21 აპრილი 2024, 11:27 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა, ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ვიც ამ სიტყვებს განგებ ამახინჯებს, ის საქართველოს მტერია.

23 წლის იყო ილია ჭავჭავაძე, როდესაც თავის პირველ კრიტიკულ წერილში, ერთი ამოსუნთქვით გახაზა ჩვენი ერის და სახელმწიფოს ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეა. მისივე თქმით, „სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც მამა-პაპათაგან დაგვრჩა: “მამული, ენა, საწრმუნოება“ და იქვე თქვა: - „თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით?... ესა საღმრთო რამ არის. მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“.
ესე ძლიერად, ყველა თაობის მისია, გიორგი მერჩულეს შემდეგ არავის ჰქონდა ნათქვამი - „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მთავარ იდეას გამოხატავდა - ერთიანი საქართველოს იდეას და მართლაც, არავის არ გაუკეთებია საქართველოს გაერთიანებისთვის იმდენი, რაც გრიგოლ ხანძთელმა და მისმა საღვთისმეტყველო სკოლამ გააკეთა.

შემთხვევითი არ იყო, რომ ეროვნული მოძრაობის სულიერი აღორძინების იდეად ილიას სიტყვები იქცა. ზვიად გამსახურდიას თქმითვე: „საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინება, მისი დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოხერხდება ქართველთათვის ნიშნეული ცხოველი მორწმუნეობის აღორძინების გარეშე, ზნეობრივი აღორძინების გარეშე – ამას ადასტურებს საქართველოს წარსულიცა და აწმყოც; სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტად ქართული ეროვნული მოძრაობა მჭიდროდ იყო და არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან, ეკლესიის წიაღთან”.

“მამული, ენა, სარწმუნოება“ - ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ყველა ქართველისთვის ხელუხლებელი და წმინდაა. ის ზნეობრივ იდეასთან ერთად ჩვენს უმთავრეს ეროვნულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს, თითოეული ჩვენგანის გენეტიკური კოდია. ვინც შეუგნებლად ამახინჯებს მას, ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ილია ჭავჭავაძის და გიორგი მერჩულეს შემოქმედება, ხოლო ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია“, - წერს დეპუტატი.

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 14:47

ტექნოლოგიები

ევროკავშირში ყველა ახალ ავტომობილს შავი ყუთი ექნება

„შავი ყუთი“ შეინახავს ავარიის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ მაშინვე ჩაიწერება. კერძოდ, „შავი ყუთი“ ავტომობილის სიჩქარის, ძრავის მუშაობის პარამეტრების, გაზის ან სამუხრუჭე სატერფულზე დაჭერის ძალის, საჭის მოხვევის კუთხის, უსაფრთხოების სისტემების აქტივობისა და აირბაგის ამოქმედების დროის შესახებ მონაცემებს დააგენერირებს.

30 მაისი 2024, 14:34

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აგებულ, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქციას წარმოადგენს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებას. ხიდი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

ვიქტორ ჯაფარიძე

30 მაისი 2024, 14:33

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: ჩვენ ვართ მონები და 100 თუ 50 ლარის გულისთვის „სვისტოკი“ რომ უკავია პირში ის თავისუფალი ადამიანია?

„ამ კანონში სტიგმატიზება არისო, ამას მთელი ევროპელი გაიძახიან და მონაზე მეტი სტიგმა რა გინდათ? იცით საერთოდ მონა რა არის? კიდევ გავიმეორებ: მე ვარ მონა, ჩვენ ვართ მონები და 100 თუ 50 ლარის გულისთვის „სვისტოკი“ რომ უკავია პირში ის თავისუფალი ადამიანია? შევეჩვიოთ, დემოკრატია არის კანონის ფარგლებში ცხოვრება და ეს გავითავისოთ სუყველამ, რომ კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლება ყველას აქვს და პარლამენტზე შტურმის უფლება არავის აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

30 მაისი 2024, 14:30

მსოფლიო

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებმაც დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს

მოლდოვაში დაიხურება ხუთი ოპოზიციური ტელეარხი, რომლებსაც, მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქები ილან შორი და ვლადიმირ პლახოტნიუკი აფინანსებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭოს“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

30 მაისი 2024, 14:23

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება, - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

30 მაისი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: საქმე გვაქვს სიმულაციასთან, გამჭვირვალობის კანონის ეფექტთან, თითქოს რაღაც პროცესები უნდა დაიძრას, რომელიც შეუქცევადი, ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ონში, ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ნინო წილოსანი

30 მაისი 2024, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს

„ფაქტობრივად ახლა ვნახავთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პროექტებს, რომლებიც ატარებდნენ პოლიტიკურ მიზნობრიობას და პოლიტიკურ ინტერესს. ონიც მუნიციპალიტეტი თავად აწესრიგებდა ინფრასტრუქტურას და სრულად უზრუნველყოფდა იმას, რომ შემდგომში უბრალოს სერვისი განეხორციელებინა ამ ორგანიზაციას“, - აცხადებს წილოსანი.

ანტონიო ტაიანი

30 მაისი 2024, 14:20

მსოფლიო

ანტონიო ტაიანი: უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ ვაპირებთ - ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა გლობალური ომი ან მესამე მსოფლიო ომი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოფიციალური რომი უკრაინაში არც ერთი იტალიელი ჯარისკაცის გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

30 მაისი 2024, 14:06

ტაბლოიდი

კანადაში ქალი თავისი ძაღლებისთვის Lego-სგან სახლებს აშენებს🐶

ერთი დიდი სახლის ასაშენებლად ლორეტას 3 კვირამდე სჭირდება. ყველაზე დიდი ნაგებობა,, რომელიც ქალმა თავისი ძაღლებისთვის ააგო - 2 მეტრამდე სიმაღლის სახლია. ამასთან, ლორეტა ამბობს, რომ აშენებულ სახლებს ყოველთვის ანგრევს და შემდეგ იგივე დეტალებისგან ახალ ვერსიებს აწყობს.

30 მაისი 2024, 14:05

პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა, - ამის შესახებ საუბარია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

30 მაისი 2024, 14:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

გია აბაშიძე

30 მაისი 2024, 13:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი" ვერ მოხდება, ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება" და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“