიანებულნი

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თუ ურთიერთობა ორმაგი სტანდარტით გაგრძელდა, ეს თვითონ ევროკავშირს მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთი უნდა იყოს საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი

როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

20 აპრილი 2024, 21:00

პოლიტიკა

პარლამენტთან „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობასთან „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

20 აპრილი 2024, 20:58

საზოგადოება

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად მოხსენიების გამო გაუსწორდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთშიც უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის და არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

დასავლეთშიც ალბათ, უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით, როგორიც საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა დროს იყო, რა თქმა უნდა, კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის შეფასებისას.

20 აპრილი 2024, 20:45

საზოგადოება

პროექტ ,,გალობის მერცხლების" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის 150 მოსწავლე, ლოტბარები და მშობლები სვეტიცხოველში შეიკრიბნენ

„საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ტიხონმა პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა სვეტიცხოვლის ეზოში მრავალჟამიერი შეასრულეს. პროექტის მიზანია სალოტბარო სკოლებში გალობის მიმართულების განვითარება და მოსწავლეებში ტრადიციული ქართული გალობის პოპულარიზაცია“.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 20:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება ოპოზიციას არ სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის.

20 აპრილი 2024, 20:22

პოლიტიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ქალების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ისინი არ დაუშვებენ.

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 19:02

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს

თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე ან ყრილობაზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს, - განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 19:01

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ გამოეცხადებინათ გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება

„სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ ის გამოეცხადებინათ სერიოზულ, გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად. შეიძლება მას თანაუგრძნოს ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება. ერთხელ თუ საცოდავი გახდა, ლიდერი ვეღარ გახდება. სააკაშვილმა უბრალოდ ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 18:55

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: აქციების ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ აჩვენა ოპოზიციის ლიდერი, მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა, ანჯელინა ჯოლის უფრო ვგავარო, თვითონ თქვა

„რომელიღაც პოლიტიკოსს უნდათ ჩამოჰკიდონ გირლანდები, მაგრამ საქმე იმაშია, იმდენად აქტიური იყო მათი ტელევიზიები, ჩვეულებრივ ნაფოტიდან შექმნიდნენ ლიდერს, ასე ეგონათ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ დღეს ლიდერის დეფიციტი ნამდვილად აქვთ. [აქციების] ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ ვერ აჩვენა [ლიდერი], მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა, ანჯელინა ჯოლის უფრო ვგავარო, თვითონ თქვა. დღეს მათ [ოპოზიციას] ლიდერი არ ჰყავთ. დღევანდელი ლიდერები, ყველა გაუფასურებულია. ვერცერთი ვერ ქაჩავს იმას, რას ოდესღაც ტრიუმვირატმა გააკეთა“

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 18:32

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომ არ აქვს დემენცია, 40, თუ 50 დაავადება, ფიზიკურად შეუძლია ბორდის თავმჯდომარეობა და ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ

ბექა ოდიშარია

20 აპრილი 2024, 18:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: „ქართული ოცნება“ პოზიციონირებით ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. როგორ დავიჯერო, რომ ვერ ხვდებიან, რა არის განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და იმ ხალხს შორის, ვინც ცალ ფეხზეა დამდგარი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „დღის ქრონიკაში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 18:29

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: თუ სტუდენტებში გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კანონში მუხლების შეცვლის საკითხს, მაშინ შეიძლება საუბარი, მაგრამ როდესაც ახალგაზრდობა ამბობს - გადადგეს ხელისუფლება, აქ მართულობის შთაბეჭდილება რჩება

გუშინდელი აქცია შედარებით სხვა ტიპის იყო, შედარებით სტუდენტური სახეები წამოვიდა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.