27 თებერვალი 2024, 11:17 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი ლგბტქ პროპაგანდული წიგნის შესახებ: საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტქ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ცივილიზებულ მიღწევას

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა მედიასთან ბრიფინგზე.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა ახალი ქართული წიგნის შესახებ, რომელიც სიცრუესა და ლგბტქ პროპაგანდას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით - „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“. წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მიხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და რაც მთავარია - ამ წიგნის დამფინანსებლებს: ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის ავტორები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ.

ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტქ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ცივილიზებულ მიღწევას.

ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი,. სამწუხაროდ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მითითება მიეცათ (რაც, პრაქტიკულად, ბრძანების ტოლფასია), რომ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „დედა“, „მამა“, „ქალი“, „კაცი“... ასევე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაა, რომ თურმე ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეი პარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას.

თუ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას დავუჯერებთ, რომლებმაც ლგბტქ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებასა და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს სიხარულითა და ამაყად მოაწერეს ხელი 2021 წელს, ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ოპოზიციურ, ან ენჯეო სექტორის წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტქ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს - „ამერიკაში თქვეს, ე.ი. ასეა საჭირო“.

საინტერესო იქნება იმ საელჩოებისა და ორგანიზაციების პოზიცია და პასუხი კითხვაზე - რატომ აფინანსებენ ლგბტქ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების სულ ცოტა 90%-თვის მიუღებელია.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასდროს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება, შესაბამისად, საზოგადოების, ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველა სიახლე

25 აპრილი 2024, 00:55

ტაბლოიდი

თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული 9 წლის ბრიტანელი გახდა

ჩემპიონატი ტრადიციულად ბელგიაში ჩატარდა. უოლესი იუნიორთა კატეგორიაში ასპარეზობდა. კუპერი ამ ჩიტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთხელ, პლაჟზე სეირნობისას მას თოლიამ უკბინა. მაშინ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ „ადამიანი-თოლია“ გახდებოდა, ისევე როგორ ცნობილი გმირი პიტერ პარკერი გახდა ადამიანი-ობობა, მას შემდეგ რაც მას ამ მწერმა უკბინა.

ნუკრი შოშიაშვილი

25 აპრილი 2024, 00:37

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი: კოგნიტიური ომის მთავარი მიზანია, ადამიანები დააბნიო, პანიკაში ჩააგდო - როდესაც ვითარების არსი არ გესმის, ქვეცნობიერად ენდობი არქეტიპულ სახეებს - დროშიან ქალს, ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც პოლიციელს ყვავილს აწვდის

რატომ არის ჯენზიზე გამახვილებული ყურადღება - ამ თაობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვირტუალური სფერო და ასეთი ადამიანები ამ სივრცეს უფრო ენდობიან, ვიდრე იმ სივრცეს რასაც ყოველდღიურობაში ჩვენ ვენდობით. ეს ბავშვები აღმოჩნდნენ „ბაბლების“ საზოგადოებაში, ხვდებიან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში, კონკრეტულ ლექტორებთან, რომლებსაც პანიკაში გადაჰყავთ, დეზინფორმაციას აწვდიან ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნუკრი შოშიაშვილი

25 აპრილი 2024, 00:36

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი: გერმანიაში, საფრანგეთში არის კანონი, სადაც ფეიკ ნიუსებს პრინციპულად ებრძვიან ყველა დონეზე, ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს - დეზინფორმაცია უნდა იყოს დასჯადი

გერმანიაში, საფრანგეთში არის კანონი, სადაც ფეიკ ნიუსებს პრინციპულად ებრძვიან ყველა დონეზე. ჩვენთან ასეთი კანონი არ არსებობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რუსუდან გლურჯიძე

25 აპრილი 2024, 00:28

საზოგადოება

რუსუდან გლურჯიძე: მომწონს, რომ სახელმწიფო ძალიან წყნარად მიჰყვება თავის გეზს. ვთვლი, რომ საქართველოს შიდა საკითხებში გარედან ჩარევა უნდა მორჩეს

მეც ჯიუტი ვარ და მომწონს, რომ სახელმწიფო ძალიან წყნარად მიჰყვება თავის გეზს. მე ვთვლი, რომ საქართველოს შიდა საკითხებში გარედან ჩარევა უნდა მორჩეს. არსებობს რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მუშაობს საგარეო საკითხებზე; და ასევე არის შიდა საკითხები, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პარლამენტმა, რომელიც არის უმრავლესობით არჩეული., - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, რუსუდან გლურჯიძემ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 აპრილი 2024, 00:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 29 აპრილს ყველა უნდა გამოვიდეთ, რომ ეს ბავშვები გადავარჩინოთ - დაინახონ, თუ სად დგას მთელი საქართველო

როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 აპრილი 2024, 00:07

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები მოიცვა - ეს მოგვაგონებს იმას, რაც მოხდა გერმანიის უნივერსიტეტებში 30-იან წლებში, ეს უნდა შეჩერდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტები მოიცვა.

