26 თებერვალი 2024, 14:37 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ჩვენ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ვისურვებდით მეტ შედეგს. ჩვენი მხრიდან ამას ძალისხმევა არ აკლდება. ჩემი მოადგილე მუდმივ რეჟიმშია პარტნიორებთან. ყოველ წელს გვაქვს დიალოგი, რომ გადავხედოთ არსებულ სავაჭრო შეთანხმებებს და იყოს გარკვეული პროგრესი. მათ შორის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტების მიმართ იყოს უფრო ლიბერალური რეჟიმები, - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-თან საქართველოს ურთიერთობა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ-თან ფორმალური, პოლიტიკური ნაწილი საჭიროებს მეტ გააქტიურებას. მისი თქმით, ეს გულისხმობს პროგრესს თავისუფალ ვაჭრობაში, სავაჭრო ბარიერების მოხსნას, რომელზეც მუდმივი საუბარია ამერიკელ პარტნიორებთან.

„რამდენიმე წლის წინ აშშ-ში ვიზიტისას, მქონდა შეხვედრა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, ასევე კონგრესში, რათა კანონმდებლობის მხრიდანაც გვქონდეს მხარდაჭერილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, რომლის გათვალისწინებითაც აშშ - ს უწევს გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ კონტექსტი. მსოფლიოში ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, აშშ-მ შეცვალა სავაჭრო პოლიტიკა ბევრი ქვეყნის მიმართ. ძალიან მკაფიო იყო ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მათ შორის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიცია, რომ ისინი აყალიბებენ ახლებურ მიდგომას ზოგადად სავაჭრო პოლიტიკის კუთხით. მხოლოდ საქართველოს ვერ ექნება ცალკე რეჟიმი. მათ მთლიანად უნდა ჩამოაყალიბონ ახალი პრიორიტეტები სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მოაზრებული იქნება, მაგრამ დღეს მათ სჭირდებათ უფრო ახლებური ხედვის ჩამოყალიბება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ ყველა ფორმატში, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს პრიორიტეტები იყოს ახლებურ პოლიტიკაში გათვალისწინებული“, - განაცხადა დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ, მოვიზიდოთ მეტი ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან. მათ შორის, ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს - ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც ჩვენს აეროპორტებშია საჭირო, განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, რადგან მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე, კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო - ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთაშორის ურთიერთობების წასახალისებლად. აქაც აშშ - ის ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა მიზანშეწონილი და უპრიანი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა ვითარება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. მისი თქმით, საქართველოში წარმატებით საქმიანობს წამყვანი ამერიკული სტარტაპ-აქსელერატორი სილიკონის ველიდან. გარდა ამისა, ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ამერიკულ მხარესთან სხვადასხვა ფორმატსა და პლატფორმაზე, რათა დაახლოება უფრო ქმედით შედეგებში გადაიზარდოს - ერთი მხრივ, ქართულ სტარტაპებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე წვდომა, სადაც ისინი მოახდენენ საკუთარი პროექტების უკეთ რეალიზებას, მეორე მხრივ კი მოხდეს გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების საქართველოში მოზიდვა.

„ჩვენ IT - მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ეს არის სფერო, რომელმაც გასულ წელს ჩვენს ქვეყანას მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამერიკული კომპანიების აქტიურობა აქ მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ ურთიერთობის თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლა გვინდა არა მხოლოდ ერთ სფეროში, არამედ ბევრი მიმართულებით, რადგან ვხედავთ პოტენციალს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მხრიდან საუბარი, რომ მზად ვართ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებსაც“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2024, 15:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ესაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ ამ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო?

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. ქართველიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ელისაშვილს ეს ძალადობა თუ შერჩა, ხვალ შესაძლოა, ამან უარესი ძალადობა წაახალისოს.

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

15 აპრილი 2024, 15:09

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერსონალის მეშვიდე საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

5 დღის განმავლობაში კვირეულის მონაწილეები უნივერსიტეტების ეფექტიანად მართვის პროცესში ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინსტიტუციების ცალკეული აკადემიური ერთეულები განიხილავენ თუ რა ძირითადი პრიორიტეტები გააჩნიათ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრებენ

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: რადიკალური ოპოზიციონერები როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში არა ლიბერალები, არამედ ფაშისტები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რიგი ოპოზიციონერების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებზე ბულინგის ფაქტებს.

დავით ქართველიშვილი

15 აპრილი 2024, 15:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარიონეტებო, აგენტებო და მათი საერთაშორისო მედროვე პატრონებო! დასრულდება თქვენი დრო! ამერიკაშიც და ევროპაშიც! დღეს თქვენი დრო სრულდება აქ - საქართველოში! შეეგუეთ ამას!

