IMEDI /  16 აპრილი 2024, 23:26 / სანდო წყარო

ბექა ოდიშარია: ეს არის სწორედ დონორთა მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების, გავეშებული ადამიანების სრულიად ახალი სტანდარტი. ე.ი. კვდება ის დამოკიდებულება, როდესაც ჟურნალისტი იყო ხელშეუხებელი

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

მინდა გამოვეხმაურო ლევან იოსელიანს. მე ვისურვებდი, რომ მისი ტონი უფრო მკაცრი ყოფილიყო და მოწოდება სამართალდამცავების მიმართ, იმ კანონით დადგენილ ჩარჩოში, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც მან ყველას მოუწოდა, არ შეუშალონ ხელი მედიას მოვლენების გაშუქებაში.

„ვერ ვიტყოდი, რომ იქ ყველა მედია ერთნაირ პირობებში იყო, მაგალითად თქვენი ჟურნალისტი და კადრებში თვალში მომხვდა ყურებამდე გაღიმებული „მთავარის“ ჟურნალისტი გოგონა, ღმერთმა სულ გაღიმებული ამყოფოს, ბედნიერი ოპერატორი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს დიამეტრული სხვაობა თვალშისაცემია. და ძალიან უხეშია, როდესაც მანამდე, მთელი ეს პერიოდი შუქდებოდა რას უშვრებოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც არაფერი დააშავა გარდა იმისა, რომ „იმედის“ ჟურნალისტია.

9 აპრილს ტანკებს ვესხმოდით თავს, ახალგაზრდები ვიყავით, გული გვიცემდა ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც და არა ისე, როგორც ახლა ზოგიერთს „ფრანკლინის კლუბში“ დატრენინგებულ ზოგიერთ ახალგაზრდას. როდესაც მოვიხელთებდით რუს ჯარისკაცს, მისთვის ან ჩაფხუტი მოგვეძრო, მოლოტოვის კოქტეილი ხომ საერთოდ მიუღებელი იყო, ვიტრინის ჩამსხვრევა, ან მანქანის დაწვა, ან ასეთი დამოკიდებულება. ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ადამიანების ჯგუფი, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ არ ყოფილიყო ძალადობა. ახლა რასაც აკეთებენ, ეს პანდორას ყუთის გახსნაა. ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ, ეს წარმოუდგენელია.

მეც მინდა აქედან მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის სწორედ დონორთა მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების, გავეშებული ადამიანების სრულიად ახალი სტანდარტი. ე.ი. კვდება ის დამოკიდებულება, როდესაც ჟურნალისტი იყო ხელშეუხებელი. რაც არ უნდა აგრესია ყოფილიყო, გახსოვთ გურამ დონაძის ტელევიზია, რომელიც უზნეოდ იქცეოდა, როგორი შინაგანი ანატომიისაც მისი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებოდა საზოგადოებაში 4-5 ადამიანი, ვინც დაცვის სარტყელს უქმნიდა ამ ადამიანებს. ახლა პირიქით აღმოჩნდა“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

„ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებული, დემოკრატიული ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს - ნუ დატოვებთ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ შეტევას და კარგად ორგანიზებულ კამპანიას.

ყველა სიახლე

20 მაისი 2024, 10:58

მსოფლიო

ირანის მთავრობა პრეზიდენტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფუნქციონირებაზე არ აისახება

განცხადებაში მინისტრთა კაბინეტი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის „შრომისმოყვარე და დაუღალავ პრეზიდენტად“ მოიხსენიებს, რომელიც ირანის ხალხს ემსახურებოდა, რათა ქვეყანაში განვითარება და პროგრესი მოეტანა.

მიხაილ ხოდორკოვსკი

20 მაისი 2024, 10:40

მსოფლიო

მიხაილ ხოდორკოვსკი: მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში, უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი ოდესას, ბატონებო, ჩვენ წავაგეთ ეს ომი

იქნებ, შევძლოთ ვევაჭროთ პუტინს და დავუბრუნოთ უკრაინას რამდენიმე ოლქი, რამდენიმე რეგიონი? შეიძლება, მაგრამ მაშინ გულახდილად უნდა ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რომ უნდა შეწყვიტოთ ეს უაზრო წინააღმდეგობა, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში, უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი ოდესას.

მოჰამად მოხბერი

20 მაისი 2024, 10:37

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი შეასრულებს

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის დაღუპვიდან არაუგვიანეს 50 დღეში ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. Reuters-ი წერს, რომ ეს სავარაუდოდ ივლისში მოხდება.

ირაკლი კირცხალია

20 მაისი 2024, 10:22

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უცხო ძალების საკონტროლებლად კანონი, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული?

უცხო ძალების საკონტროლებლად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, რატომ არის ჩვენი ქვეყნისთვის არაევროპული? თუ იქ არის ევროპული, ჩვენთან რატომ არის ეს ყველაფერი არაევროპული?, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 10:20

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისის დაღუპვა დაადასტურა

ირანის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა. ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თავრიზისკენ მიემართებოდა გუშინ ჩამოვარდა.

20 მაისი 2024, 10:18

პოლიტიკა

The American Conservative: „საქართველოს უცხოელი აგენტების კანონის რეალური ფსონები“ - დასავლური ძალები შეშინებულნი არიან, რომ მათი გავლენის ოპერაციები შეფერხდება

საქართველოს პარლამენტი არის კანონის მიღების ზღვარზე, რომელიც ავალდებულებს გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური აგენტები“. კანონმა აღაშფოთა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები ქუჩებში კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ. კანონპროექტს ზოგიერთი „რუსულ კანონს“ უწოდებს. შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც ევროკავშირმა, საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, - ამის შესახებ გამოცემა The American Conservative-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გიორგი ამილახვარი

20 მაისი 2024, 10:09

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ“

20 მაისი 2024, 10:06

კულტურა

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე წარმატებულ შეხვედრებს განაგრძობს

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს

20 მაისი 2024, 09:51

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება . განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის