20 აპრილი 2024, 16:58 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

გორში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ დუგლაძე, გიორგი სოსიაშვილი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

აღინიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური, პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა შიდა ქართლში, გორში. შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს, ვისაუბრეთ არჩევნების, ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც საზოგადოებაში დღეს აქტუალურია. კიდევ ერთხელ, ანალიზი გავუკეთეთ მიმდინარე სიტუაციას, მოვლენებს, როგორც ვითარდება დღეს ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, მსოფლიოში და რეგიონში. მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა მთელს მსოფლიოში.

დღეს დაავიწყდა ხალხს, ზოგიერთებს, რომ მსოფლიოში არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების და პოლიტიკური გარემო. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითიდღე ირღვევა და ჩვენ არ ვიცით ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება საბოლოო ჯამში, არავინ არაფერი იცის. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, რომ 200 მილიარდი დოლარია დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა დამატებით, ამერიკიდან 50, თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. კაცმა არ იცის, როდის დასრულდება.

საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით საზოგადოებაში, რომ არსებობს ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის რეალური საფრთხე, არსად წასულა. ის უპასუხისმგებლო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, გადმოეტანათ ეს კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში, ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს მინდა, მივმართო - რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორიც დღეს არის?

ერთადერთი პოლიტიკური, პასუხისმგებლობიანი ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის „ქართული ოცნება“.

კარგად ვიცით, რომ ყოველი მმართველის დროს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, გადახედეთ 30 წლიან ისტორიას, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე უნდა ვესაუბროთ ჩვენს ხალხს, ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების განადგურება, მათი საცხოვრებელი სახლების და ა.შ. ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია, ძალიან სერიოზული სიტუაციაა დღეს მსოფლიოში.

გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს და მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ, გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის, სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების თაობაზე და ამ დროს, ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დავუშვებთ ჩვენ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. ყველამ კარგად დაიმახსოვროს, თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში. არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად, დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია - ირაკლი ღარიბაშვილი.

„როგორც ყველა რეგიონში, აქაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო. შეხვედრებზე ძალიან ბევრი აქტუალური საკითხი დაისმება ხოლმე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტიული აქტივი როგორც ყოველთვის, ძალიან ადეკვატურია ამ მოვლენების მიმართ და სწორად აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს არის რეგიონი რომელსაც მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს თითოეულ ადამიანს გამოცდილი და კარგად ხვდებიან რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ, ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის.

ერთადერთი გზაა განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპულობა, ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა, ჭეშმარიტი, რეალური ევროპულობა, რაც არის უალტერნატივო და ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს ქვეყნის გაერთიანებას. მარტივი არ არის, ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და დღევანდელ შეხვედრაზეც ეს კარგად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ამ გზაზე - ევროპისკენ ინტეგრაციაზე, მშვიდობის გზაზე, განვითარების გზაზე, დეოკუპაციის გზაზე ერთად, ცალ-ცალკე შეიძლება უფრო მარტივი იყოს რაღაცები, მაგრამ ერთად ამ გზებზე სიარული ისე, რომ არც ერთგან პრობლემა არ შეგექმნას საბოლოო ჯამში, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი, რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ, ყველაფერი ერთობლიობაში ასე განვახორციელოთ - მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შიდა ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ყველა სიახლე

20 მაისი 2024, 09:51

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება . განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში

20 მაისი 2024, 00:12

მსოფლიო

ირანში პრეზიდენტის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი - ვის უჭერს ხალხი მხარს“, - მიიჩნევს მეუფე იაკობი.

ჯიმ ობრაიენი

19 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რა გზავნილებით დატოვა ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველო - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრენისას

19 მაისი 2024, 22:28

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.

გურამ მაჭარაშვილი

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

„სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი - სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება

„დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, - აცხადებს ხუნდაძე.