22 აპრილი 2024, 12:32 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებზე: არავის წინააღმდეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიყოთ ისეთები, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

საჭირო, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით, ვინ ვიქნებით - აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა, რომლის შექმნაც, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ვინმეს უნდა. სწორედ ამას უნდა აღვუდგეთ წინ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ქუთაისში ლგნტ პროპაგანდის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს პრობლემაა და არც საქართველოა გამონაკლისი. ამიტომ, ხელისუფლება დაიცავს ქვეყანას ამ საფრთხეს საკანონმდებლო დონეზე.

„მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად. ქუთაისი არის ქალაქი, საიდანაც იწყებოდა პროცესები, რომლებიც საქართველოს გამთლიანებას ან მის გადარჩენას ემსახურებოდა. ასე იყო მე-12 საუკუნეში, როდესაც ხმლით გახდა საქართველოს გაერთიანება საჭირო და ასე იყო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქუთაისმა მისცა ჩვენს დედაქალაქს - თბილისს ის ინტელექტუალური ძალა, რომელმაც საქართველო გახადა ისეთად, როგორიც დღეს ვართ.

ამ საქართველოს შენარჩუნებისთვის ვართ დღეს ჩვენ აქ შეკრებილები და ალბათ, სიმბოლურია, რომ ჩვენ ქუთაისიდან ვიწყებთ. რა ჰქვია კანონს, რომლის მიღებაზეც ვლაპარაკობთ - სულ ერთი მუხლია და 8 პუნქტისგან შედგება. ეს არის „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ეს არის ის ღირებულება, რომელსაც ვიცავთ და რომელიც უნდა დავიცვათ. კითხვები ისმევა: რატომ გახდა დღეს ამის მიღება საჭირო, რამ განაპირობა?! რატომ არ გვქონდა ეს კანონი აქამდე, თუ ამის საჭიროება იყო?! - 20-30 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი კანონის მიღების საჭიროება არსებობსო, გამეცინებოდა და ვერ დავიჯერებდი. ვიფიქრებდი, ეს ადამიანი სხვაგან არის, სხვა პლანეტაზე ცხოვრობს-მეთქი, მაგრამ დღეს ისეთი პროცესები მიდის მსოფლიოში, რომ დადგა ამის საჭიროება და საქართველო არ არის გამონაკლისი.

მაგალითად მოვიყვან, რა ხდება პოლონეთში, უნგრეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ გაცილებით მკაცრი კანონები აქვთ მიღებული, რომ ეს ღირებულებები დაიცვან. ეს არის სწორედ ოჯახის და ბავშვის უფლებების დაცვა. ჩემი კოლეგები აქ საუბრობდნენ იმაზე, რომ დღეს საკანონმდებლო დონეზე დაკანონდა, რომ გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ უფლება ბავშვები იშვილონ და ეს ბავშვები გაიზარდონ ამ ოჯახებში.

არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომ ფსიქიკური, ემოციური პრობლემები 2-3-ჯერ მეტი არის ასეთ ბავშვებში, მაგრამ ისეთი ძლიერია ლობი, რომელიც ამ შემთხვევაში, ამ არატრადიციულ ოჯახებს იცავს, ამ ბავშვებს მას შემდეგაც კი, როდესაც იზრდებიან, არ აქვთ უფლება და ვერ ბედავენ ამაზე საუბარს. როგორც კი ამაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ხდება მათი გაკიცხვა, საზოგადოებიდან მოკვეთა, მათი აზრის გაქრობა ყველანაირი საინფორმაციო საშუალებიდან, მათზე ზეწოლა. იწყება ისეთი ბულინგი, რომ ისინი ვერც კი ბედავენ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. იგივე სპორტსმენები, რომლებიც სქესს იცვლიან - მაგალითად მოცურავე, რომელიც იყო 440-ე და უცებ ხდება პირველი. ანუ იტყვის „ქალი ვარ,“ - რაღაც თერაპიას ჩაუტარებენ (ისევ კაცია - ყველაფერი თავის ადგილზე აქვს) და ხდება პირველი. ვინმემ გაბედოს და ხმა ამოიღოს, რომ „ეს კაცია და როგორ უნდა შევეჯიბრო“ - ასეთ ადამიანებს საერთოდ აქრობენ სპორტიდან. ქალები ჩივიან, „ამათთან ერთად როგორ უნდა გავიხადო გასახდელში?!“ ამ ქალებს ეუბნებიან „ფსიქოთერაპიას ჩაგიტარებთ, რადგან თქვენ რაღაც არ ხართ კარგადო,“ - ძალით უნიშნავენ კურსებს, რომ დაემორჩილონ იმ კანონებს, რომელთა მიღებაც ახლა ხდება.
კიდევ არა უშავს, როდესაც ლაპარაკი არის ცურვაზე, მაგრამ როდესაც UFC-ში და სხვა ორთაბრძოლებში, ან რაგბიში გამოდის კაცი და მისი მოწინააღმდეგე არის ქალი. ტრავმები მართლა ძალიან ხშირია. ამასთან, ეს მოძრაობა ახლა იწყება და ეს ყველაფერი უფრო და უფრო პრობლემური გახდება. პრობლემური არის იმიტომ, რომ როგორც კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში იწყება განხილვა საკანონმდებლო დონეზე, ამას მოჰყვება პირველ რიგში, უზარმაზარი ფული - მილიარდები, რომ ამის დანერგვა მოხდეს სხვა ქვეყნებში და იწყება ზეწოლა ხელისუფლებებზე. იწყება ზეწოლა როგორც მეგობარი, ასევე არამეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და გაიძულებენ, რომ დაემორჩილო მათი თამაშის წესებს.

