imedi /  18 აპრილი 2024, 15:45 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ოფშორიდან ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის შენიშვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონმა შესაძლოა გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო და ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაო ინსტრუმენტად იქცეს.

„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე გამოსვლას, იმდენად ნათელი და მარტივია ყველაფერი, მაგრამ მართლა ბნელი ჰგონიათ ეს ხალხი და მართლა ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ.

მარტივად არის საქმე: ფული არის ოფშორში. თუ საქართველოში შემოვა ეს ფული, ამით თურმე საქართველოს მოსახლეობა გადასახადებს და ფულს დაკარგავს. არადა, ის ფული საქართველოში შემოსვლას არ აპირებს, თუ სპეციალურ პირობებს არ შეუქმნი. თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?

როცა ლაპარაკობენ, რომ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს - გაუმჭვირვალეა სწორედ ის ფული, რომელიც არის ოფშორში და თუ შემოვა ქვეყანაში, ის ავტომატურად გამჭვირვალე გახდება.

როცა „პანამა ფეიფერთან“ კავშირში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილმა როგორ იშოვა ფული, მაგრამ ამ „პანამა ფეიფერსის“ ქაღალდებზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ქართული სახელი. მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების. ასევე, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას სახელი, რომელმაც, თუ სწორად ვიცი, რამდენიმე დღის წინ განაახლა რუსული პასპორტი და დღემდე რუსეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია. გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილის სახელი, რომელიც დავით იაკობაშვილის ბიზნესპარტნიორი თუ რაღაც ასეთი ყოფილა. გამოჩნდა ქართველი, „ნაცმოძრაობის“ წევრის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას სახელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მილიონები იშოვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას. გამოჩნდა კიდევ არაერთი ცნობილი სახე „ნაცმოძრაობიდან“. ესენი არიან ის კრიმინალები, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას, თორემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინსვლას და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა. ნეტა, ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი ამის მეათედს კი არა, მეათასედს აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა დღეს საქართველოში ეკონომიკის საქმე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთი - ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო ტურიზმში, იყოს უკეთესი

„ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, თავისუფლება და დემოკრატიული პროცესებით ხდებოდეს ქვეყანაში ყველა მიმდინარე პროცესის წარმოება და სწორედ ეს არის ფუნდამენტი და საფუძველი, თუ როგორ შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, როგორ ვავითარებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა ეკონომიკურ მიმართულებას. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც იზრდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, ჩამოდის მეტი ტურისტი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ისახება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ავიაციაში გვაქვს ყველაზე წარმატებული პერიოდი - შემოვიყვანეთ უამრავი ავიაკომპანია, გვაქვს არაერთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, განსაკუთრებით გავზარდეთ პირდაპირი ფრენების ევროპის ქვეყნებთან

„იყო სპეკულაციები აპრილ-მაისის პერიოდზე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აპრილ-მაისის 15-ის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 200-ამდე პირდაპირი ფრენა შესრულდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით 2 470-ამდე ფრენა შესრულდა. ასევე გაზრდილია მგზავრთნაკადი, გაზრდილია დატვირთულობის კოეფიციენტი 7%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი საერთაშორისო ბაზრებიდან მზარდია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა

პირველად რეგიონში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში”.

დიმიტრი ხუნდაძე

18 მაისი 2024, 23:09

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის

დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად ქვეყნები ცდილობენ ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და საქართველო, მიუხედავად ამ თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობისა, მაინც გააგრძელებს პეკინთან პარტნიორობას.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:08

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის არის საუკეთესო შემოსავლების კუთხით - ქვეყანამ პირველი კვარტლის ჭრილში მიიღო ყველაზე მეტი შემოსავალი და 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მიმდინარე წელი, ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის არის საუკეთესო შემოსავლების კუთხით.

