18 აპრილი 2024, 14:52 / სანდო წყარო

პაატა კვიჟინაძე: არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო - ახლა ამოატრიალეს, რატომ აკეთებთო გვეუბნებიან

პაატა კვიჟინაძე

პაატა კვიჟინაძე

არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ ბატონ პაატას [მანჯგალაძე], რომელიც გავიდა სხდომათა დარბაზიდან და გიორგის [ვაშაძე] არ ეთქვათ, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან რომ შემოვიდეს - ამას იძახდნენ და ახლა ამოატრიალეს და რატომ აკეთებთო აქეთ გვეუბნებიან. ვინ გააკეთაო? ყველამ გააკეთა შუა აზიით დაწყებული, კავკასიით და ევროპით დამთავრებული და ახლა აშშ-ც აკეთებს, აღარ მინდა ჩავუღრმავდე, ტექნოლოგიურ კომპანიებზე და ელექტრომობილებზე ევროპას რა გაუკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე.

როგორც კვიჟინაძემ განმარტა, ოფშორული კომპანიები, რომლებზეც საუბარია, იურიდიულად დასავლეთის ქვეყნებს მიეკუთვნებიან და თავად დასავლეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ სარგებელი, ანუ ოფშორში არსებულ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არსებულ კომპანიებსაც მართავენ.

„ყველა ცდილობს თავისთვის, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, რომ ინვესტიცია, როდესაც ოფშორშია, რომელიც, როგორც გითხარით იურიდიულად ეხება დასავლეთის ქვეყნებს - იქ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან. მიიღო იმავე დასავლეთმა თავიანთი კანონები, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი იყოს და ა.შ. ამიტომ, ის ხალხი, ვინც იქ არის, მოინდომეს, ნელ-ნელა გამოვიდნენ ჩვეულებრივ სიტუაციაში - ვინც გინდა ის იყოს, თქვენ სახელებს და გვარებს ამბობთ. რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ამაში ცუდი რა არის? აქამდე სხვანაირად იძახდით, ახლა სხვანაირად იძახით. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, ვიმეორებ არავის არ ეხება ეს, ვინც გინდა შემოიტანოს - ეხება საქართველოში რომ სარგებელი აქვს ისეთს, ანუ თუ ოფშორში აქვს კომპანია, რომელიც მართავს საქართველოში კომპანიას.“ - განუცხადა პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით

„ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს რომელიმე კავშირის წევრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით რა თქმა უნდა სურვილსაც გამოვთქვამთ და გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით. ჩვენ ევროკავშირის გზაზე მივდივართ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გარშემო პარტნიორებმა დაიწყეს დაფასება ჩვენი პრინციპული პოზიციების გამო. რაღაცები იცვლება. ჩვენი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ყველა მიმართულებით შეგვიძლია სხვადასხვა სახის შესაძლებლობა განვიხილოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირზე“

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორები „ენჯეოების“ მეშვეობით ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება

„ზოგადად, რაც შეეხება ენჯეოების დაფინანსებას, ამ დაფინანსების 95% მოდის სულ 3-4 დონორზე. მეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად დაინახავს საზოგადოება ყველაფერს. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში, იქნება დამზღვევი მექანიზმი სახელმწიფოსთვის და ასევე დონორისთვის და დაფინანსებული ორგანიზაციისთვის. როდესაც მათი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, მათ უკვე გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის განხორციელება, უცხოური დაფინანსებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს არ იქნება ას პროცენტიანი დაზღვევა, მაგრამ დიდწილად დააზღვევს ისეთი ტიპის ქმედებებს, როგორსაც ვხედავდით წინა წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, მოუწიათ უკან დახევა

გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:38

პოლიტიკა

პრემიერი: შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებგვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან

თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს კანონის მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლა

მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა], - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა დიპლომატიური და პარტნიორობის ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე

„რატომ არის ასეთი ზეწოლა, რატომ არ უნდათ, რომ გამჟღავნდეს, იყოს გამჭვირვალე არასამთავრობოების დაფინანსება უცხოური ძალებისგან? ყველა დიპლომატიური ენა ამოწურეს, პარტნიორობის ენაც და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე. ამის გამო შეუძლიათ სხვადასხვა შანტაჟს მიმართონ. როგორ შეიძლება განიხილო ის საქციელი, რაც გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა?! სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება, ჩამობრძანდნენ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ წესებია და პროტოკოლია. ჩამოვიდნენ და იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. სახელმწიფოს წარმოადგენ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

22 მაისი 2024, 23:03

პოლიტიკა

ნიდერლანდების საელჩო: Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლთა განცხადებებს

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული მასალას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:00

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია - შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს ყველაფერი არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი. მისივე განცხადებით, თუ გამჭვირვალობა აქამდე დაბრკოლებას არ უქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, გაუგებარია, რატომ შეუქმნის დაბრკოლებას NGO-ებს.

ჟოზეფ ბორელი

22 მაისი 2024, 22:57

პოლიტიკა

ბორელი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონით ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოსავლები და ხარჯები.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:54

პოლიტიკა

პრემიერი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი დავალებაა, მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ქვეყანა, სცადონ რევოლუციების მოწყობა და საბოლოო ჯამში დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით

საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთადერთი არა ამოცანა, არამედ დავალება არის ის, რომ ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს ე.წ. პოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არის რადიკალიზმი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია

„რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართულები. აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა და როგორ გვირჩევნია, მთავარია ხალხს გავაგებინოთ, სად არის სიმართლე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმის ჩვენება, რომ ისინი სინამდვილეში არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე სიმართლე, მაშინ იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად, რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ, ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ არის სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით“

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რასაც საქართველოში კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს ყველა ზღვარს სცილდება, ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას

სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, იქ საერთოდ არ არის არგუმენტაცია წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:44

პოლიტიკა

პრემიერი: ენჯეოები პოლიტიკური ინსტრუმენტია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისთვის, ამიტომ, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არავის უხარია

ყველას კარგად გვესმის, რომ ენჯეოები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პოლიტიკური ინტერესებისა და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა არასდროს არავის უხარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით

წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შენგან როდესაც გამჭვირვალობას ითხოვენ, არ შეიძლება, ასეთი უხეში ფორმით იბრძოდე მის წინააღმდეგ, ეს არის გაუგებარი და მიუღებელი

აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე „ენჯეოების“ საქმიანობა. ყველას კარგად გვესმის, რომ „ენჯეოები“ არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს, სად არის სიმართლე და მერე აქცევს ყურადღებას იმას, თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით

3-4 წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რომ რაღაც ცუდს იტყოდა, ამაზეც კი სერიოზული მღელვარება იყო საზოგადოებაში; დღეს ისე იღებენ ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებს, საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას და ამ კუთხითაც გაჯანსაღებულია ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავითარი სივრცე არ დატოვეს ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან გამჭვირვალობის კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე

არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის, პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 22:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა, ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა სცენარი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის დასასრულებლად საჭიროა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და NGO-ების გამჭვირვალობაც სწორედ ამას ნიშნავს.