14 აპრილი 2024, 17:01 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე დაიწყო მოქალაქეების ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას - ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“, ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციას

ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე წერს, სადაც უკვე ჩანს, რომ დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სერიოზულ კონკურენციას უწევს.

„საარჩევნო მარათონის 5 ნოემბრის კულმინაციამდე შვიდ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო ამომრჩევლების განწყობის „ქარი“ აშკარად ტრამპის „იალქნების აფრებს“ ავსებს. „პანიკის დროა“, რადგან „ჯო ბაიდენის კამპანიას უჭირს“, − წერს ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ტაილერ ბურდენი Zero Hedge ინტერნეტ ბლოგში: „2024 წლის არჩევნები სრული ტემპით მიმდინარეობს და ბაიდენს ნამდვილად უჭირს… ის უკვე უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩამორჩება ტრამპს. ამომრჩევლები გამოთქვამენ შეშფოთებას მისი პოლიტიკის, ლიდერის თვისებების, ასაკისა და კომპეტენციის მიმართ. კოალიცია, რომელმაც ბაიდენი 2020 წელს გამარჯვებამდე მიიყვანა, დაიშალა; „ტრადიციული უპირატესობა, რომლითაც დემოკრატები სარგებლობდნენ აფროამერიკელების, ლათინოამერიკელებისა და აზიელების მხარდაჭერის თვალსაზრისით, შემცირდა იმ დონემდე, რაც ქვეყანას არ ახსოვს მათი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის შემდეგ“.

დემოკრატებისთვის ყველაზე საგანგაშო ტენდენციაა აფროამერიკელების ნაკადის ზრდა რესპუბლიკელთა ბანაკში. თუ 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა შავკანიან ამერიკელთა 87%-ისგან მიიღო ხმა, ახლა მხარდაჭერა 63%-მდე შემცირდა. თუ იმ წელს სამი ლათინორამერიკელი ამომრჩევლიდან ორმა აირჩია დემოკრატიული კანდიდატი, ახლა „ლათინოელების“ უმრავლესობა რესპუბლიკელთა მხარეზე გადავიდა. ახლო აღმოსავლეთის ემიგრანტებსა და ერთგულ მუსლიმებს შორის ბაიდენის რეიტინგი შემცირდა მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას, რათა გაეგრძელებინა ღაზას სექტორის „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაწმენდა. ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით რისხვას აწყდება პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოების ყველა ფენაში იმის გამო, რომ მან გააუქმა პრეზიდენტ ტრამპის ყველა აღმასრულებელი ბრძანება უკონტროლო იმიგრაციასთან დაკავშირებით, რითაც ხელი შეუწყო არალეგალური ემიგრანტების შეჭრას სამხრეთ საზღვარზე. ობამა-კლინტონ-ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობა 7-დან 10 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტით იყო შევსებული, რამაც გადატვირთა ქალაქებისა და მთელი შტატების ბიუჯეტები და რიგითი ამერიკელების სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მთელი რიგი საბიუჯეტო სახსრები შეამცირა. ამას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ამომრჩევლის ნდობაზე იმ მოხუცებულის მიმართ, რომელიც რეგულარულად „ესალმება სიცარიელეს“.

შედეგად, ActiVote-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ტრამპსა და ბაიდენს შორის ამომრჩეველთა ლოიალობის ხარისხში სხვაობა იყო უკვე არა ოთხი, არამედ ექვსი პროცენტი (53% 47%-ის წინააღმდეგ). დემოკრატებში არსებული უთანხმოება ასევე ხდება პანიკის გაღვივების კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკიდურესი იმედგაცრუება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიმართ დაადასტურა მისმა დამამცირებელმა განაჩენმა საკუთარ ყოფილ ვიცეპრეზიდენტზე: „ნუ დააკნინებთ ჯოს უნარს, ყველაფერი გააფუჭოს“. „წითლებისთვის“ (რესპუბლიკელები) დამატებით ბონუსად გვევლინება ასევე ტექნოლოგიური რევოლუციების მმართველი (რომელმაც Twitter გაათავისუფლა ლიბერალური ცენზურისგან), ქარიზმატული მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც დიდი ხანია უკვე ღიად გადავიდა ტრამპის მხარეს. იმის გამო, რომ დემოკრატები („ლურჯები“) „ალქაჯებზე“ აზარტული ნადირობით არიან დაკავებულნი, ხოლო მასკი წარმოდგენილი ჰყავთ ერთ-ერთ ძირითად „ალქაჯად“, რომელიც ეჭვმიტანილია ჩინეთისა და რუსეთის მიმართ ფარულ სიმპათიებში, ის პირდაპირ აცხადებს, რომ სურს „წითლების“ ტრიუმფის არა მხოლოდ მოწმე, არამედ მონაწილე იყოს და აწიოს ის „ტალღა“ არჩევნებში, რომელიც ჩამორეცხავს მის დემოკრატ მტრებს.

