imedi /  28 თებერვალი 2024, 10:12 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: მკაფიოდ ვიტყვი, რომ არცერთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ მივიღებთ ჩვენს ქვეყანაში და ტყუილად აქვთ ამის იმედი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ორ ქვეყანაში დანერგეს „ვეტინგის“ სისტემა და ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ მაინც მოგვიწოდებენ, რომ ეს სისტემა გადმოვიღოთ. პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ ქართული სასამართლო სისტემა უნდა დაემორჩილოს უცხოელებს, ან იმ აგენტურას, რომელიც ისევ იმ უცხოელებს ჰყავთ საქართველოში, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ვინც „ვეტინგის“ სისტემის საქართველოსთვის თავს მოხვევას ცდილობს, მათ ქართული სახელმწიფოს დანგრევა აქვთ მიზნად.

„სასამართლო სისტემის ნგრევა და მისი უცხოელებზე დამორჩილება, თავისთავად ნიშნავს ქართული სახელმწიფოს ნგრევას. ეს მიზანი აქვთ მათ, ვინც ვეტინგის სისტემის ჩვენთვის თავს მოხვევას ცდილობს, მაგრამ გამორიცხულია - ჩვენ ამას არ დავუშვებთ. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ჩვენთან სასამართლო სისტემა, რატომ არის საჭირო რადიკალური რეფორმის გატარება, ისინი ვერც სისტემას აკრიტიკებენ და ვერც ცუდი მართლმსაჯულების კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ, ამის ნაცვლად კონკრეტული გვარების დისკრედიტაციაზე გადადიან. ასეთ უსაფუძვლო კრიტიკას კონკრეტული ფაქტები და სტატისტიკა უნდა დავუპირისპიროთ. რა არის ეს ფაქტები?

მაგალითად, დაახლოებით, 12-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და რაც იგზავნება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს გამარჯვებით სრულდება. აი ეს არის კონკრეტული სტატისტიკა. ყველა საქმე, რომელზეც ოპოზიცია და „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ მას პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, დამთავრდა სახელმწიფოს გამარჯვებით. ბოლო 12 წლის განმავლობაში, არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგის სასამართლოში ციხეებში ადამიანის წამების, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის კუთხით, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, ეს იყო მთავარი თემა, რაზეც სტრასბურგში სარჩელები იგზავნებოდა.

12 წლის განმავლობაში ქართულ მედიაში არ ყოფილა არცერთი მეტ-ნაკლებად დასაბუთებული ინფორმაცია სასამართლოში კორუფციის შესახებ. ყველა გამოკითხვაში ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა ან უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, ან მინიმუმ იმდენი მაინც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება მიღებული. ჩვენი კანონმდებლობაც და პრაქტიკაც სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში არის და იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შესაბამისი და არა ისეთი, რის თავზე მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი პარტნიორები საქართველოში მათი აგენტურის მეშვეობით. ამდენად, ეს არის ადამიანის უფლებები და დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც მივისწრაფვით და რომელზედაც ასე ხშირად აპელირებენ „ენჯეოები“ თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2024, 02:27

LIVE ისრაელი

ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 02:22

LIVE ისრაელი

ისრაელური მედია: ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო

ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 02:17

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის

ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი წერს. „ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა, დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე. ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის“, - აღნიშნავს ელჩი.

მოჰამედ რეზა აშტიანი

14 აპრილი 2024, 02:11

LIVE ისრაელი

ირანის თავდაცვის მინისტრი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს გაუხსნის თავის საჰაერო სივრცეს ირანზე თავდასხმისთვის, მიიღებს მტკიცე პასუხს

ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამედ რეზა აშტიანიმ განაცხადა, რომ თეირანი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის საჰაერო სივრცეს გახსნის ირანზე ისრაელის თავდასხმისთვის.

14 აპრილი 2024, 02:03

LIVE ისრაელი

ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2024, 01:59

LIVE ისრაელი

ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმაზე: ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელზე ირანის თავდასხმას ეხმაურება.

14 აპრილი 2024, 01:51

LIVE ისრაელი

ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის თანამშრომლის, შალვა ომიაძის ინფორმაციით, აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ბენ გურიონის აეროპორტი ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ აეროპორტის თანამშრომელმა შალვა ომიაძემ აცნობა.

რიში სუნაკი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაგმო ირანის უგუნური თავდასხმა ისრაელზე.

დიანა გოგბერაშვილი

14 აპრილი 2024, 01:43

LIVE ისრაელი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: კლინიკის მენეჯმენტისგან მივიღეთ გაფრთხილება, რომ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ, შეიძლება ნებისმიერ წამს გამოგვიძახონ - მოლოდინის რეჟიმში ვართ, რაც ძალიან რთულია

ისრაელში მცხოვრები, ქართველი ექიმი, დიანა გოგბერაშვილი „იმედინიუსთან“ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა მოლოდინის რეჟიმშია, რაც ემოციურად ძალიან რთულია. ექიმის თქმით, კლინიკიდან მიიღეს გაფრთხილებაა, რომ არც ერთმა თანამშრომელმა ტელეფონს ხმა არ გაუთიშოს

14 აპრილი 2024, 01:33

LIVE ისრაელი

ABC News: ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-დან 500-მდე დრონი გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 01:25

LIVE ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტის სხდომას მართავს კირიათის სამხედრო შტაბში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტის სხდომას მართავს კირიათის სამხედრო შტაბში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ილანა ჯანაშვილი

14 აპრილი 2024, 01:21

LIVE ისრაელი

„ქრონიკა“ ისრაელიდან: ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, თავშესაფარში გადასვლისთვის 10 წუთი გვექნება - ილანა ჯანაშვილი

ირანის მიერ გაშვებული დრონები ისრაელამდე 02:00 საათიდან 04:00 საათამდე მოაღწევს, - იუწყება „ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტი ილანა ჯანაშვილი თელ-ავივიდან.

14 აპრილი 2024, 01:11

LIVE ისრაელი

მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით საკრუიზო რაკეტებიც გაუშვა

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით საკრუიზო რაკეტებიც გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 01:06

LIVE ისრაელი

ირანული მედია: ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონების მესამე ტალღა გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონების მესამე ტალღა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 00:54

LIVE ისრაელი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 00:46

LIVE ისრაელი

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაიხურება

ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაიხურება ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან, ისრაელზე ირანის თავდასხმის ფონზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აპრილი 2024, 00:39

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი - დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს

ჩვენ განვსაზღვრეთ მკაფიო პრინციპი - დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

14 აპრილი 2024, 00:28

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო. LIVE

ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აპრილი 2024, 00:17

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ: მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის - ერთად ვდგავართ და ღვთის შემწეობით ერთად დავამარცხებთ ყველა ჩვენს მტერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ირანიდან პირდაპირი თავდასხმისთვის და თავდასხმას უპასუხებს.

შალვა პაპუაშვილი

14 აპრილი 2024, 00:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა - მაშინაც და ახლაც არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ხვალინდელი დღე

1978 წლის 14 აპრილს ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა, უკვე მერამდენედ, დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი,” - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.