16 აპრილი 2024, 14:13 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს: ამ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოს და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს, მიქაელ ოფლაერტის 11 აპრილის წერილს პასუხობს, რომელშიც ოფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი მიქაელ ოფლაერტისადმი საპასუხო წერილში წერს, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა შეისწავლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა და სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოსა და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს.

„ბატონ მიქაელ ო’ფლაჰერთის
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს
ძვირფასო კომისარო ო’ფლაჰერთი,

მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. წერილში რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინეთ თქვენი წუხილის გამოსახატავად. ამ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოს და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს.

კანონპროექტის ამ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან გამომდინარე, ნება მომეცით, ვუპასუხო თქვენს რამდენიმე მოსაზრებას, რათა თქვენ სრულად იყოთ ინფორმირებული კანონპროექტის შესახებ. საერთო ჯამში, კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს; იგი სათანადოდ ნათელი და განჭვრეტადია; ის არ ზღუდავს შეკრების თავისუფლებას; და ის პროპორციულია თავის ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით, მიზნად ისახავს რა უცხოურ გავლენებთან გამკლავებას პროპორციული გზით და ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

ჩვენ სათანადოდ შევისწავლეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნულმა სასამართლო პრაქტიკამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი სურვილი, რომ კანონით გათვალისწინებული ყოფილიყო ერთადერთი ვალდებულება ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსების სახით (თუ მათი უცხოური დაფინანსება მათი შემოსავლის 20%-ზე მეტია). მსგავს საქმიანობას ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია ნებაყოფლობით უკვე აკეთებს თავიანთი ვებ-გვერდების საშუალებით.

პატივცემულო კომისარო,

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებისას თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ, ასევე, ვთანხმდებით, რომ ჩარევა უნდა იყოს დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული. ამიტომაც, კანონპროექტი ერთადერთ ვალდებულებად დაფინანსების წლიური დეკლარირებას აწესებს. წარდგენილი კანონმდებლობა არ კრძალავს რაიმე სახის საქმიანობას, ის არ და ვერ დაისახავს მიზნად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. სანაცვლოდ, ის ითვალისწინებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს, რომლებიც ეხება მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციებს (NPOs). ეს კანონი არ ვრცელდება არც ფიზიკურ პირებზე, არც სპორტის ფედერაციებზე, არც სტუდენტებზე, არც მეცნიერებზე, არც ემიგრანტებზე, არც ინდივიდუალურ მეწარმეებზე, არც კომერციულ სუბიექტებზე. ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა გამჭვირვალობისა და ლობიზმის შესახებ თუნდაც ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ ან ევროკავშირის მსგავს კანონებთან თუ კანონპროექტებთან შედარებით. მსოფლიო მასშტაბით არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს გამჭვირვალობის ამაზე უფრო მცირე ვალდებულება.

თქვენ, ასევე, აღნიშნეთ შეზღუდვებში დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა. ძირითადი რისკები უკავშირდება გაუმჭვირვალე და უკანონო უცხოურ დაფინანსებას, შესაბამისად, როგორც სხვა მსგავსი უცხოური კანონმდებლობის შემთხვევაში, რეგულირების სფეროს ბუნებრივად უცხო ძალა წარმოადგენს. სტიგმატიზაციის საკითხი, ასევე, გადაწყდა „უცხოური აგენტის“ „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლებით. იგი ჰგავს ევროკავშირის ფორმულირებას, რომელსაც ევროკომისია თავის კანონპროექტში (COM[2023] 637) იყენებს: „ორგანიზაცია, რომელიც მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობას ატარებს“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან თქვენი ციტატა ადასტურებს საქართველოს კანონპროექტის მიზანს. კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში. საქართველოში ისინი, მართლაც, თავისუფლები არიან და ამ კანონის მიღების შემდეგაც თავისუფლები იქნებიან. მათ თავისუფლად შეეძლებათ „მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან“. ასევე, მათი დაფინანსების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც არ იქნება შემოღებული რაიმე სახის შეზღუდვა. განვმეორდები, არაკომერციული ორგანიზაციების ერთადერთი ვალდებულება ფინანსური დეკლარაციის ყოველწლიური წარდგენა იქნება.

