13 აპრილი 2024, 10:26 / სანდო წყარო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გასვლით სხდომაზე მოისმინა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ინიციატივით, ტრადიციად იქცა სხვადასხვა რეგიონში კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვა და შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

კომიტეტმა მორიგი გასვლითი სხდომა ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩაატარა და სხდომის მუშაობაში კანონმდებლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს უწყებათა წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

„კომიტეტის გასვლით სხდომებთან ერთად, მნიშვნელოვანია ფერმერებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, ადგილზე ვეცნობით მათ პრობლემებს, რომლებსაც შემდგომში ჩვენს სამოქმედო გეგმებში ავსახავთ. აქამდე უკვე ორ რეგიონში ვიმყოფებოდით - ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, სადაც სხვადასხვა სამსახურის საქმიანობის ანგარიშები მოვისმინეთ. დღეს დაგეგმილი გვაქვს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. ეს სააგენტო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ზოგადად სოფლის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს ფერმერებისთვის მხარდამჭერ პროექტებსა და პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამავე სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს ფერმერების დახმარებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზნით, რამდენიმე წლის წინ შიდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შედეგად დაიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვას და უწყების ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნას ისახავს მიზნად. დღეს სააგენტო ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს - ფერმერთა გაძლიერებისთვის ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს, ხოლო ფერმერთა კონსულტაციისთვის ამოქმედებულია ექსტენციის სამსახური.

სააგენტო სახელმწიფო თანადაფინანსებით ორ ათეულზე მეტ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომის შემდეგ, კომიტეტის წევრები, სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნატახტარში სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსის“ საქმიანობას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ამავე სააგენტოს პროექტის ფინანსური ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაშენებული ბაღები. დღის ბოლოს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძემ განაცხადა, მსგავს შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანია კომიტეტის მხარდაჭერა და სურვილი, უშუალოდ იყვნენ ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში, ადგილზე მოისმინონ იმ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ფერმერებისა და მეწარმეების წინაშე დგას.
გელა სამხარაულის შეფასებით, კომიტეტის გასვლითი სხდომის ფორმატში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს მოსახლეობასთან, სადაც გულახდილი დიალოგი იმართება მათ წინაშე მდგარი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.

„ეს შეხვედრები გვეხმარება, გავიგოთ რა აწუხებს მოსახლეობას, რაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი სამომავლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის, პროგრამები ყოველწლიურად მრავალფეროვანი ხდება, შედეგებიც გვაქვს, გამოწვევები მაინც რჩება, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი და ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობის სხვადასხვა უწყებას შორის“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტი გასვლით სხდომას და შეხვედრებს მოსახლეობასთან სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთი - ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო ტურიზმში, იყოს უკეთესი

„ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, თავისუფლება და დემოკრატიული პროცესებით ხდებოდეს ქვეყანაში ყველა მიმდინარე პროცესის წარმოება და სწორედ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, როგორ ვავითარებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა ეკონომიკურ მიმართულებას. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც იზრდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, ჩამოდის მეტი ტურისტი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ისახება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ავიაციაში გვაქვს ყველაზე წარმატებული პერიოდი - შემოვიყვანეთ უამრავი ავიაკომპანია, გვაქვს არაერთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, განსაკუთრებით გავზარდეთ პირდაპირი ფრენების ევროპის ქვეყნებთან

„იყო სპეკულაციები აპრილ-მაისის პერიოდზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აპრილ-მაისის 15-ის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 200-ამდე პირდაპირი ფრენა შესრულდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 2 470-ამდე ფრენა შესრულდა. ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი, გაზრდილია დატვირთულობის კოეფიციენტი 7%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საერთაშორისო ბაზრებიდან მზარდია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა

პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში”.

დიმიტრი ხუნდაძე

18 მაისი 2024, 23:09

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:08

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის არის საუკეთესო შემოსავლების კუთხით - ქვეყანამ პირველი კვარტლის ჭრილში მიიღო ყველაზე მეტი შემოსავალი და 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მიმდინარე წელი, ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის არის საუკეთესო შემოსავლების კუთხით.

18 მაისი 2024, 23:02

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის - სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება

სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და „გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა). სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ „გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:00

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული - ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული - ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი გრიგოლია

18 მაისი 2024, 22:37

პოლიტიკა

სააკაშვილის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია: დღეს ჩვენ კი არა, არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

სააკაშვილის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 80% მხარს არ უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 22:29

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე: ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ის ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რომ ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

18 მაისი 2024, 22:20

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი ცნობილი მხატვრის, ლევან ლაღიძის, მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 22:05

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი - მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მონაწილეობა

„როდესაც ვხედავთ, რომ მიტინგზე, რომელიც იყო ანტისამთავრობო, სადაც იყო შეძახილები მონა, იყო შეძახილები მთავრობის ცვლილების, ასეთი ტიპის აქციაზე ერთია როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მაგრამ როდესაც ეს ხდება საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს და მინისტრების ჩართულობით, ეს არის პირდაპირი უხეში დარღვევა. ასევე შეურაცხყოფა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის, რომელმაც დემოკრატიული პრინციპებით აურჩია ეს მთავრობა“.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 21:30

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს

ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა “ქრონიკაში".

18 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დავით მათიკაშვილი

18 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ის მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან კანონი აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გამჭვირვალობის კანონი არანაირად იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რაიმე წინაღობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

18 მაისი 2024, 20:40

კულტურა

იოსებ ბაღათურია აშხაბადში გამართულ კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია მახტუმკული ფრაგის - გამოჩენილი მოაზროვნისა და პოეტის, 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ედიშერ გვენეტაძე

18 მაისი 2024, 20:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები

იმპიჩმინტირებულმა, მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, მიერ პრეზიდენტობა შენარჩუნებულმა სალომემ, დღეს კიდევ ერთი პენალტი გაიტანა საკუთარ კარში!- ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონზე” სალომე ზურაბიშვილის ვეტოს.

დავით მათიკაშვილი

18 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა “ქრონიკაში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

18 მაისი 2024, 20:11

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში

საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი საქართველოს ჰიმნის შექმნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჰიმნის ტექსტში სწორედ მან ჩაწერა სიტყვები: "თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას; დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება".

მარინა ლობჟანიძე

18 მაისი 2024, 19:37

საზოგადოება

მარინა ლობჟანიძე: ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი

ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარინა ლობჟანიძემ „დღის ქრონიკაში“.

ნათია თურნავა

18 მაისი 2024, 19:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი

ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების ცვლილების შეფასებისას.