მოკლედ, Zero Hedge-ის ფრაზას რომ დავესესხოთ, ბაიდენი „შარშია“. ლეგალური საშუალებებით ტრამპის სასამართლო „თხრილში ჩაგდება“ ვერ მოხერხდა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცალკეული შტატების სასამართლოები არ სარგებლობენ „რომაული სამართლის უფლებამოსილებით“, გამორიცხონ რესპუბლიკელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რადგან ეს ფედერალური პრეროგატივაა და ამაში ფედერაციის სუბიექტები არ უნდა ჩაერიონ. რა კონტრთამაშის შეთავაზება შეუძლიათ „ლურჯებს“? − მხოლოდ ფსონების აწევა. თუ შეუძლებელია არჩევნების სამართლიანი გზით მოგება, მაშინ ერთადერთი ვარიანტი რჩება − ბინძური თამაში. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მოქალაქეების პროპაგანდა და ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას − ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ (deep state) კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“ ფიზიკურ ლიკვიდაციას.

საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის სიტყვებს ოჰაიოში გამართულ მიტინგზე, რომ „ის არ დაემსგავსებოდა აშშ-ის პირველ (რესპუბლიკური პარტიიდან) პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს, რომელსაც ესროლა მსახიობმა ჯონ ბუტმა“. ნეოლიბერალური MSNBC-ის ყოფილმა წამყვანმა, კიტ ოლბერმანმა, მაშინ ამას საშინელი კომენტარი მოაყოლა: „ყოველთვის არის იმედი“. დემოკრატმა კონგრეს-ვუმენმა ქეითი პორტერმა (წარმომადგენელთა პალატა), თავის ბლოგში შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ტრამპი მალე წააგებს, ან ციხეში წავა, ან არ ვიცი, ინფარქტი დაარტყამს. მე არ ვიცი, როგორი იქნება მისი დასასრული, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად ექნება“. კიდევ ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა, დენ გოლდმანმა, „ლეგენდარულ“ ჯენ ფსაკისთან ინტერვიუში, უხეშად და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განაცხადა, რომ ტრამპი უნდა იქნას „ლიკვიდირებული“.

რომ არა მდიდარი ამერიკული ისტორია, ამ განცხადებებს უბრალო მუქარების კატეგორიას მივაკუთვნებდით. არასასურველი და არასასიამოვნო ოპონენტის მიმართ რეპრესიების შესახებ საჯარო მოწოდებების უგულებელყოფა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პოლიტიკური მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობათა განსაკუთრებულად მდიდარი ქრონიკა, რომელიც ახასიათებს ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ერის ისტორიას. შთამბეჭდავია სახელმწიფოს პირველი (და მეორე) პირების სია, რომლებმაც დაქირავებულ მკვლელთა ხელით დატოვეს ეს სამყარო. აშშ-ის დამფუძნებელი მამის, ლინკოლნის შემდეგ მოკლეს აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი ჯეიმს აბრამ გარფილდი, აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი. მისი ძმა რობერტი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ცდილობდა დაეკავებინა თეთრი სახლის მთავარი სავარძელი, ასევე, დემოკრატ გოლდმანის რიტორიკით, „ლიკვიდირებულ იქნა“. მკვლელობების წარუმატებელ მცდელობათა რეესტრში ასევე შეყვანილია: რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, რონალდ რეიგანი. დონალდ ტრამპსაც ჰქონდა შანსი შესულიყო ამ რეესტრში. მაგრამ! 2016 წლის 18 ივნისს, ლას ვეგასში, ნევადაში, მიტინგზე, ბრიტანეთის მოქალაქე მაიკლ სტეფან სენდფორდი, მისივე აღიარებით, ცდილობდა პოლისმენისთვის იარაღის წართმევას ტრამპის მოკვლის მიზნით, თუმცა ეს მცდელობა არ ჩაითვალა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა… „წვრილმან ხულიგნობას“. აღმოჩნდა, რომ სენდფორდი ფსიქიკურად არანორმალური იყო. 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ ის ბრიტანეთში გააძევეს. თუმცა ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ პრეცედენტი არსებობდა, რაც ნიშნავს, რომ ის შესაძლოა ვინმემ კიდევ ერთხელ გაიმეოროს.