ამიტომ არის საჭირო, საკონსტიტუციო დონეზე გავამყაროთ ის ღირებულებები, რომლებითაც მოვსულვართ დღემდე და თუ არ დავიცავთ, ხვალ არავინ ვიცით, ვინ ვიქნებით - აღარ ვიქნებით ქართველები, არ იქნება საქართველო და ვიქნებით რაღაც უფორმო ბიოლოგიური მასა, რომლის შექმნაც როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ვინმეს უნდა. სწორედ ამას უნდა აღვუდგეთ წინ.

არავის წინააღმდეგი არ ვართ, არავის უფლებებს არ ვარღვევთ. ჩვენ მხოლოდ ვიცავთ ჩვენს უფლებას, ვიყოთ ისეთები, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და რასაც ჩვენი და სხვათა შორის, ნებისმიერი სარწმუნოება ასწავლის. დღეს ეს არის არა რომელიმე კონკრეტული სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ურწმუნოებისა და აღვირახსნილობის ბრძოლა ნებისმიერი სარწმუნოებისა და ნებისმიერი ერის წინააღმდეგ.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. წეღან დავასახელე უნგრეთს და პოლონეთის მაგალითები, სადაც მთავრობების დონეზე ხდება ამ ღირებულებების დაცვა, თუმცა ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, რა საშიშროების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა და ამისთვის ჩვენც ჩვენი ერთი აგური უნდა დავდოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაცვაში, ისე კაცობრიობის დაცვაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი თქვენი მხარდაჭერით, იქნება ძალიან წარმატებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 16:14

რეგიონი

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, რომლებმაც თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2024, 16:13

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: საქართველო არის ქვეყანა და ვერავის ვასალები ვერ ვიქნებით. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ, დიდება ზვიადისა და მერაბის სულებს და ყველა ამ დღის შემომქმედთა სულებს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2024, 16:00

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.

დროშები

26 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

26 მაისი 2024, 15:50

რეგიონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნება

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.

26 მაისი 2024, 15:33

კულტურა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის მეორე დღემ, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, სრული ანშლაგით ჩაიარა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი 2024, 15:28

რეგიონი

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:25

რეგიონი

სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 15:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა, დაავიწყდა ის, რომ ლევილში დღეს პირველად აღინიშნება 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ ბევრი იღვაწეს

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს, ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:07

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

26 მაისი 2024, 15:04

რეგიონი

როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.

გიორგი ამილახვარი

26 მაისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 14:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

26 მაისი 2024, 14:39

პოლიტიკა

იტალიის ელჩი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებაში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:35

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

26 მაისი 2024, 14:31

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე განიხილებიან

ჯერ კიდევ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი დღეს "ერთიანი პლატფორმის შესახებ" მემორანდუმს გამოაქვეყნებდნენ. როგორც თავად საუბარში აცხადებენ, გეგმა „დიდი მეგობრებისგან“ მიიღეს და პოლიტიკურ პარტიებს უნდა შესთავაზონ გარკვეული ვადა ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2024, 14:26

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის წარდგენა გადადეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს „ერთობის პლატფორმის“ შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება.

26 მაისი 2024, 14:13

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

26 მაისი 2024, 14:10

პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.