imedi /  17 აპრილი 2024, 18:37 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ღიმილისმომგვრელია, როცა ხაბეიშვილი, გვარამია, სანიკიძე, ნაცვლიშვილი, სამადაშვილი, გვასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა ცხადი დასტურია, რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ ევროპული კამპანია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები.

„გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ „აპრავებდა“ ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის, უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები - აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრიუკებით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა ტრიუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს.

მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდო ევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:14

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე

„ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

21 მაისი 2024, 18:13

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს.

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი POLITICO-ს ინფორმაციაზე: ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა აქვს ამერიკულ მხარეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

21 მაისი 2024, 18:04

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება.

რიში სუნაკი

21 მაისი 2024, 17:39

მსოფლიო

რიში სუნაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 17:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

21 მაისი 2024, 17:23

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება

„რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთისა და საქართველოს კვალდაკვალ, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს“, - ამის შესახებ Global Voices-ი წერს.

ნინო წილოსანი

21 მაისი 2024, 17:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

21 მაისი 2024, 17:11

საზოგადოება

5000-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2024, 16:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

გია აბაშიძე

21 მაისი 2024, 16:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2024, 15:56

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

21 მაისი 2024, 15:29

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.