20 აპრილი 2024, 11:18 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული? ამიტომ, ჯობია, ვიმსჯელოთ. პირველი მოსმენით კანონი მიღებულია და მეორე მოსმენისთვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არგუმენტებით ჩავანაცვლოთ კანონპროექტის წაუკითხაობა და უსაფუძვლო პროტესტი. საფუძვლიანად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ - ჩვენი შეთავაზება ისევ რჩება შეთავაზებად“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, შესაბამისად ოპოზიციას მოუწევს არგუმენტების წარდგენა, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონ პროექტს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიაზე ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონ პროექტის შესახებ რადიკალები ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ყველა სიახლე

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული

კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა

„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:14

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე

„ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

21 მაისი 2024, 18:13

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს.

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი POLITICO-ს ინფორმაციაზე: ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა აქვს ამერიკულ მხარეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს

ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა რა თქმა უნდა, აქვს ამერიკულ მხარეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ამ გზაზე ბუნებრივია, ვერაფერი შეგვაჩერებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ გამოცემა POLITICO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 18:09

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტი არის ღირსების აქტი, რომელსაც ბოლომდე დაიცავს სახელისუფლებო გუნდი და თითოეული ქართველი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა, იდენტობა და ტრადიცია

არ შეიძლება, მორალს მიკითხავდეს გათხოვილი მამაკაცი, ჩემს სარწმუნოებას ეხებოდეს და აბუჩად იგდებდეს. ეს უპასუხოდ არ დარჩება არცერთ ქართველს, არ დარჩება სახელისუფლებო გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია მიანიჭა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

21 მაისი 2024, 18:04

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კატარის სახელმწიფოში იმყოფება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება.

რიში სუნაკი

21 მაისი 2024, 17:39

მსოფლიო

რიში სუნაკმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას უსარგებლო უწოდა. რიში სუნაკმა განაცხადა, რომ პროკურორ კარიმ ხანის მოთხოვნა „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას, ან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.

თამთა მეგრელიშვილი

21 მაისი 2024, 17:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია

ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

21 მაისი 2024, 17:23

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება

„რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთისა და საქართველოს კვალდაკვალ, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს“, - ამის შესახებ Global Voices-ი წერს.

ნინო წილოსანი

21 მაისი 2024, 17:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

21 მაისი 2024, 17:11

საზოგადოება

5000-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2024, 16:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

გია აბაშიძე

21 მაისი 2024, 16:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2024, 15:56

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.