2024 წლის მარტში „ვირუსულად“ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორიდის სამართალდამცავები ეძებდნენ ვინმე მაჯიდ ფარაჰანს, „ირანელ ჯაშუშს“, რომელიც აპირებს შური იძიოს ტრამპის გარემოცვის გამოჩენილ ოფიციალურ პირებზე (ვინ იცის, შესაძლოა თავად ყოფილ პრეზიდენტზეც), რომლებიც 2020 წელს მონაწილეობდნენ ლეგენდარული გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში. FBI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარაჰანი პოტენციურ თავდამსხმელთა გადმობირებით იყო დაკავებული. გენიალური კომბინაციაა: ერთი კარგად დამიზნებული გასროლით შეგიძლიათ გაანადგუროთ საძულველი ბოროტმოქმედი ტრამპი, რითაც უზრუნველყოფთ „მძინარე ჯოს“ ხელახლა არჩევას და ამავდროულად, როგორც ნიუ იორკში „ტყუპების“ კოშკების ძალიან საეჭვო ნგრევის შემდეგ, დამაჯერებელი მიზეზი მიეცემოდა „საერთაშორისო ისლამურ ტერორიზმთან“ ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად. როგორც ჩანს, რესპუბლიკელებისა და მათი მომხრეების ბანაკში (განსაკუთრებით სამხედრო წრეებში), დიდია იმის ალბათობა, რომ ბაიდენის დემოკრატები მზად არიან ეს სასიკვდილო ცოდვა აიღონ თავის თავზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხემ აიძულა მრავალვარსკვლავიანი პენსიონერ გენერალთა ჯგუფი, უზენაეს სასამართლოში გაეგზავნა შეკითხვა მთავარსარდლის, ანუ ჯო ბაიდენის ბრძანების ლეგიტიმურობის შესახებ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციის თაობაზე.

ამ შეკითხვის ხელმომწერთა შორის არიან ცნობილი პირები: გენერალი უილიამ ჯერალდ ბოიკინი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობდა დაზვერვას ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს და გენერალი კიტ კელოგი − ევროპაში სპეცრაზმის ყოფილი მეთაური. არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ეს პრევენციას ემსახურება და საეჭვოა, რომ ობამა-კლინტონ-ბაიდენის კლანი გადაწყვეტს დონალდ ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე (როგორც „საბოლოო არგუმენტი“) ბრძანება გასცენ, თუმცა როგორც ფრანგები ამბობენ, „ბედის ბოლო სიტყვა არასოდეს იცი“ (On ne sait jamais le dernier mot du sort)“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

რიში სუნაკი

21 მაისი 2024, 17:39

მსოფლიო

რიში სუნაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 17:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

21 მაისი 2024, 17:23

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება

„რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთისა და საქართველოს კვალდაკვალ, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს“, - ამის შესახებ Global Voices-ი წერს.

21 მაისი 2024, 17:22

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჰააგის სასამართლოს სანქციებით დაემუქრა

ამერიკის მოკავშირე ისრაელის ლიდერის დაკავების ორდერის მოთხოვნისთვის ჰააგის სასამართლოს პროკურორი გააკრიტიკეს შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატაშიც. კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმეს სენატის უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებმაც.

ნინო წილოსანი

21 მაისი 2024, 17:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

21 მაისი 2024, 17:11

საზოგადოება

5000-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2024, 16:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

გია აბაშიძე

21 მაისი 2024, 16:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2024, 15:56

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

21 მაისი 2024, 15:29

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

21 მაისი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:02

პოლიტიკა

კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან

„ეს უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ და რის გამო? - იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:00

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიებზე: შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

„თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კალაძემ.