19 აპრილი 2024, 16:18 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

რა რუსეთსა და რა ევროპაზე ლაპარაკობთ, ზუსტად ერთ წუთში გეტყვით, როგორი რუსები ხართ და როგორ რუსულ ინტერესებსაც ატარებთ,- მიმართა ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქმედებებზე ისაუბრა.

„რუსული იყო ის, ტერიტორიები რომ ჩააბარეთ, მერე რეზოლუციაზე რომ მოუწერეთ ხელი და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში, ხოლო შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტზე რომ ხვდებოდით, შემობრძანდით ყველანიო - ეს არის რუსული პოლიტიკა.

მედია რომ დაატერორეთ, დააპატიმრეთ ჟურნალისტები, ეს არის რუსული პოლიტიკა და ეს იყო რუსული ინტერესების გატარება. ადამიანები რომ დაასამარეთ, ბიზნესს რომ არეკეტებდით, 300 000 ადამიანი რომ გაატარეთ უკიდურეს წნეხში პენიტენციურ სისტემაში, ეგ იყო რუსული საქმეები და ხომ არ გავიწყდებათ, რომ მინისტრები გყავდათ რუსეთის მოქალაქეები, თქვენ ვის რას ელაპარაკებით? მგონი, ახლაც გყავთ მოქმედი ლიდერები აქაც, პარლამენტში რუსეთის მოქალაქეები.

მატყუარებო, როგორ ბედავთ ხალხის მოტყუებას საერთოდ? თქვენ მიჰყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს, ხომ არ დაგავიწყდათ ეს ყველაფერი? არ მოგწონთ ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა ამ ქვეყანაში, ევროპული წარმატებები. არ მოგწონთ, რადგან ხართ პოლიტიკური ეგოიზმის მქონე ეგოცენტრული პოლიტიკური ჯგუფი“, - მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მაისი 2024, 01:13

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ერთ-ერთი მთავარი და მოდით, ასე ვთქვათ, დამაფიქრებელი ფაქტორი შეიძლება იყოს უცხოელების ზეწოლა, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ველოდები ეს ყინული გალღვება ცოტა სხვანაირად

რაც შეეხება თქვენს კითხვას - ოპოზიციის მხრიდან არჩევანის წინაშე დაყენებას, რუსეთი თუ ევროპა, ეს ყალბია. ეს არის ყალბი და ამ შემთხვევაში ყველაზე საშიში მომენტი შეიძლება იყოს ის, რომ პირიქით, ანტიდასავლური განწყობები შეიქმნას საქართველოში, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 01:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია

ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვერავის დააშანტაჟებენ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, არის ჩვენი გუნდის მიერ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემაში „გადაწყვეტილება“, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მხრიდან მმართველი გუნდის რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლა სერიოზულ, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული თუმცა, ალტერნატივა არ აქვს, რადგან ალტერნატივა არის დანებება და ქვეყნის უკრაინიზაცია

„თუმცა, მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, ამ გავლენებისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ თვისებრივად განსხვავებული პოზიცია გვექნებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე. „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს“

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად, ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე

ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:47

პოლიტიკა

პრემიერი: ნატოს წევრი თურქეთი განიხილავს იგივე კანონს და სტოლტენბერგის მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია, ჩვენი ლოგიკა მარტივია, თურქეთს ვერ ჩართავ მეორე ფრონტად ომში, საქართველოს ჩართვა შესაძლებელია

2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მიმართ იყო სერიოზული ინტერესი, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც სერიოზულად დააზიანებდა რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

23 მაისი 2024, 00:46

მსოფლიო

საფრანგეთის სენატში უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელი: ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უცხოური ჩარევის საფრთხე დღეს არსებობს

ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ უცხოური ჩარევის საფრთხე დღეს არსებობს, - განაცხადა ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას ორ წელიწადზე მეტია - ამ ინტერესების უკან დგას გლობალური ომის პარტია

მეორე ფრონტი სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე და ეს არის ინტერესი, რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე ორ წელიწადზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განათლების სისტემა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურად საკუთარ თავზე მოირგეს, თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია

ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო სწორედ განათლების სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მაისი 2024, 00:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს აქციები, ჩემი შეფასებით, ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ოპოზიცია არჩევნებში მომგები არ არის

„ამ აქციებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის უნარი. ვხედავთ უცნაურ შემოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში. იგივე ლომჯარია არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არ არის პოლიტიკური სუბიექტი ჯერჯერობით, მაგრამ მას აქვს ამის სურვილი. „ლელოს“, გახარიას პარტიას და „ახლების“ სამივე ლიდერს აქვს პრეტენზია, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი იყოს. ვიცე-პრემიერზე არცერთია თანახმა. როგორ წარმოუდგენიათ მათ ამის გაკეთება?! ეს აქციები [გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა], რაც ხდებოდა, ჩემი შეფასებით ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ეს ხალხი [ოპოზიცია] არჩევნებში მომგები არ არის“

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა - ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:20

პოლიტიკა

პრემიერი: როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ნიშნავს, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით

როდესაც უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

23 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

ფრანგი სენატორი უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტზე: სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში - კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას

ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია, სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში“.

ზაალ ანჯაფარიძე

23 მაისი 2024, 00:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვენეციის კომისიამ ერთ დამატებით ჭანჭიკად გამოაყენებინა თავი საქართველოს ხელისუფლებაზე ტოტალური შეტევის ავტორებს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან არაფერი დარჩება

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:06

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში

დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში , - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ეს რადიკალური ფრთა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან იმის, თუ რა შანტაჟი განხორციელდება, რომ შემდეგ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელონ

ევროკავშირი, ან რუსეთი - არჩევნებზე საკითხი ასე არ უნდა იდგას. ასეთ დამოკიდებულებას უნდა გავემიჯნოთ. უნდა აირჩიო შენთვის სასარგებლო ხელისუფალი. ჩემი მოქალაქე მინდა, რომ იყო მრავალმხრივად ინფორმირებული. თავად განსაჯოს, აზროვნებდეს, კითხვებს სვამდეს, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერ მიმართულებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. თუნდაც აქციების დროს, ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდა

„ძალიან გაუჭირდებათ [ერთიანი სიით გამოსვლა] უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაქსაქსული ადამიანების გაერთიანება. მათ თითქოს ერთი მიზანი აქვთ - ხელიუფლების შეცვლა, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ისინი ამას ვერ ახერხებენ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ერთია მიზანი გქონდეს და მეორეა, რმადენად შემსრულებელი ხარ ყოველივე ამის. ესენი არიან ადამიანენი, რომლებსაც პირადი ამბიციები აქვთ მოჭარბებული და ძალიან დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავებზე. თითოეულ მათგანს რომ ჰკითხო, ყველას უნდა პრემიერ-მინისტრობა, ყველა მზად არის, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, მიაჩნიათ, რომ ლიდერები აარიან, ამ დროს ვხდავთ, რომ ნელნელა საქართველოში ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს მაინც, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. აქ არ არის საუბარი რამე [წინასაარჩევნო] საპროგრამო დაპირებაზე. თუნდაც აქციების დროს, წარმოიდგინეთ როგორი გაკოტრებულები არიან ადამიანები, რომ ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდათ, ან ახალგაზრდების ნაწილი იმ წუთას დატოვებდა აქციას“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში

როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი - როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.