17 აპრილი 2024, 13:34 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და მისი ადგილი ევროკავშირშია! რუსულია ყველაფერი, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოს!

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე“-ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!

„რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული!
საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში!
რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ!
დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ:
ებრძვიან სახელმწიფოს!
ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას!
ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე!
არ უნდათ არჩევნები!
მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე.
რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთავარს - ქართულ სახელმწიფოს!
საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი!
დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“-წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით - ერთადერთი სფერო, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო და ეს სფერო საჭიროებდა მოწესრიგებას

მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება. ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს, ხდება „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება

ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:46

პოლიტიკა

პრემიერი: ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ხაზარაძემ ვერც ერთი სივრციდან ვერ მოახერხა ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის, შესაბამისად, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერც ერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

30 მაისი 2024, 11:43

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 11:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: დაახლოებით 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე 2-3 პროცენტის ტვირთები რომ გავატაროთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

დაახლოებით 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე 2-3 პროცენტის ტვირთები რომ გავატაროთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 11:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბულინგი არის რადიკალების ხელწერა. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც იგივე მეთოდებით შემოიფარგლებოდნენ, უბრალოდ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს

„დღეს ვერ კლავენ, მაგრამ ბულინგით ახერხებენ იმას, რომ ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს ძალიან ცუდია. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა. ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის დაგმობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები იყოს დაგმობილი“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე მის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ

გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად - ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი - ვითომ, „ენჯეომ“ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია

თითქოს, ონის მუნიციპალიტეტში კონკრეტული „ენჯეო“ გავიდა კონკრეტული პროექტიდან და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს, მე უბრალოდ არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

30 მაისი 2024, 11:34

საზოგადოება

150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.

30 მაისი 2024, 11:31

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა.

გურამ მაჭარაშვილი

30 მაისი 2024, 11:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, მომხრეა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილის აზრით, სიმბოლურია ისიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაც, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩინური კომპანიის მონაწილეობით ამ პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის

უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებების არავის ეშინია - განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის

ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ანდრეი სმირნოვი

30 მაისი 2024, 11:21

მსოფლიო

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც უკანონო გამდიდრებაში ადანაშაულებენ, 10 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო გადაიხადა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ანდრეი სმირნოვმა, რომელიც უკანონო გამდიდრებაშია ეჭვმიტანილი, 10 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო გადაიხადა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში განუცხადეს.

30 მაისი 2024, 11:13

ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:10

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას

მოგილოცავთ ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში. მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის ამ ტერიტორიაზე სრულიად შეიცვალა იერსახე, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროექტი განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული და განხორციელებული. „მოგილოცავთ ამ არაჩვეულებრივი დღეს, ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს ტერიტორია მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც იყო აბსოლუტურად განუვითარებელი, ნაცრისფერი სივრცე ჩვენს ქალაქში და მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, სრულიად შეიცვალა იერსახე ქალაქის ამ ტერიტორიამ, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ამიტომ მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. მინდა, აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პირადად ქალაქის მერს, კახა კალაძეს და მთლიანად მერიის შემადგენლობას. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. წარმატებები მინდა, ყველას გისურვოთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პარტიებს, რომელთაც შექმნილი აქვთ ყალბი NGO-ები, პარტიის ლიდერები კი სემინარების ტრენერებად ფორმდებიან

თურმე, ევროპა, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება, წლებია საქართველოში ფარულად, იატაკქვეშ პოლიტიკურ პარტიებზე და რადიკალურ ჯგუფებზე ხარჯავს ფულს, რომელიც გარკვეული ფონდებიდან შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 მაისი 2024, 11:04

საზოგადოება

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი საზეიმოდ გაიხსნა

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქი გადატვირთულია. ერთ-ერთი ასეთი გადატვირთული კვანძია ვაკე-საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი თამარაშვილის ქუჩა და მისი მიმდებარე ქუჩები.

30 მაისი 2024, 10:54

საზოგადოება

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

30 მაისი 2024, 10:45

საზოგადოება

2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.