18 აპრილი 2024, 14:03 / სანდო წყარო

ლადო მგალობლიშვილი: მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელების ანაზღაურებები 15-დან 20 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს - მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის

ლადო მგალობლიშვილი

ლადო მგალობლიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება, გმობს ტელეკომპანია „იმედსა“ და „პოსტვ-ზე“ თავდასხმებს და აცხადებს, რომ მდიდარი არასამთავრობოების ხელმძღვანელები მათი ხელფასების დასამალად იწვევენ ხალხს აქციებზე და არა ევროპისთვის.

„პირველ რიგში, ვგმობ ფაშისტურ თავდასხმებს ტელეკომპანია ,,იმედისა’’ და „პოსტვ-ის“ ჟურნალისტებზე და ვუცხადებ მათ მხარდაჭერას. საჭიროა თუ არა უპირობოდ პარტნიორების უარგუმენტო მოსაზრების გაზიარება და „გამჭვირვალობის“ კანონის მიღება. ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსი, ორგზის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლორდი პალმერსტონი ამბობდა: „ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირენი, ისევე, როგორც არ გვყავს მუდმივი მტრები. მუდმივი და მარადიული ჩვენი ინტერესებია და ვალდებულება გვმართებს ინტერესები დავიცვათ“. მისი აზრით, პოლიტიკა არის ის, როდესაც ნებისმიერ ვითარებაში გვსურს გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესო გვგონია და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს.

ჩვენ გვახსოვს რამდენიმე მაგალითი, როდესაც მოკავშირეების მოთხოვნა არსებითად მცდარი იყო, ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ინტერესებს და შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენდა. ესენია - ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ასევე შეწყალებას; ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში, ასევე სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამავე საკითხზე სასამართლოს სხდომამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს მცდარი მოთხოვნები არ შეასრულა, კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ, ვინაიდან ევროკავშირმა მიიღო პრაგმატიზმზე დაფუძნებული ბრძნული გადაწყვეტილება.

ცნობილი პოლიტოლოგისა და აკადემიკოსის კენეთ მინოუგის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში მეგობრობა სენტიმენტალური ზედა ფენაა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ გათვლებს მალავს.
საქართველომ უნდა იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. რადიკალების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ შიდა საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ნაცვლად ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისა, ხდებოდეს უცხოეთში, ვინაიდან ისინი სინამდვილეში უცხო ძალის გავლენის შიკრიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართული ოცნების გუნდი და პრემიერი ირაკლი კობახიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აჩვენა მასტერკლასი თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მსოფლიო ლიდერებთან. ჩვენ არ დავდგებით ცალ ფეხზე და მყარად ორივე ფეხზე დგომით დავიცავთ ჩვენს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას.

რაც შეეხება „გამჭვირვალობის“ კანონს, მდიდარ არასამთავრობოებსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია. ისინი ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობენ, რასაც ადასტურებს შემდეგი ფაქტები: სააკაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მდიდარი NGO-ები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის მიმართ იკვეთებოდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ითხოვდნენ პრაქტიკულად მის გათავისუფლებას.

მოგვიანებით ეს ორგანიზაციები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ჩაერთნენ სააკაშვილის მიმართ გამოცხადებულ სიკვდილის ცრუ ქრონიკაში სახელწოდებით - ,,მიშას კლავენ’’, მუდმივად ითხოვდნენ მის საზღვარგარეთ გაგზავნას, რითაც ეწეოდნენ საქართველოს დისკრედიტაციას. კრიმინალ გრიგორიადისს აცხადებდნენ პოლიტპატიმრად, რომელიც თვითონ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. საპარლამენტო არჩევნების დროს, რევოლუციისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, გააყალბეს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები. კულმინაცია გახლდათ მათი მხრიდან მთავრობის გადადგომის მოთხოვნა და ტექნიკურ მთავრობაში, არც მეტი არც ნაკლები, მათი ხილვა, სავარაუდოდ, პრემიერად კი ნინო ლომჯარიას დანიშვნა.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

30 მაისი 2024, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს

„ფაქტობრივად ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს. ონიც მუნიციპალიტეტი თავად აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას და სრულად უზრუნველყოფდა იმას, რომ შემდგომში უბრალოს სერვისი განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას“, - აცხადებს წილოსანი.

ანტონიო ტაიანი

30 მაისი 2024, 14:20

მსოფლიო

ანტონიო ტაიანი: უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ ვაპირებთ - ჩვენ გვსურს მშვიდობა, და არა გლობალური ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოფიციალური რომი უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

30 მაისი 2024, 14:06

ტაბლოიდი

კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს🐶

ერთი დიდი სახლის ასაშენებლად ლორეტას 3 კვირამდე სჭირდება. ყველაზე დიდი ნაგებობა,, რომელიც ქალმა თავისი ძაღლებისთვის ააგო - 2 მეტრამდე სიმაღლის სახლია. ამასთან, ლორეტა ამბობს, რომ აშენებულ სახლებს ყოველთვის ანგრევს და შემდეგ იგივე დეტალებისგან ახალ ვერსიებს აწყობს.

30 მაისი 2024, 14:05

პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა, - ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

30 მაისი 2024, 14:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

გია აბაშიძე

30 მაისი 2024, 13:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი" ვერ მოხდება, ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება" და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

კაია კალასი

30 მაისი 2024, 12:40

მსოფლიო

კაია კალასი: მაიდნის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე : გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

მან კომენტარი გააკთა ბულინგის ფაქტებზე. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

30 მაისი 2024, 12:19

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს

„რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

30 მაისი 2024, 12:16

მსოფლიო

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი: რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება

რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, - ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.