24 აპრილი 2024, 20:27 / სანდო წყარო

ეროვნული ღირსებითა და ღირებულებებით ევროპისკენ - „ქართული ოცნება“ 29 აპრილს შეკრების არსს კიდევ ერთხელ განმარტავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირსებითა და ღირებულებებით ევროპისკენ - „ქართული ოცნება“ 29 აპრილს შეკრების არსს კიდევ ერთხელ განმარტავს.

ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და აქ იდენტობა და პრინციპები მნიშვნელოვანია.

ოპოზიცია მომხრეებთან ერთად შეკრების დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით დაანონსებისთანავე შეეცადა.

პარალელურად გრძელდება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა არგუმენტების გარეშე. ნინო არღვლიანის სიუჟეტი.

ყველა სიახლე

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მაისი 2024, 00:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს აქციები, ჩემი შეფასებით, ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ოპოზიცია არჩევნებში მომგები არ არის

„ამ აქციებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ოპოზიციის უნარი. ვხედავთ უცნაურ შემოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში. იგივე ლომჯარია არ არის რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არ არის პოლიტიკური სუბიექტი ჯერჯერობით, მაგრამ მას აქვს ამის სურვილი. „ლელოს“, გახარიას პარტიას და „ახლების“ სამივე ლიდერს აქვს პრეტენზია, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი იყოს. ვიცე-პრემიერზე არცერთია თანახმა. როგორ წარმოუდგენიათ მათ ამის გაკეთება?! ეს აქციები [გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა], რაც ხდებოდა, ჩემი შეფასებით ერთის მხრივ რეპეტიცია იყო არჩევნებისათვის და მეორეს მხრივ შესაძლოა იჩქარეს, ან დააჩქარეს უცხოეთიდან ვიღაც პატრონებმა იმის გამო, რომ იციან, ეს ხალხი [ოპოზიცია] არჩევნებში მომგები არ არის“

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გამჭვირვალობის კანონზე: ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, მაიდანი, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა - ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:20

პოლიტიკა

პრემიერი: როცა გაურბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ნიშნავს, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხოური ძალის ინტერესები და ეს აღრმავებს იმ ეჭვებს, მაგალითად, რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით

როდესაც უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოჰყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაციაა, რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად, შენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ანიეს კანაიე

23 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

ფრანგი სენატორი უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტზე: სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში - კანონი ხელს შეუწყობს ფრანგული დემოკრატიის შენარჩუნებას

ფრანგმა სენატორმა, ანიეს კანაიემ, რომელიც უცხოური ჩარევის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია, სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, კანონის მიღება ძალიან გვიან ხდება ევროპული არჩევნების კონტექსტში“.

ზაალ ანჯაფარიძე

23 მაისი 2024, 00:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვენეციის კომისიამ ერთ დამატებით ჭანჭიკად გამოაყენებინა თავი საქართველოს ხელისუფლებაზე ტოტალური შეტევის ავტორებს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლომდე უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან არაფერი დარჩება

ჩვენ გვჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი, კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ლიბერალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:06

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში

დავიწყეთ იმ გზის მშენებლობა, რასაც ეფუძნება ჩვენი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, ეს ნელ-ნელა გაიჟღინთა საქართველოს საზოგადოებაში , - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 მაისი 2024, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ სტიგმატიზაციაზე, ეს კითხვა უნდა დავუსვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს

შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ეს რადიკალური ფრთა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან იმის, თუ რა შანტაჟი განხორციელდება, რომ შემდეგ ამ ინსტრუქციით იხელმძღვანელონ

ევროკავშირი, ან რუსეთი - არჩევნებზე საკითხი ასე არ უნდა იდგას. ასეთ დამოკიდებულებას უნდა გავემიჯნოთ. უნდა აირჩიო შენთვის სასარგებლო ხელისუფალი. ჩემი მოქალაქე მინდა, რომ იყო მრავალმხრივად ინფორმირებული. თავად განსაჯოს, აზროვნებდეს, კითხვებს სვამდეს, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერ მიმართულებით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. თუნდაც აქციების დროს, ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდა

„ძალიან გაუჭირდებათ [ერთიანი სიით გამოსვლა] უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დაქსაქსული ადამიანების გაერთიანება. მათ თითქოს ერთი მიზანი აქვთ - ხელიუფლების შეცვლა, მაგრამ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ისინი ამას ვერ ახერხებენ ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ერთია მიზანი გქონდეს და მეორეა, რმადენად შემსრულებელი ხარ ყოველივე ამის. ესენი არიან ადამიანენი, რომლებსაც პირადი ამბიციები აქვთ მოჭარბებული და ძალიან დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავებზე. თითოეულ მათგანს რომ ჰკითხო, ყველას უნდა პრემიერ-მინისტრობა, ყველა მზად არის, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ, მიაჩნიათ, რომ ლიდერები აარიან, ამ დროს ვხდავთ, რომ ნელნელა საქართველოში ოპოზიცია ჩამოყალიბდა ხელმოცარულ ადამიანთა გაერთიანებად. ვერ გამახსენებთ ერთ ფაქტს მაინც, რომ რაღაცა თქვეს და შეასრულეს. აქ არ არის საუბარი რამე [წინასაარჩევნო] საპროგრამო დაპირებაზე. თუნდაც აქციების დროს, წარმოიდგინეთ როგორი გაკოტრებულები არიან ადამიანები, რომ ვერ ადიოდნენ ტრიბუნაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რადგან ეშინოდათ, რომ ხალხი მათ მხარს არ დაუჭერდათ, ან ახალგაზრდების ნაწილი იმ წუთას დატოვებდა აქციას“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში

როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი - როცა საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და აცლი ღირებულებებს, ერთ-ერთი მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით

„ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს რომელიმე კავშირის წევრობა, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამ სიძლიერით, ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით რა თქმა უნდა სურვილსაც გამოვთქვამთ და გაცხადებულიც გვაქვს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ არა ამ მნიშვნელოვანი ღირსებების დათმობით. ჩვენ ევროკავშირის გზაზე მივდივართ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს გარშემო პარტნიორებმა დაიწყეს დაფასება ჩვენი პრინციპული პოზიციების გამო. რაღაცები იცვლება. ჩვენი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ყველა მიმართულებით შეგვიძლია სხვადასხვა სახის შესაძლებლობა განვიხილოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირზე“

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორები „ენჯეოების“ მეშვეობით ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება

„ზოგადად, რაც შეეხება ენჯეოების დაფინანსებას, ამ დაფინანსების 95% მოდის სულ 3-4 დონორზე. მეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად დაინახავს საზოგადოება ყველაფერს. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში, იქნება დამზღვევი მექანიზმი სახელმწიფოსთვის და ასევე დონორისთვის და დაფინანსებული ორგანიზაციისთვის. როდესაც მათი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, მათ უკვე გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის განხორციელება, უცხოური დაფინანსებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს არ იქნება ას პროცენტიანი დაზღვევა, მაგრამ დიდწილად დააზღვევს ისეთი ტიპის ქმედებებს, როგორსაც ვხედავდით წინა წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, მოუწიათ უკან დახევა

გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების, მათ შორის USIAD-ისა და NDI-ის თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:38

პოლიტიკა

პრემიერი: შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებგვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან

თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონისა არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს კანონის მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით შემოიფარგლა

მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა], - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2024, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 მაისი 2024, 23:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა დიპლომატიური და პარტნიორობის ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე

„რატომ არის ასეთი ზეწოლა, რატომ არ უნდათ, რომ გამჟღავნდეს, იყოს გამჭვირვალე არასამთავრობოების დაფინანსება უცხოური ძალებისგან? ყველა დიპლომატიური ენა ამოწურეს, პარტნიორობის ენაც და პირდაპირ ხელის გადაგრეხის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე. ამის გამო შეუძლიათ სხვადასხვა შანტაჟს მიმართონ. როგორ შეიძლება განიხილო ის საქციელი, რაც გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა?! სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება, ჩამობრძანდნენ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ წესებია და პროტოკოლია. ჩამოვიდნენ და იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. სახელმწიფოს წარმოადგენ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

22 მაისი 2024, 23:03

პოლიტიკა

ნიდერლანდების საელჩო: Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლთა განცხადებებს

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული მასალას ეხმაურება.