imedi /  18 აპრილი 2024, 00:24 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება

კახა კალაძე

კახა კალაძე

ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. საერთოდ არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, ეს მათ იფიქრონ. რა მდგომარეობაში და ვითარებაში არიან, ყველა კარგად ვხედავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ხელისუფლებაში ვართ, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უამრავი საქმეა გასაკეთებელი. არჩევნები ახლოვდება და პარალელურად, არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი რაც იყო, ის არ შეიცვლება. გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 11:31

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა.

გურამ მაჭარაშვილი

30 მაისი 2024, 11:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, მომხრეა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილის აზრით, სიმბოლურია ისიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაც, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა ანაკლიის პროექტის განხორციელება, ეს არის ჩვენი ინტერესი, ჩინური კომპანიით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

ჩვენი პასუხისმგებლობაა ანაკლიის პროექტის განხორციელება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ჩინური ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებების არავის ეშინია - განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის

ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ანდრეი სმირნოვი

30 მაისი 2024, 11:21

მსოფლიო

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, რომელსაც უკანონო გამდიდრებაში ადანაშაულებენ, 10 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო გადაიხადა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ანდრეი სმირნოვმა, რომელიც უკანონო გამდიდრებაშია ეჭვმიტანილი, 10 მილიონი გრივნის ოდენობის გირაო გადაიხადა. ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში განუცხადეს.

30 მაისი 2024, 11:13

ეკონომიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 11:10

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გილოცავთ ბაგების საავტომობილო ხიდის გახსნას. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას

თბილისში, ბაგების საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ქალაქის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 11:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პარტიებს, რომელთაც შექმნილი აქვთ ყალბი NGO-ები, პარტიის ლიდერები კი სემინარების ტრენერებად ფორმდებიან

თურმე, ევროპა, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება, წლებია საქართველოში ფარულად, იატაკქვეშ პოლიტიკურ პარტიებზე და რადიკალურ ჯგუფებზე ხარჯავს ფულს, რომელიც გარკვეული ფონდებიდან შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 მაისი 2024, 11:04

საზოგადოება

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი საზეიმოდ გაიხსნა

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში დედაქალაქში საზოგადოებრივი და კერძო ავტოტრანსპორტის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქი გადატვირთულია. ერთ-ერთი ასეთი გადატვირთული კვანძია ვაკე-საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელი თამარაშვილის ქუჩა და მისი მიმდებარე ქუჩები.

30 მაისი 2024, 10:54

საზოგადოება

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

ქალაქ სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა

30 მაისი 2024, 10:45

საზოგადოება

2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება

საქართველოს მთავრობის №59 დადგენილება - „ტექნიკური რეგლამენტი – ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.

ვიქტორ ჯაფარიძე

30 მაისი 2024, 10:40

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: მე ვარ ამაყი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში, ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და პატივი ეცით ჩემს დამოუკიდებლობას

„ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მიმართ უცხოელი პარტნიორების კრიტიკით გაოცებულია და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ამაყია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, შეძლო ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა.

ნანა კაკაბაძე

30 მაისი 2024, 10:36

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საკვირველია, როგორ გაუძლეს ამ ყველაფერს დეპუტატებმა, სისულელეა, რომ ბიძინას შიშმა ან სკამების შენარჩუნების ლტოლვამ მიანიჭა ბინძური შეტევების გაძლების ძალები, გამძლეობის განმაპირობებელი იყო სიმართლის რწმენა

როგორც დესტრუქციული ოპოზიციის, ისევე მათი მთელი მსოფლიოს "გულშემატკივრების" მხრიდან მუშტების ქნევა გრძელდება. გამარჯვებულებს ემუქრებიან დამარცხებულები, დედას გიტირებთო. აშკარად არ ელოდნენ, რომ მთელი მსოფლიოს მხრიდან მუქარის, ბულინგის, ოჯახების და შვილების დამუნათების, მოღალატის ძახების, უზნეო ლანძღვა-გინების გაუგონარი ფორმების გამოყენების მიუხედავად, ხელისუფლებას უკან ვერ დაახევინებდნენ, - ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას.

30 მაისი 2024, 10:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ილონ მასკი შესაძლოა მის მრჩევლად დაინიშნოს

მილიარდერი ილონ მასკი შესაძლოა დონალდ ტრამპის მრჩეველი გახდეს, თუ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დაბრუნდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს.

30 მაისი 2024, 10:29

საზოგადოება

განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება.

30 მაისი 2024, 10:21

საზოგადოება

ComCom-მა სამცხე-ჯავახეთში მოსწავლეები მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ გუგულაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მოსწავლეებს კონკურსის პირობები, საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები გააცნეს.

30 მაისი 2024, 10:21

მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში ადამიანი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა და დაიღუპა

ამსტერდამში, „სხიპჰოლის“ აეროპორტში ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ის ავიაკომპანია KLM Cityhopper-ის სამგზავრო თვითმფრინავის მომუშავე ძრავამ შეისრუტა. ამის შესახებ BBC წერს.

30 მაისი 2024, 10:17

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ ,,ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

30 მაისი 2024, 09:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი პოზიციით, თავისი მაჩვენებლებით, მიუხედავად ამ რადიკალური ხელშეშლისა, კვლავ მოწინავეთა რიგებშია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საქართველოში ძალიან მაღალია და არ არის ერთადერთი ინდექსი, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ანიჭებენ საქართველოს, როგორც მოწინავეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ღია ბიუჯეტის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

30 მაისი 2024, 09:48

საზოგადოება

ონის მერია: ფონდმა „ფეა თრიიზი” გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას გულისხმობდა - პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება

გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. - ასე ეხმიანება ონის მუნიციპალიტეტის მერია ფონდ “ფეა თრიიზის” განცხადებას.