imedi /  28 თებერვალი 2024, 16:08 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ცხადია, რომ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს ვეტინგის მეთოდის მეშვეობით სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფა სურთ

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით.

დიმიტრი ხუნდაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში.

„ოპოზიციიდან დეზინფორმაციული კამპანია ახლა უკვე სასამართლოს შესახებ, გრძელდება. საუბარი იმაზე, რომ ვეტინგის მეთოდით სასამართლოს გაჯანსაღება სურთ, ტყუილია. ვეტინგის მეთოდი გულისხმობს ერთადერთ რამეს - სასამართლოს მართვის სადავეების უცხოეთისთვის გადაცემას. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი საყრდენია, ადვილი მისახვედრია, რომ ნაცმოძრაობის ლობისტებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრული ხელყოფა სურთ.

ვეტინგის მეთოდი სწორედ ოპოზიციურმა პარტიულმა ენჯეოებმა შემოიტანეს მათი ლობისტების დავალებით. ხელმოცარული ოპოზიცია კიდევ ბევრ, მათთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის მიუღებელ წინადადებას შემოგვთავაზებს, მაგრამ ასეთ მტრულ იდეებზე უარის თქმა არ გაგვიჭირდება. ქართული მართლმსაჯულება ჩვენს მიერ გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან და ის აღარასდროს მოექცევა პოლიტიკის კლანჭებში, მითუმეტეს, უცხო ძალების გავლენის ქვეშ.

უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ ოპოზიციისთვის ცხადზე ცხადია მოსალოდნელი მარცხი და ამიტომ ემზადებიან არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, არეულობისთვის. ამჯერად არჩევნების „გაყალბების” დასასაბუთებლად აღარ გამოადგებათ მათივე პარტიული ენჯეოები, ამიტომ სურთ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციისთვის ყველაფერი პირადი კეთილდღეობით იწყება და სამშობლოს გაყიდვით მთავრდება. დამოუკიდებელი სასამართლოს უცხო ქვეყნისთვის გადაცემაც სწორედ მათ პირად მერკანტილურ მიზნებს ემსახურება. მაგრამ ეს არ მოხდება და მათი მტრული მიზნებიც ამჯერადაც აუსრულებელი დარჩება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება შენარჩუნებული,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:37

პოლიტიკა

პრემიერი: გარე ჩარევით აქ რევოლუციას ვერავინ დაუშვებს და ვერც მოაწყობს და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება

უხეში მცდელობები, ჩაერიონ ჩვენს სუვერენიტეტში, მოითხოვონ აქ რევოლუცია და ა.შ. არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, თუ რატომ არის საჭირო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან რევოლუციაზე მოწოდებებს შეეხებოდა.

17 აპრილი 2024, 20:33

პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

აქციაზე შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონს და ამბობენ, რომ მათთვის ეს კანონი არ არის ევროპული. მათი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მმართველმა ძალამ გამჭვირვალობის კანონი გაიწვიოს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება, საზოგადოების ინტერესების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ტერმინი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები - ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში, ლგბტ პროპაგანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის, ამ კანონისთვის რუსული კანონის დაძახება არის ცრუპენტელობა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როცა ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ანალენა ბერბოკი

17 აპრილი 2024, 20:23

LIVE ისრაელი

ანალენა ბერბოკი: ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაცია არავის ინტერესშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების დროს მკაფიოდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, რომლის შედეგიც სრულიად არაპროგნოზირებადი იქნება.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით

შემთხვევით, ხოშტარიას წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე მის პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი, საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია

გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

17 აპრილი 2024, 20:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით იმის შესახებ, თითქოს ვკლავდით სააკაშვილს, ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის

გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებ უცხოურ კრიტიკაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თანხმობის შემთხვევაში, მე და ევროკავშირის ელჩები დავსხდებით, გავცვლით არგუმენტებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, გპირდებით, იქიდან იქნება ნული არგუმენტი

დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

17 აპრილი 2024, 20:01

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ჩვენი „პარტნიორი“ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ ზეწოლას, ალბათ მეტი სიმართლის თქმა მოგვიწევს მომავალში. სათქმელი კი, ნამდვილად, ძალიან ბევრია

მთელი ეს წივილ-კივილი ოპოზიციიდან ერთადერთ რამეს ემსახურება - ამერიკის ბატონობის შენარჩუნებას საქართველოში. ბატონობის და არა - პარტნიორობის; უსიტყვო მორჩილების და არა - თანასწორუფლებიანობის... ემსახურება საქართველოს საომარ პოლიგონად გადაქცევას და არა - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; LGBT იდენტობის გაბატონებას და არა - ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 20:01

პოლიტიკა

პრემიერი: დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ თუ დღეს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მაგალითად საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი“, „სირცხვილია“, ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა

დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი“, „სირცხვილია“ ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით რუხაძე

17 აპრილი 2024, 19:47

საზოგადოება

მამა დავით რუხაძე: როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, მკვეთრად ვემიჯნები იმ ბაკქანალიას, რასაც მესამე დღეა ადგილი აქვს რუსთაველის გამზირზე

როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, მკვეთრად ვემიჯნები იმ ბაკქანალიას, რასაც მესამე დღეა ადგილი აქვს რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ მამა დავით რუხაძე Facebook-ზე წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 აპრილი 2024, 19:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ის დეპოლარიზაციის მაგივრად ემსახურება პოლარიზაციას. ის არის ჩვეულებრივი რეზიდენტი, რომელსაც არ აწყობს საქართველოში მშვიდობიანად მოვლენათა განვითარება

მინდა, სოლიდარობა გამოვხატო „იმედის“ მიმართ, რასაც ჩვენ ვხედავდით გუშინ, როგორი თავდასხმა ხორციელდებოდა, ეს არის ყოვლად გაუგონარი, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 19:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც ამ კანონში წერია, არის ის, რომ NGO იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება, ვისგან მიიღო ფული და რაში დახარჯა, როგორ შეიძლება, ეს იყოს ცუდი და წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან

თქვენ მოგისმენიათ საჯარო არგუმენტი, რატომ არის ქართული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგებიან? ბუნებაში ვერც იარსებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 აპრილი 2024, 19:38

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს ქართველი ხალხის ინტერესებს, დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალებთან, ჩართულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემაში და ღიად ერთვებიან პოლიტიკაში

ეს კანონი არც ამერიკული და არც ევროპული არ არის, ეს კანონი ქართულია. კანონი სულისკვეთებითაა ევროპული და ამერიკული, რადგან მისი მთავარი ამოცანაა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 19:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელი და სამარცხვინოა

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

17 აპრილი 2024, 19:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს ცესკოზე, რათა არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, უკვე დისკრედიტაცია მოხდეს არჩევნების წინ ცესკოსი

მარტო კანონზე ხომ არ არის ლაპარაკი?! როგორი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს ცესკოზე, რათა არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, უკვე დისკრედიტაცია მოხდეს არჩევნების წინ ცესკოსი, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უმაღლესი ქულა დაუწერა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 19:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2024, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკომისია ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი, რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი

ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

17 აპრილი 2024, 19:24

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა, ხვიჩა კვარაცხელიას და სხვებს, ჩემს უმცროს კოლეგებს ვუთხრა, რომ არ გამოიყენებოდეს მათი აზრი ერთმანეთის დასაპირისპირებლად

ის განაცხადი, რომ ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, ეს ისედაც ნათელია. დიდი მადლობა მათ, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც ქართველი სპორტსმენების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი განცხადებები შეაფასა.