imedi /  14 აპრილი 2024, 22:00 / სანდო წყარო

თამთა მეგრელიშვილი: ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო იყოს გამჭვირვალე

თამთა მეგრელიშვილი

თამთა მეგრელიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, როგორც მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალ პირს, საკუთარი რანგის შესაფერისი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ხელწერა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

მისი თქმით, ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო იყოს გამჭვირვალე.

„ის ქართული სახელმწიფოს სახელით აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან, ყველა დონის შეხვედრაზე აჟღერებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს - ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობას და იცავს სუბორდინაციას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის - ელჩებთან, რომელთა აზრი, საფუძვლიანი რჩევა და რეკომენდაცია ქართული სახელმწიფოსათვის ეროვნულ მისწრაფებებთან ერთად პრიორიტეტია.

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მოღვაწეობის დროს დანერგილი მახინჯი პრაქტიკა, როცა უცხოელი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში და ცდილობდნენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისთვის ეკარნახათ, რომელი კანონი მიეღოთ და რომელი - არა, უმრავლესობის მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მისაღებ განხილვის ეტაპზე ისევ გაცოცხლდა.

ამ პროცესმა დაგვანახა, რომ კონკრეტული ელჩები საკითხის განხილვისას პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლებას ცდილობენ. უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ, რაც ძალიან უხერხულია, რადგან ის დიპლომატიის სტანდარტებს და სახელისუფლებო გუნდთან შეხვედრის რეალურ შინაარსს არ შეესაბამება.

საზოგადოება ღიად ისმენს კრიტიკულ, მაგრამ უარგუმენტო განცხადებებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ელჩებს, რომლებიც პერიოდულად სახელისუფლებო გუნდთან ითხოვენ შეხვედრებს, შეთავაზება აქვთ, რომ დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო იყოს გამჭვირვალე და მიეცეთ საჯაროდ არგუმენტების გაცვლის შესაძლებლობა.

მაგალითად, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ. ეს იქნება პირველი პრეცედენტი თუ როგორ უნდა აკეთო საქმე პარტნიორებთან ღია დისკუსიით, არგუმენტირებულად, გამჭვირვალედ და ქართულად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

20 მაისი 2024, 10:22

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უცხო ძალების საკონტროლებლად კანონი, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული?

უცხო ძალების საკონტროლებლად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული? თუ იქ არის ევროპული, ჩვენთან რატომ არის ეს ყველაფერი არაევროპული?, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 10:20

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისის დაღუპვა დაადასტურა

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა. ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა გუშინ ჩამოვარდა.

20 მაისი 2024, 10:18

პოლიტიკა

„საქართველოს უცხოელი აგენტების კანონის რეალური ფსონები“ - The American Conservative სტატიას აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტი არის კანონის მიღების ზღვარზე, რომელიც ავალდებულებს გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური აგენტები“. კანონმა აღაშფოთა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები ქუჩებში კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ. კანონპროექტს ზოგიერთი „რუსულ კანონს“ უწოდებს. შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც ევროკავშირმა, საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, - ამის შესახებ გამოცემა The American Conservative-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გიორგი ამილახვარი

20 მაისი 2024, 10:09

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ“

20 მაისი 2024, 10:06

კულტურა

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე წარმატებულ შეხვედრებს განაგრძობს

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს

20 მაისი 2024, 09:51

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება . განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში

20 მაისი 2024, 00:12

მსოფლიო

ირანში პრეზიდენტის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.