მიხეილ ყაველაშვილი

25 აპრილი 2024, 00:05

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივად გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან

2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, დღეს რომ აპროტესტებენ, რომ რუსეთი როგორი ცუდია, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივად გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რუსუდან გლურჯიძე

25 აპრილი 2024, 00:02

საზოგადოება

რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე: არც ერთი ადამიანისგან არ გამიგია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალობის კანონი მიღებული. გამიგია სლოგანი, რომ ეს არის რუსული კანონი, მაგრამ რა დგას ამ სლოგანის მიღმა, არგუმენტირებული ანალიზი არ გამიგია

არც ერთი ადამიანისგან, რომელიც ყვირის პარლამენტში და მის გარეთ, არ გამიგია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული. გამიგია სლოგანი, რომ ეს არის რუსული კანონი, მაგრამ რა დგას ამ სლოგანის მიღმა, არგუმენტირებული ანალიზი არ გამიგია., - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ რეჟისორმა, რუსუდან გლურჯიძემ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აპრილი 2024, 23:55

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც ამდენი ქველმოქმედება, ასე უანგაროდ განეხორციელებინოს საკუთარი ქვეყნისთვის

ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიჭებისთვის, რომლებიც პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და დიდი სტიმული იქნება მათთვის. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს აქტი, რომელიც „ქართუმ“ განახორციელა მისასალმებელი და დასაფასებელია, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აპრილი 2024, 23:46

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მე დღეს ამაყი ვარ, რომ იმ 83 დეპუტატთან ერთად მეძლევა შესაძლებლობა, დავიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

მე დღეს ამაყი ვარ, რომ იმ 83 დეპუტატთან ერთად მეძლევა შესაძლებლობა, დავიცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აპრილი 2024, 23:44

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რადგან ამ ბავშვებს პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობა, უნდა იცოდნენ, რომ მათი თანატოლები ჩახოცეს, იძულებულები ვართ, შევახსენოთ საზოგადოებას და ვანახოთ ამ ბავშვებს, ვინ იყო ეს რეჟიმი

ამ ბავშვებზეა გათვლა, რომ ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] თითქოს შეიცვალნენ, დასავლეთს ეს ადამიანები წარმოადგენენ, იძულებულები ვართ რომ შევახსენოთ საზოგადოებასაც და ვანახოთ ამ ბავშვებს, ვინ იყო ეს რეჟიმი და რას წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე და ამ აქციაში ახალგაზრდების ჩართულობის საკითხზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აპრილი 2024, 23:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის

ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის - ეს არის მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აპრილი 2024, 22:52

მსოფლიო

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლის გეგმები აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტის ჩაშლის გეგმები აქვს.

დავით კაჭარავა

24 აპრილი 2024, 21:44

პოლიტიკა

დავით კაჭარავა: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ

დავით კაჭარავა: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ

თუმაჯ სალეჰი

24 აპრილი 2024, 21:12

მსოფლიო

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ ირანელ რეპერ თუმაჯ სალეჰის, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტებს უჭერდა მხარს, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

24 აპრილი 2024, 21:06

მსოფლიო

თურქეთის საგარეო უწყება აკრიტიკებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და აცხადებს, რომ ის შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებსა და მცდარ ინფორმაციას

თურქეთმა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

მარკეტა გრეგოროვა

24 აპრილი 2024, 20:55

პოლიტიკა

მარკეტა გრეგოროვა: ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის და ამიტომ განვიხილავთ კანონის ევროპულ ვერსიას, მაგრამ ეს საკმაოდ დაბალანსებული უნდა იყოს

ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის და ამიტომ განვიხილავთ კანონის ევროპულ ვერსიას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

24 აპრილი 2024, 20:45

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ეს დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე გაუჩინონ მმართველ გუნდს, რასაც როგორც ჩანს, სიმართლით ვერ ახერხებენ

ეს დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე გაუჩინონ მმართველ გუნდს, რასაც როგორც ჩანს, სიმართლით ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

24 აპრილი 2024, 20:40

პოლიტიკა

თბილისში გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

თბილისში გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების მოთხოვნები და მიზნები უცვლელია. ისინი ითხოვენ კანონპროექტის გაწვევას და აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს ინტერესებს, ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. მათივე თქმით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

24 აპრილი 2024, 20:37

მსოფლიო

The Guardian: დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსული რაფინირებული ნავთობის რეკორდული რაოდენობით იმპორტს აგრძელებს ქვეყნებიდან, სადაც კრემლის წიაღისეული საწვავის გადამუშავება ხდება

დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსული რაფინირებული ნავთობის რეკორდული რაოდენობით იმპორტს აგრძელებს იმ ქვეყნებიდან, სადაც კრემლის წიაღისეული საწვავის გადამუშავება ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.