17 აპრილი 2024, 00:21 / სანდო წყარო

მაია ნიკოლეიშვილი: ამ ახალგაზრდებისთვის პოლიციელი არ არის ადამიანი, ხოლო ამ ლიდერებისთვის ეს ახალგაზრდები არ არიან ადამიანები, არამედ პაიკები არიან, რომელთა სისხლიც უნდა დაიღვაროს, ამაზე მოწოდებებიც ვნახეთ

მაია ნიკოლეიშვილი

მაია ნიკოლეიშვილი

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოტანა არის გარკვეული ტესტი, შარშან რაც მოხდა, წელსაც იგივე განმეორდება? - ეს არის გარკვეული გაფრთხილება დონორებისთვის, რომ მოდით, არჩევნების წინ შავ ფულს აქ ნუ გამოუშვებთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ამ ახალგაზრდების დეჰუმანიზაცია ისევე ხდება, როგორც პოლიციელების. ლიდერებისთვის ისინი პაიკები არიან, მათი დეჰუმანიზაცია ზუსტად ისეა, როგორც მათ პოლიციელებს გაუკეთეს დეჰუმანიზაცია. ანუ ამ ახალგაზრდებისთვის პოლიციელი ადამიანი არ არის და იმ ლიდერებისთვის ესენი არ არიან ადამიანები, არამედ პაიკები არიან, რომელთა სისხლიც უნდა დაიღვაროს, ხომ ვნახეთ ამაზე მოწოდებები.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოიტანა არის გარკვეული ტესტი, შარშან რაც მოხდა, წელსაც იგივე განმეორდება? არიან თუ არა უფრო მეტად მომზადებულები, იმ მოქმედებების უკან ჩვენ ფულს ვხედავთ, თუნდაც იმ ზურგჩანთებში რომ აირწინაღებია, ეს ფულია. ეს არის გარკვეული გაფრთხილება დონორებისთვის, მოდით არჩევნების წინ შავ ფულს აქ ნუ გამოუშვებთ. არც ის დავმალოთ, რომ ამ ფულიდან ძალიან დიდი თანხები გადის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც გარკვეული არეულობები იგეგმება. იმიტომაა აწრიალებული ყველა. ყირგიზეთში ეს კანონი რომ მიიღეს, სოროსის ფონდი ორ კვირაში წავიდაო, სოროსის ფონდი, რომელიც ვიცით რასაც აფინანსებს, ჩვეულებრივად გადატრიალებების დამფინანსებელია. ეს მათი გაფრთხილებაა, ამიტომ ეს ბრძოლა ჯობდა ახლა გადაგვეტანა, ვიდრე არჩევნების დროს მომხდარიყო“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია დუბაიში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია დუბაიში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ნიკა მელია. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით კეზერაშვილთან არცერთ საკითხთან დაკავშირებით არც ახლა და არც მომავალში თანამშრომლობას არ აპირებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2024, 16:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

გია აბაშიძე

21 მაისი 2024, 16:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2024, 15:56

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

21 მაისი 2024, 15:29

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

21 მაისი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:02

პოლიტიკა

კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან

„ეს უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ და რის გამო? - იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:00

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიებზე: შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

„თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კალაძემ.

21 მაისი 2024, 14:56

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან

მამუკა მდინარაძე

21 მაისი 2024, 14:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

21 მაისი 2024, 14:34

მსოფლიო

პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პრემიერის განმარტებით, დივერსიის მცდელობა იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიასა და შვედეთში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

ირაკლი ლატარია

21 მაისი 2024, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: საქართველომ ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ - არ შეიძლება?... ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება..... ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის... მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასებელია - სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას - ნუთუ არ არის ამის დრო?... - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია გამოცემა POLITICO-ს სტატიას, სადაც წერია, რომ თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.

21 მაისი 2024, 14:26

მსოფლიო

ანალენა ბერბროკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

მინისტრის თქმით, რუსული ავიადარტყმებისა და ოკუპანტის არმიის მხრიდან ხარკოვის ოლქზე ინტენსიური შეტევების გამო ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი და კიევს თავის დასაცავად ევროკავშირის დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება. ანალენა ბერბოკი უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე მეხუთედ ჩავიდა.