„ეროვნულ ნალექში გადავარდება ყველა ის მონა და ლაქია, ვისი წარმომადგენელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ პარლამენტში," - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს. დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, აუცილებლად გახდება ღირსეული ევროკავშირის წევრი საკუთარი ღირსებით.

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 14:57

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა

„ქალბატონო თინა, გაძევებული ბრძანდებით სხდომათა დარბაზიდან. არაერთხელ დაუმორჩილებლობის გამო, გთხოვთ, გაბრძანდით სხდომათა დარბაზიდან. ტაში დაუკარით სხვებს. მიკროფონის ჩემს გარეშე ჩართვისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ დემაგოგიას და სხდომის წაყვანას უშლით ხელს“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

15 აპრილი 2024, 14:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა შეკვეთილი პროვოკაცია იყო. მისივე თქმით, მას ამის მტკიცებულებაც აქვს. უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი

15 აპრილი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს გააკეთეთ ყველამ, ქალბატონი ნაცვლიშვილით დაწყებული, ბოკუჩავათი გაგრძელებული

„აი, ეს გააკეთეთ თქვენ. თქვენ ხართ თანამონაწილე იმისი, რაც ამ ადამიანმა იკადრა. გსურთ ენჯეოებს კომენტარის გაკეთება? კომენტარის გაკეთება ენჯეოებს ამ ფაქტზე არ უნდათ, რაც ელისაშვილმა იკადრა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა

15 აპრილი 2024, 14:47

პოლიტიკა

პარლამენტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ

აქცია სტვენის, შეძახილებისა და საყვირების ფონზე ტარდება. ისინი ამ ფორმით გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა, აქციის მონაწილე 10 მონაწილე შეუშვან პარლამენტის შენობაში.

თამარ კორძაია

15 აპრილი 2024, 14:42

პოლიტიკა

თამარ კორძაია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო სანახავად

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად ნამდვილად. არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას. მიუღებელი იყო რაც მოხდა ამ დარბაზში. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქცევა“, - აღნიშნა კორძაიამ

ალეკო ელისაშვილი

15 აპრილი 2024, 14:36

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მანდატურმა პარლამენტიდან გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

15 აპრილი 2024, 14:28

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თამთა მეგრელიშვილი

15 აპრილი 2024, 14:24

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვაზე: მამუკა მდინარაძემ კანონის პროექტის ირგვლივ მარტივი და მკაფიო განმარტებები გააკეთა - კანონის პროექტის პრეზენტაცია მაღალი დონით ფასდება

მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ მხარეს პოლიტიკურ მარცხს შეჩვეული, ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ოპოზიცია იდგა, ხოლო მეორე მხარეს - სახელმწიფოებრივად მოქმედი უმრავლესობა, ეროვნული გეგმით

კახა კალაძე

15 აპრილი 2024, 14:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

15 აპრილი 2024, 14:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მზად ვართ, ჩავერთო პრემიერ-მინისტრის მიერ დიპლომატებისთვის შეთავაზებულ საჯარო დისკუსიაში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია. შესაბამისად, მივესალმები პარტნიორი ქვეყნების ელჩებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

15 აპრილი 2024, 14:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

ჩენ ჭოუმ აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო და რეგიონულ საქმეებში, ასევე, ვაჭრობის შუა დერეფნის წარმატებულ განხორციელებაში. მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ის ინიციატივისადმი საქართველოს ინტერესისთვის და გამოხატა სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა

მამუკა მდინარაძე

15 აპრილი 2024, 14:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს: ზოგადად, თქვენი რეჟიმი რომ მკვლელი რეჟიმი იყო, ახლაც გეძახით

პირობითად, მე რომ ვთქვა და დაგაბრალოთ, ხატია დეკანოიძე არის მკვლელი და რომ მითხრან, რატომაა მკვლელი, ერთი მინიშნება მაინც მომეცით და მე რომ ვუთხრა, გამოიძიეთ კაცო, არის თუ არა მკვლელი, მე რას მეკითხებით, გამოიძიეთ, ეს არ არის სწორი მიდგომა და თუ სწორი მიდგომაა, მითხარით კი ბატონო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის კითხვას.

15 აპრილი 2024, 13:41

საზოგადოება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოეს დღეებში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

15 აპრილი 2024, 13:27

პოლიტიკა

პრემიერი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს ხვდება. შეხვედრა ერთი კვირის წინ დაიგეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლიი კობახიძე ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს ხვდება.