23 აპრილი 2024, 15:15 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გილოცავთ, ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრე. გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი. დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია, ეს თამამად შეიძლება ითქვას - დღეს აღვნიშნავთ საქართველოში ყველაზე გრძელი, 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.

„აღსანიშნავია, რომ გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით TBM-ით გაიჭრა. ასე რომ, დღეს გვირაბის გაჭრასთან ერთად ახალი ტექნოლოგიის წარმატებასაც აღვნიშნავთ. ახალი, 23 კმ-იანი გზა, რომელიც მოიცავს ხუთ გვირაბს მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისე მისი სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ პროექტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პირობასთან ერთად, ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების სტანდარტსაც.ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ დღეს ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლას მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება, ანუ 45 წუთით შემცირდება მგზავრობის დრო”, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროექტს ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.

„ქვეშეთი-კობის პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ის აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებსა და დაბებს შორის, ამდენად მას ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა ყოველწლიურად, თვეების განმავლობაში, საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო, თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა უზრუნველყოფს ამ სოფლების კავშირს ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებთან და რეგიონებთან წელიწადის ნებისმიერ დროს, რაც მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ასეთი პროექტებით ვქმნით შესაძლებლობას, მთის მოსახლეობამ შეინარჩუნოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, გაძლიერდნენ ადგილობრივი თემები და, ამგვარად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ამ უნიკალური სოფლების სახით.

აღსანიშნავია, რომ ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. სწორედ ამიტომ ეს პროექტი ჩვენი ხელისუფლების მიზნის - ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების დასტურია,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში.

„მადლობას ვუხდი გვირაბის პროექტირებასა და მშენებლობაში ჩართულ ინჟინრებს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ჩვენს პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია პროექტის განხორციელებაში. ასევე მადლობა ვუხდი ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინურ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. ასევე ჩვენს თურქ მეგობრებს, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ პროექტის შესრულებაზე და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, არც ვიცოდი, რომ ამდენი რამის ერთად მოსწრება შეიძლება, თუმცა ამას ბატონი ირაკლი ახერხებს ძალიან დიდი წარმატებით, მადლობა მას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მთლიანად სამინისტროს ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თითოეულ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქვეშეთი-კობის პროექტის პირველ წარმატებას. ეს ნამდვილად მომავლის პროექტია, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ ასეთი, განვითარებისკენ მიმართული ინვესტიციები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. პარალელურად, გრძელდება საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, გვირაბის მშენებლობის ნაწილში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 15:28

რეგიონი

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:25

რეგიონი

სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 15:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა, დაავიწყდა ის, რომ ლევილში დღეს პირველად აღინიშნება 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ ბევრი იღვაწეს

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს თავისუფლების მოედანზე თავისი ბოლო სიმღერა სამარცხვინოდ შეასრულა (ეს იყო, მადლობა ღმერთს, მისი ბოლო გამოსვლა ამ რანგში) დაავიწყდა ის, რომ არსებობს ლევილი, დაავიწყდა, რომ ლევილში დღეს პირველად იმართება და აღინიშნება სახელმწიფოს მიერ ის 26 მაისი, რომლისთვისაც ნოე რამიშვილმა, ასევე ნოე ჟორდანიამ და მთელმა მაშინდელმა მთავრობამ ბევრი იღვაწეს, ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

26 მაისი 2024, 15:07

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.

26 მაისი 2024, 15:04

რეგიონი

როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს რეგიონებში

საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.

გიორგი ამილახვარი

26 მაისი 2024, 14:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 14:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს და მან ის 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიყენა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

26 მაისი 2024, 14:39

პოლიტიკა

იტალიის ელჩი: ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას

ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებაში.

ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:35

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი არის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია, თავისუფლების გარანტია და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა

საქართველოს ისტორია ხომ მუდმივი გამძლეობის ისტორიაა, საუკუნეების მანძილზე დაპყრობების და ოკუპაციების ისტორია, რომელმაც ქართულ კულტურას და ტრადიციას მაინც ვერაფერი დააკლო და ქართული სული ვერ გატეხა. სულ ვაწყდებოდით დიდი იმპერიების პირად ინტერესებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის განადგურებას აპირებდნენ, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული ვრჩებოდით ამ ბრძოლებში, რამდენად სასწაულებრივად და მეტაფიზიკური ჩარევის გარეშე წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენებოდეს დღეის გადმოსახედიდან, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია

26 მაისი 2024, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში

მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა.

26 მაისი 2024, 14:31

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე განიხილებიან

„ერთიანი პლატფორმის შესახებ“ მემორანდუმში ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ერთიან საარჩევნო სიას. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2024, 14:26

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი საარჩევნო სიის წარდგენა გადადეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის გეგმამ მცირეოდენო ცვლილებები განიცადა. მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა დააანონსოს „ერთობის პლატფორმის“ შექმნა, სადაც საუბარი აღარ იქნება ერთიან საარჩევნო სიაზე და ეს გეგმა გადავადდება.

26 მაისი 2024, 14:13

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

26 მაისი 2024, 14:10

პოლიტიკა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ურთიერთობები მომავალშიც სტაბილურად განვითარდება.

26 მაისი 2024, 14:04

პოლიტიკა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა

მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები.

ირაკლი გოგავა

26 მაისი 2024, 14:02

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: სალომე ზურაბიშვილი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა და ქართველი ხალხი კი ოკუპაციის ჟამს მიატოვა

საქართველოში უცხოური სადაზვერვო ქსელის მეთაურის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა წავიკითხე. როგორც ლიბერალებს სჩვევიათ, ეს გამოსვლაც ტყუილებზე და მანიპულაციებზე არის აგებული, - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

26 მაისი 2024, 14:01

საზოგადოება

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სხვადასხვა უწყებების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, ბიზნეს წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2024, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1988 წლის 26 მაისი იყო დღე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ 1918 წლის 26 მაისი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში განაცხადა.

26 მაისი 2024, 13:34

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ მცხეთაში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.

თეა წულუკიანი

26 მაისი 2024, 13:22

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ მივიღებთ კანონებს, რომლებიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება, სანქციების საკითხზე ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მე სვანი ვარ

ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.