18 მაისი 2024, 23:02

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის - სალომე ხომ ყველაფერ ქართულსა და ეროვნულს უპირისპირდება

სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა შეთავაზებაზე, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები და ის ადგა და „გამჭვირვალობის კანონს" (შენიშვნების გარეშე) ვეტო დაადო (ვეტოსაც კი სამართლებრივი ფორმა შეუცვალა). სალომე ზურაბიშვილმა მისი ამ ქმედებით დაადასტურა, რომ „გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ შენიშვნები არ არსებობს და ლოგიკურია, რომ მას ის არ აქვს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2024, 23:00

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული - ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით დეზინფორმაციას, იყო მცდელობები, რომ შექმნილიყო ნეგატიური ფონი ტურიზმის ინდუსტრიის გარშემო, რომელიც იყო საფუძველს მოკლებული - ტურიზმი ისახება ციფრებში და არა აღქმებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი გრიგოლია

18 მაისი 2024, 22:37

პოლიტიკა

სააკაშვილის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია: დღეს ჩვენ კი არა, არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

სააკაშვილის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 80% მხარს არ უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 22:29

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე: ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მესიჯი მივიღე, სადაც ის ამბობს, რომ არც თუ ისე სწორი ადამიანი შეირჩა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა

„მან ერთგვარი წუხილი გამოთქვა და ფინეთში მიმიწვია იმისთვის, რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი. მომწონს, რომ არსებობს გარკვეული ხიდები, რომ ამას გარკვეული შეფასებები მოჰყვეს და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაგმონ ეს საქციელი“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

18 მაისი 2024, 22:20

კულტურა

ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა ლევან ლაღიძის მასშტაბური გამოფენით გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი ცნობილი მხატვრის, ლევან ლაღიძის, მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 22:05

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი - მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მონაწილეობა

„როდესაც ვხედავთ, რომ მიტინგზე, რომელიც იყო ანტისამთავრობო, სადაც იყო შეძახილები მონა, იყო შეძახილები მთავრობის ცვლილების, ასეთი ტიპის აქციაზე ერთია როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მაგრამ როდესაც ეს ხდება საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს და მინისტრების ჩართულობით, ეს არის პირდაპირი უხეში დარღვევა. ასევე შეურაცხყოფა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის, რომელმაც დემოკრატიული პრინციპებით აურჩია ეს მთავრობა“.

მარიამ ლაშხი

18 მაისი 2024, 21:30

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს

ისტორიაში ალბათ, პირველი პრეცედენტია, როდესაც დასაბუთების გარეშე ვეტო წარედგინა პრეზიდენტის ინსტიტუციიდან პარლამენტს, - განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა “ქრონიკაში".

18 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დავით მათიკაშვილი

18 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ის მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან კანონი აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს

თამამად შეგვიძლია ვთქვათ - გამჭვირვალობის კანონი არანაირად იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რაიმე წინაღობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

18 მაისი 2024, 20:40

კულტურა

იოსებ ბაღათურია აშხაბადში გამართულ კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია მახტუმკული ფრაგის - გამოჩენილი მოაზროვნისა და პოეტის, 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ედიშერ გვენეტაძე

18 მაისი 2024, 20:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გარე პატრონების მიერ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა დაადასტურა, რომ კანონის მიმართ არ გააჩნია არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები

იმპიჩმინტირებულმა, მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, მიერ პრეზიდენტობა შენარჩუნებულმა სალომემ, დღეს კიდევ ერთი პენალტი გაიტანა საკუთარ კარში!- ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონზე” სალომე ზურაბიშვილის ვეტოს.

დავით მათიკაშვილი

18 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა “ქრონიკაში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

18 მაისი 2024, 20:11

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში

საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი საქართველოს ჰიმნის შექმნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ჰიმნის ტექსტში სწორედ მან ჩაწერა სიტყვები: "თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას; დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება".

მარინა ლობჟანიძე

18 მაისი 2024, 19:37

საზოგადოება

მარინა ლობჟანიძე: ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი

ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარინა ლობჟანიძემ „დღის ქრონიკაში“.

ნათია თურნავა

18 მაისი 2024, 19:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი

ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და სექტორის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების ცვლილების შეფასებისას.