17 აპრილი 2024, 20:16 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯობდა, ელჩს გადაემოწმებინა არასწორად გავრცელებული ინფორმაცია.

„ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა.

რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან“ ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.

რაც შეეხება შინაარსს. შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს“ ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მაისი 2024, 01:13

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ერთ-ერთი მთავარი და მოდით, ასე ვთქვათ, დამაფიქრებელი ფაქტორი შეიძლება იყოს უცხოელების ზეწოლა, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ველოდები ეს ყინული გალღვება ცოტა სხვანაირად

რაც შეეხება თქვენს კითხვას - ოპოზიციის მხრიდან არჩევანის წინაშე დაყენებას, რუსეთი თუ ევროპა, ეს ყალბია. ეს არის ყალბი და ამ შემთხვევაში ყველაზე საშიში მომენტი შეიძლება იყოს ის, რომ პირიქით, ანტიდასავლური განწყობები შეიქმნას საქართველოში, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 01:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია

ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვერავის დააშანტაჟებენ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, არის ჩვენი გუნდის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „გადაწყვეტილება“, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან მმართველი გუნდის რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლა სერიოზულ, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული თუმცა, ალტერნატივა არ აქვს, რადგან ალტერნატივა არის დანებება და ქვეყნის უკრაინიზაცია

„თუმცა, მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენებისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე. „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად, ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე

ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:47

პოლიტიკა

პრემიერი: ნატოს წევრი თურქეთი განიხილავს იგივე კანონს და სტოლტენბერგის მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია, ჩვენი ლოგიკა მარტივია, თურქეთს ვერ ჩართავ მეორე ფრონტად ომში, საქართველოს ჩართვა შესაძლებელია

2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

23 მაისი 2024, 00:46

მსოფლიო

საფრანგეთის სენატში უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელი: ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უცხოური ჩარევის საფრთხე დღეს არსებობს

ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უცხოური ჩარევის საფრთხე დღეს არსებობს, - განაცხადა ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას ორ წელიწადზე მეტია - ამ ინტერესების უკან დგას გლობალური ომის პარტია

მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების სისტემა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურად საკუთარ თავზე მოირგეს, თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია

ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მაისი 2024, 00:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს აქციები, ჩემი შეფასებით, ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ოპოზიცია არჩევნებში მომგები არ არის

„ამ აქციებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის უნარი. ვხედავთ უცნაურ შემოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში. იგივე ლომჯარია არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არ არის პოლიტიკური სუბიექტი ჯერჯერობით, მაგრამ მას აქვს ამის სურვილი. „ლელოს“, გახარიას პარტიას და „ახლების“ სამივე ლიდერს აქვს პრეტენზია, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი იყოს. ვიცე-პრემიერზე არცერთია თანახმა. როგორ წარმოუდგენიათ მათ ამის გაკეთება?! ეს აქციები [გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა], რაც ხდებოდა, ჩემი შეფასებით ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ეს ხალხი [ოპოზიცია] არჩევნებში მომგები არ არის“

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა - ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:20

პოლიტიკა

პრემიერი: როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ნიშნავს, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით

როდესაც უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

23 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

ფრანგი სენატორი უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტზე: სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში - კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას

ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია, სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში“.

ზაალ ანჯაფარიძე

23 მაისი 2024, 00:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვენეციის კომისიამ ერთ დამატებით ჭანჭიკად გამოაყენებინა თავი საქართველოს ხელისუფლებაზე ტოტალური შეტევის ავტორებს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან არაფერი დარჩება

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:06

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში

დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში , - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ეს რადიკალური ფრთა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან იმის, თუ რა შანტაჟი განხორციელდება, რომ შემდეგ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელონ

ევროკავშირი, ან რუსეთი - არჩევნებზე საკითხი ასე არ უნდა იდგას. ასეთ დამოკიდებულებას უნდა გავემიჯნოთ. უნდა აირჩიო შენთვის სასარგებლო ხელისუფალი. ჩემი მოქალაქე მინდა, რომ იყო მრავალმხრივად ინფორმირებული. თავად განსაჯოს, აზროვნებდეს, კითხვებს სვამდეს, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერ მიმართულებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. თუნდაც აქციების დროს, ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდა

„ძალიან გაუჭირდებათ [ერთიანი სიით გამოსვლა] უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაქსაქსული ადამიანების გაერთიანება. მათ თითქოს ერთი მიზანი აქვთ - ხელიუფლების შეცვლა, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ისინი ამას ვერ ახერხებენ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ერთია მიზანი გქონდეს და მეორეა, რმადენად შემსრულებელი ხარ ყოველივე ამის. ესენი არიან ადამიანენი, რომლებსაც პირადი ამბიციები აქვთ მოჭარბებული და ძალიან დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავებზე. თითოეულ მათგანს რომ ჰკითხო, ყველას უნდა პრემიერ-მინისტრობა, ყველა მზად არის, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, მიაჩნიათ, რომ ლიდერები აარიან, ამ დროს ვხდავთ, რომ ნელნელა საქართველოში ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს მაინც, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. აქ არ არის საუბარი რამე [წინასაარჩევნო] საპროგრამო დაპირებაზე. თუნდაც აქციების დროს, წარმოიდგინეთ როგორი გაკოტრებულები არიან ადამიანები, რომ ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდათ, ან ახალგაზრდების ნაწილი იმ წუთას დატოვებდა აქციას“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში

როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი - როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.