16 აპრილი 2024, 16:04 / სანდო წყარო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ფინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.

ფინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და უწყების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისას ფინეთის მხარდაჭერას, სამხედრო განათლების კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო ხედვებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF), უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა (CSDP) და თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე.

ყველა სიახლე

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში

20 მაისი 2024, 00:12

მსოფლიო

ირანში პრეზიდენტის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი - ვის უჭერს ხალხი მხარს“, - მიიჩნევს მეუფე იაკობი.

ჯიმ ობრაიენი

19 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რა გზავნილებით დატოვა ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველო - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრენისას

19 მაისი 2024, 22:28

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.

გურამ მაჭარაშვილი

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება

„დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, - აცხადებს ხუნდაძე.

19 მაისი 2024, 22:07

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღე - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საქართველომ ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 მაისს ისმოდა ლოცვა - ლოცვა, მშვიდობისთვის, ლოცვა ერთიანი, სუვერენული დამოუკიდებელი საქართველოსთვის და ლოცვა ილიასეული სამების დასაცავად - მამული, ენა, სარწმუნოება.