21 აპრილი 2024, 21:23 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: აბა მიდით, დღეს თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

საქართველოში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ თქმულებებს ადარებს ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში სწორედ ამ პარალელებზე წერს. განსაკუთრებულ აქცენტს ის ღალატზე აკეთებს და აცხადებს, რომ რადიკალების ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურება.

„დაწყებული 1989 წლიდან, არცერთ დიდ მარხვას არ ჩაუვლია საქართველოს უახლოეს ისტორიაში უდიდესი განსაცდელის გადალახვის გარეშე. გამონაკლისი არც შარშანდელი იყო, თავისი სახელმწიფო გადატრიალების „გენერალურ რეპეტიციად“ ქცეული აქციებით, გამონაკლისს არც წლევანდელი წარმოადგენს. მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი რამ: ფინალში სატანა აუცილებლად მარცხდება, კაცობრიობის სანუგეშოდ გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი და სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი მაცხოვარი კვლავ ანუგეშებს თავის ერთგულ მომხრეებს მრავალსაუკუნოვანი შეძახილით − ქრისტე აღდგა!

მანამდე კი, გვიახლოვდება იუდა ისკარიოტელის მიერ მაცხოვრის გაცემის დღე − ვნების ოთხშაბათი. ამ დღეს განსაკუთრებით ერთ ღირსეულ ქართველ ადამიანს ხშირად საყვედურობენ − რამ ამოგაყვანინა წუმპიდან ეს უამრავი პერსონაჟი, რამ მიგაცემინა მათთვის „ადამიანის“ იერსახე, რომლებმაც თუნდაც ფინალური, დასამშვიდებელი ამბორისყოფის გარეშე გიღალატეს პირადად შენ და დღემდე ღალატობენ დიდი სიამოვნებით მათთვის ამ უცხო სხეულად ქცეულ „სამშობლოს“.

უფალმაც ყველას მისცა შანსი, საკუთარ თავში ღმერთის ხატი და მსგავსება აღმოეჩინა, ადამიანური იერსახე დაებრუნებინა − მან უწიგნური გლეხებისა და მეთევზეთა რიგებიდან ამოირჩია ის პირველი, თორმეტი უერთგულესი. მრავალი დღე გაატარა მათთან ერთად, ასწავლიდა, უყვარდა, ეფერებოდა, სასწაულებით ანებივრებდა, ცხოვრების მაგალითს აძლევდა. შედეგად? სიმონ-პეტრემ სამგზის უარყო, ღვთისმშობლის ხორციელმა დეიდაშვილმა ნეპოტიზმის უფლებით შეეცადა რომ ესარგებლა − საკუთარი შვილებისთვის, იაკობისა და იოანესთვის, ცათა სასუფეველში უფრო „თბილ“ და „მომგებიან“ ადგილებს რომ სთხოვდა მაცხოვარს.

დანარჩენებიც გაიფანტნენ, გაიქცნენ, მიატოვეს, შეეშინდათ − როდესაც გოლგოთაზე ადიოდა, მათ შორის მათი ცოდვების საკუთარ უცოდველ მხრებზე ასატვირთად. ერთადერთი − იოანე დარჩა მასთან ბოლომდე, რომლის მზრუნველობას თავისი საყვარელი დედა ჩააბარა და გარკვეულწილად ამ ერთგულებისთვის დააჯილდოვა კიდეც − ათორმეტთაგან ერთადერთს აარიდა მოწამებრივი აღსასრული, ღრმა მოხუცებულობამდე მიიყვანა და პატმოსის კუნძულზე სწორედ მას ჩააბარა „ბოლო ჟამის“ საიდუმლო.

ხოლო ყველაზე სანდო მათ შორის იუდა იყო ისკარიოტელი, რომელსაც შემოწირულების ყუთი ჩააბარა, მაგრამ ფულთან სიახლოვემ მის სულში და გულში სატანას გაუღო კარი, რომელმაც მასში სიყვარული კი დაამარცხა, მაგრამ დღევანდელი „იუდებისაგან“ განსხვავებით, სინდის/ნამუსი მაინც ვერ მოკლა ბოლომდე: ღალატის ფული დააბრუნებინა ღალატის დამკვეთებისთვის. და თუნდაც უპატიებელ ცოდვამდე − თვითმკვლელობამდე მივიდა, მაგრამ ესეც ჩადენილი ღალატის გამო საკუთარი თავისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო.

აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში. დააბრუნებინებთ კი არა, ამ თანხების გამოაშკარავება და გამჭვირვალობაც კი ისეთ პანიკაში აგდებთ, რომ ამის არდაშვების მიზნით მზად არიან „მოცეკვავე სალომეას“ ახირებითა და ჰეროდეს მორიგი ბრძანებით, ქვეყანას თავი მოკვეთონ და ლარნაკით მიართვან ლუციფერს. იმ ყოფილ სოციალურად დაუცველებს, შერეკილ ფილოსოფოსებს, ცბიერ „უფლებადამცველებს“, ლგბტ-პროპაგანდისტებს, მენშევიკების შთამომავლებს თუ მეორეხარისხოვან ადვოკატებს, უფალი რომ ბრმა ჰგონიათ, აი, იმათ.

უფლის უახლოეს გარემოცვაში ყველაზე განსწავლული სწორედ ის სავლე აღმოჩნდა, რომელიც თავის წარსულ ცხოვრებაში, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „ნაცი“ ყოფილა. დღევანდელი გაგებით, „ზონდერების“ წევრი იყო და დევნიდა უფალს და მის მოწაფეებს − მაგრამ მისი შინაგანი ლტოლვა ღვთისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ ის „გაქოცდა“, პავლედ იქცა, ახლად შობილი ეკლესიის ბურჯად და მისი სწავლების პირველ მწერლად ჩამოყალიბდა და ღმერთის მიმართ ურყევი სიყვარულით გამოირჩეოდა, მის გამო მოწამებრივი გვირგვინიც იტვირთა. მასთან ერთად − ათორმეტთაგანიდან იმ დანარჩენებმაც გამოისყიდეს თავისი ადამიანური სისუსტე − სისუსტე, და არა ღალატი!

დღევანდელ მოღალატეებში არა ეს სისუსტე მოქმედებს, არამედ პირიქით − თავის „სიძლიერედ“ აღქმული კლასიკური ღალატი, მიზანმიმართული მავნებლობა და ბანალური ვერცხლისმოყვარეობა. არც თავის მოკვლას აპირებს ვინმე ამის გამო, და არც სინანულს გადააყოლებს ესოდენ „სიმწრით“ ნაშოვნ 30 ვერცხლს. მათ ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად გამოიყურება − ამ შედარების რა თქმა უნდა, მხოლოდ პირობითი და მის თანამედროვე შთამომავლებთან პარალელების გავლების გაგებით..." - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 17:00

საზოგადოება

26 მაისი - „იმედის“ ფოტორეპორტაჟი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა.

26 მაისი 2024, 16:50

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ღაზის სექტორიდან თელ-ავივისკენ სულ მცირე 8 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაკეტების ნაწილის მოგერიება შეძლება და შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

26 მაისი 2024, 16:46

ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

26 მაისი 2024, 16:14

რეგიონი

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, რომლებმაც თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2024, 16:13

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: საქართველო არის ქვეყანა და ვერავის ვასალები ვერ ვიქნებით. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ, დიდება ზვიადისა და მერაბის სულებს და ყველა ამ დღის შემომქმედთა სულებს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2024, 16:00

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.

დროშები

26 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

26 მაისი 2024, 15:50

რეგიონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნება

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.

26 მაისი 2024, 15:33

კულტურა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის მეორე დღემ, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, სრული ანშლაგით ჩაიარა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი 2024, 15:28

რეგიონი

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:25

რეგიონი

სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 15:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა, დაავიწყდა ის, რომ ლევილში დღეს პირველად აღინიშნება 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ ბევრი იღვაწეს

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს, ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:07

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

26 მაისი 2024, 15:04

რეგიონი

როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.

გიორგი ამილახვარი

26 მაისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 14:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

26 მაისი 2024, 14:39

პოლიტიკა

იტალიის ელჩი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებაში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:35

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

26 მაისი 2024, 14:31

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე განიხილებიან

ჯერ კიდევ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებდნენ. როგორც თავად საუბარში აცხადებენ, გეგმა „დიდი მეგობრებისგან“ მიიღეს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.