29 თებერვალი 2024, 15:22 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს. ახლახან, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

„ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას "საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო" უწოდა.

ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრულად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება. სააკაშვილის შესახებ ხელოვნურად შეკოწიწებული საერთაშორისო იმიჯისგან განსხვავებით, ქართველებმა პირადად იციან, რა მოუტანა მისმა რეჟიმმა ქვეყანას და ცალკეულ მოქალაქეს. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, გაჩუმებული მედია, დატერორებული ბიზნესი, ელიტური კორუფცია, ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და მშიშრული ქცევა რუსეთთან ომის დროს - ასე ახსოვს ქართველს სააკაშვილის თითქმის მთელი ათწლეულის მძიმე მმართველობა.

მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს, რომელსაც ამ წარმოდგენას უქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები. თუმცა, ფაქტები სხვას ამტკიცებ. პუტინი-სააკაშვილის დაპირისპირება არასწორი აღქმის ნაწილია, რადგან პუტინმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ ეს ახსოვს ჩვენს ხალხს და არა სააკაშვილის რიტორიკა.

ქართველები ითვალისწინებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა ფუნდამენტურ ასპექტს. ადამიანები წყვეტენ თავიანთ მომავალს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ფართო სპექტრის საფუძველზე. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინსტიტუტების მშენებლობა, კანონის უზენაესობა და სოციალური უსაფრთხოება საქართველოს ეროვნული დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. სააკაშვილმა კი ყველა ამ საკითხში კრახი განიცადა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი "მტერ-მოყვასისათვის" საქართველოს მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ მითით, რომ სააკაშვილი თურმე „პუტინის პირადი მტერი იყო“.

ქართველების გაოგნების კიდევ უფრო დიდი მიზეზია სააკაშვილის უცხოელი მეგობრებისა და მფარველების თვალთმაქცური საქციელი, როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიას ეხება. 2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, ეს უცხოელები სააკაშვილის ერთგულები დარჩნენ და პრაქტიკულად არასოდეს ამოუღიათ ხმა მისი დანაშაულების წინააღმდეგ. და პირიქით, მიუხედავად ქართული ოცნების შთამბეჭდავი დემოკრატიული შედეგებისა 2012 წლიდან (რა თქმა უნდა, გამოხატული რეალური ფაქტებით, რიცხვებითა და ციფრებით და არა საზღვარგარეთ დამახინჯებული, მიზანმიმართულად მოგონილი „აღქმებით“), იგივე უცხოელები საქართველოს მთავრობას უკვე ათ წელზე მეტია ლანძღავენ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა იცის სად არის სიმართლე.

2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და მუნიციპალური. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე იმისთვის იბრძვის, რომ წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ენმ სწრაფად ყალიბდება მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადზე. თუმცა, სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.

ამიტომ, გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.

დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - წერს პაპუაშვილი.

ყველა სიახლე

გიორგი გაბუნია

14 აპრილი 2024, 19:28

პოლიტიკა

თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ „საზოგადოება ქართული“ დაფუძნდა

„საზოგადოება ქართული“ დღეს თბილისის ისტორიულ მუზეუმ „ქარვასლაში“ დაფუძნდა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ მოწვეულ სტუმრებს მათი საზოგადოების მიმართვა გააცნო.

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 18:21

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის

რუსულ კანონში არის ისეთი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელთა ნასახი ჩვენს კანონ-პროექტში საერთოდ არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2024, 18:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ისევ და ისევ, ასე მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ

მშრალად, ლოზუნგებით მიმდინარეობს ბრძოლა კანონის და აზროვნების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე შიო

14 აპრილი 2024, 17:59

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას

მხოლოდ სინანულის გზაზე შეიძლება გაიხსნას ჩვენში ის ყველა სიკეთე, რაც ღმერთმა ასე უხვად მისცა ადამიანის ბუნებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

14 აპრილი 2024, 17:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას: არადამაჯერებელია პატრიოტიზმზე საუბრობდე, რუსეთს ოკუპანტს ეძახდე და ქართულად რუსულ რუბლს ითვლიდე - ისევ ის ხარ, რაც იყავი, თუნდაც რუბლი ფუნტად გიქციონ, გაშიფრული რუსეთის აგენტი ხარ და სხვა არაფერი

ახლახან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამ ფაქტმა არ დაგაბნიოთ, ეს ამჯერადაც რუსული რუბლია, უბრალოდ, სხვა ვალუტაში დათვლილი, - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2024, 17:48

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხვალ „რუსული კანონი“ უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია „უდიდესი“ რადიკალური ძალის მატარებელია, ამიტომაც ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს

ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ „ჩერეზ“ ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარია არა რუბლები, ამჯერად - ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, თან ისეთი, 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ „მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ბექა ოდიშარია

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში აქვთ უზარმაზარი ბიზნესები და ძალიან მსხვილი წილები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელენე ხოშტარიასთვის გადარიცხულ თანხებზე საუბრისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:45

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ

ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ევროპული კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:44

პოლიტიკა

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე თბილისში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ

როგორ და რა ფორმით უნდა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - ამ საკითხზე ნინო ლომჯარიას და გიორგი მშვენიერაძის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

14 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ექიმების ნაწილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააპროტესტა

ექიმების დღევანდელი აქცია სააკაშვილის პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა. მედიკოსები აღიარებდნენ, რომ კანონპროექტი წაკითხული არ აქვთ.

დავით მათიკაშვილი

14 აპრილი 2024, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენედ გამოაშკარავდა, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ

ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება იმის გამოაშკარავება, რომ ხოშტარიები პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან და შემდეგ ამ თანხებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

14 აპრილი 2024, 17:26

მსოფლიო

რომის პაპი: ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა

ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა, სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ირანის ქმედებების გამო, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2024, 17:22

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე: მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს“ ეძებენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მუჰამედ ბაგერი

14 აპრილი 2024, 17:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალი: ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა

შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მუჰამედ ბაგერიმ.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2024, 17:18

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი მამა-შვილ ხოშტარიებს… ბრიტანულ ვალუტაში გაცვლილი სინდისი უფრო ტკბილად დასახურდავებელია „ეროვნულ” სულისკვეთებაზე

ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფასს… ბომბეიდან არა, მაგრამ მოსკოვიდან ლონდონამდე კი გაუთხრიათ შავი ხვრელი, მამა-შვილ ხოშტარიებს… ისე გააღარიბეს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი, რომ რუბლებს ვეღარ უხდიან მოსკოვიდან და „ჩერეზ ჩორნიე დირი”, გირვანქა სტერლინგებით უნაზღაურებენ ხელფას…, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ოლაფ შოლცი

14 აპრილი 2024, 17:13

LIVE ისრაელი

ოლაფ შოლცი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის თავდასხმას, ირანმა ეს გზა არ უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

14 აპრილი 2024, 17:03

საზოგადოება

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

14 აპრილი 2024, 17:01

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე დაიწყო მოქალაქეების ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას - ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“, ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციას

ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

ჰადას მეიცადი

14 აპრილი 2024, 16:57

LIVE ისრაელი

ჰადას მეიცადი: ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის განცხადებაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

14 აპრილი 2024, 16:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე, რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი

„დედაენის პარკში „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ: საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის შვილი ლანა ღოღობერიძე. საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის ოჯახის რძალი ქეთათო. რუსული გვარის მქონე მიხეილ კალატოზოვის შვილიშვილი ნანკა კალატოზიშვილი”- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.