პატივცემულო კომისარო,

თქვენ სწორად ახსენეთ არაკომერციული ორგანიზაციების ან სხვა სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმური შეზღუდვების შესაძლებლობა, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ სივრცედ აღნიშნულია კანონების გავრცელება „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაზე“. ნამდვილად, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში მეტი გამჭვირვალობის მიღწევა წარმოდგენილი კანონმდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
საქართველო უკვე ათწლეულებია არის უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლი. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ნაკლებობა ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს. პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამის მიუხედავად, არაერთხელ გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჩრდილოვანი სქემები არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების გზით, რაც არ იყო ცნობილი სახელმწიფოსა და ფართო საზოგადოებისთვის. წარმოდგენილ კანონმდებლობას აქვს გარკვეული მექანიზმები პოლიტიკურ პარტიებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მსგავსი უკანონო კავშირების გამოსავლენად და თავის ასარიდებლად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2024 წლის შემოდგომის არჩევნების წინ.
საერთო ჯამში, საზოგადოებას შეეძლება არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების შესაძლო უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის, რათა მათ ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. სახელმწიფო უსაფრთხოება არის არა აბსტრაქცია, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშესახები უფლება.
ძვირფასო კომისარო,

სამომავლო შედეგების მხრივ, აღნიშნულ კანონპროექტს აუცილებლად პოზიტიური გავლენა ექნება ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებზე. იგი გაზრდის არაკომერციული ორგანიზაციების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. შესაბამისად, გაიზრდება მათი ლეგიტიმაცია, რომელიც შერყეულია პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებული სკანდალების გამო. ასევე გაიზრდება მათდამი საზოგადოების ნდობა. საერთო ჯამში, ეს ცვლილებები გააუმჯობესებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემას საქართველოში და უზრუნველყოფს საჯარო პოლიტიკის შექმნაში არაკომერციული ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წლიური ფინანსური დეკლარაცია ერთადერთი შეთავაზებული ვალდებულებაა, არ შემიძლია დავეთანხმო თქვენს წუხილს, რომ არაკომერციული ორგანიზაციები დამატებითი ანგარიშგების რთული მოთხოვნების წინაშე დადგებიან. პირიქით, კანონპროექტით შეთავაზებული მოთხოვნები მინიმალური და მარტივია. კანონის დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ნათელია, რომ სახელმწიფოს მიერ ჩარევა არის მინიმალური და ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, განსაკუთრებით, სხვა მსგავს უცხოურ კანონმდებლობებთან შედარებით.
ძვირფასო კომისარო,

გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე. ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე მთავარ დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას.
ძვირფასო კომისარო ო’ფლაჰერთი,

ჩვენ ღია ვართ ინკლუზიური და არსებითი დისკუსიებისთვის, რა დროსაც შეგვეძლება არგუმენტებიდან ღირებული დასკვნების გამოტანა და არა უსაგნო იარლიყების სროლა. აგრეთვე, გარწმუნებთ, საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვეულებრივი პროცედურით წარიმართება. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ კანონის კონკრეტული შინაარსი საპარლამენტო დისკუსიების საფუძველზე გამოიკვეთოს.

საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის.
პატივისცემით,
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“, - აღნიშნულია წერილში.

ყველა სიახლე

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში

20 მაისი 2024, 00:12

მსოფლიო

ირანში პრეზიდენტის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი - ვის უჭერს ხალხი მხარს“, - მიიჩნევს მეუფე იაკობი.

ჯიმ ობრაიენი

19 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რა გზავნილებით დატოვა ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველო - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრენისას

19 მაისი 2024, 22:28

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.

გურამ მაჭარაშვილი

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება

„დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, - აცხადებს ხუნდაძე.

19 მაისი 2024, 22:07

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღე - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საქართველომ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მაისს ისმოდა ლოცვა - ლოცვა, მშვიდობისთვის, ლოცვა ერთიანი, სუვერენული დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ლოცვა ილიასეული სამების დასაცავად - მამული, ენა, სარწმუნოება.