22 აპრილი 2024, 11:29 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“: პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

ყველა სიახლე

27 მაისი 2024, 01:00

რეგიონი

ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს

გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2024, 00:44

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ქალბატონმა საფრანგეთიდან დღეს „შულავერის კომიტეტი“ შექმნა. ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. ჩვენ ნუ გვაშინებენ. ვერაფერს გვიზამენ

ქალბატონმა საფრანგეთიდან დღეს „შულავერის კომიტეტი“ შექმნა, - ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას.

ირაკლი კობახიძე და რეჯეფ თაიდ ერდოღანი

27 მაისი 2024, 00:26

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. მჯერა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ჩვენი ხალხებისა და რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გოგა ხაინდრავა

27 მაისი 2024, 00:24

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: მე ვფიქრობ, რომ ამდენად დამოუკიდებელი თავისი სულისკვეთებითა და თავისი შინაგანი მდგომარეობით ეს ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა

„საფრანგეთის სენატმა დილით მიიღო გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ხუთჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ქართული კანონი. იმავე დღეს, იმავე სენატორებმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და თქვეს, რომ ეს კანონი ანტიევროპულიაო. ეს აბსურდი არ არის?“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი სავიზო შეზღუდვებზე: საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ შეუძლია იყოს დასაყრდენი მოკავშირე, პარტნიორი და ურთიერთობის ეს ფორმა სწორი არ არის

ჩვენ არაერთხელ ვემსახურებოდით ერთად საერთო მიზნებს, იმ მიზნებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ ჩვენ ასეთი ამოცანები დაგვიდგება და ამ ამოცანების შესრულებაში შევძლებთ, ერთიანი წვლილი შევიტანოთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი

26 მაისი 2024, 23:52

პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა. მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, იმ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას, იმ ჯალათების ერთობას მოსახლეობა ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არასოდეს ანდობს

„ამ პოლიტიკური ძალის მე არ მჯერა, მიმაჩნია ის დამნაშავე პოლიტიკურ ძალად და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის„ დაბრუნებას ხელისუფლებაში. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, უკვე მეოთხე არჩევნებია, როდესაც ასე შეედება საკითხის დაყენებას ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვაყენებთ საკითხს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია და მნიშვნელოვანი შედეგები ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, შეგვიძლია ვესაუბროთ ჩვენს მოსახლეობას იმ საკითხებზე, რომლებიც მათ სტკივათ, რომლებიც მათი საჭიროებებისთვის არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნებზეც მოსახლეობა მიიღებს ძალიან ბრძნულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა სიბრძნე და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, იმ კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას, იმ ჯალათების ერთობას მოსახლეობა ხელისუფლებას ამ ქვეყანაში არასოდეს ანდობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ზუსტად ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობის კანონი

„აქვე გეტყვით, რომ როდესაც იქნება პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის საშუალება, როდესაც იქნება რეალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც ისინი წარმოადგენენ სამართალსა და ლოგიკაზე დაყრდნობილ არგუმენტებს, ჩვენ ჩართულობისთვის მზად ვართ. თუმცა ყოველ ჯერზე დავინახეთ, რომ არის პოლიტიკური არგუმენტი და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ უშუალო საუბრებში ამბობენ, რომ მათ სამართლებრივ დებატში შესვლა არ უნდათ. რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ რეალურად არანაირი სამართლებრივი წინაღობა არ არსებობს ამ კანონთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

„ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ გზავნილების ადგილი იქ არ იყო. ეს არის ფაქტი. თითოეულ ჩვენგანს ჩამოყალიბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. სამწუხაროდ, ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მას გააჩნია და ეს დავალებები არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

26 მაისი 2024, 23:23

პოლიტიკა

ცნობილია, რომელი ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი

„რა თქმა უნდა, გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, კრიზისები, ომები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ეს არის ურთულესი ვითარება. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამის გარდა, გამოწვევად რჩება ასევე ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ასევე კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო აკვირდება ყველა ამ მიმართულებას და მე ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ შეინარჩუნა მშვიდობა და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენ შევძელით და განვამტკიცეთ ჩვენი როლი რეგიონში და ვთვლი, რომ დავანახეთ ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია ქვეყანა სტაბილური განვითარების პირობებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძე

26 მაისი 2024, 23:13

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო

სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

26 მაისი 2024, 22:52

პოლიტიკა

ნიუ-იორკში 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

26 მაისი 2024, 22:41

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილის გეგმაზე: შეაქუჩამთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო-ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან“

„რას ვამბობდით - თუ ზურაბიშვილი შეძლებს სააკაშვილის ჩანაცვლებას, მაშინ გლობალური ომის პარტია მიშას ჩამოწერს და ფსონს სალომეზე გააკეთებსო?! ისე აგიხდეთ, შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო. მოკლედ, ოქტომბრის არჩევნები იმაზე მეტად გამარტივდა, ვიდრე წარმომედგინა. ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან“, - წერს ქადაგიძე.

დავით ქართველიშვილი

26 მაისი 2024, 22:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის გეგმაზე: დღეს ზურაბიშვილმა ოფიციალურად შეტოპა თავის მშობლიურ ნაცსექტის ოჯახში, სადაც მიღებული დავალების თანახმად, ბელადის ვაკანტური ადგილი უნდა დაიკავოს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით - „ქართული ქარტია“, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლის შეჯერება შესთავაზა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არჩევნებზე ღია დესტრუქციისათვის ემზადებიან - ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ ნავში ზის

„ამ ფონზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება, და პრეზიდენტის ასეთ პოლიტიკურ ფერისცვალებას ისტორია მოღალატეობას დაარქმევს“, - წერს მეგრელიშვილი.

მამუკა მდინარაძე

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ფოჩხუა

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ზურაბიშვილის გეგმაზე: დღეს ოფიციალურად გაფორმდა ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია! ახლა უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება

ხან სახელები შეიცვალეს, ხან დაიყვნენ, ხან გაერთიანდნენ, ხან ახლად შექმნილ პარტიებში ამოჰყვეს თავი, მაგრამ ბოლოს პატრონებმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს გამარგინებულ ოპოზიციას, ისევ ერთ ძირგამომპალ ქვაბში ჩაყარეს, ქვაბში სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით “ქართული ქარტია”, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

26 მაისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია - კანდიდატებს შორის, თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება

კანდიდატებს შორის , თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 მაისი 2024, 22:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით

ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის "მარად ცოცხალი" იყო, მისი გვამი დღესაც მავზოლეუმშია და მის დამარხვას არ აპირებენ... ზუსტად ასე გვიმტკიცებს ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც სულ ახლახან „ქართული ქარტიის“ სახით ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარი გზავნილები გაჟღერა, როგორც მეტყველებს ქართულად, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.