01 მაისი 2024, 10:24 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, ევროპას ზურგი აქციაო

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, 29 აპრილს გამართულ საერთო-სახალხო შეკრებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა ითვალისწინებდა აქციის და მისი მონაწილეების მაქსიმალურ დისკრედიტაციას ყველა შესაძლო მეთოდით.

მისი განცხადებით, ოპოზიციის მრუდე სარკეში ყურების მიუხედავად, სინამდვილეში, 29 აპრილი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, და ამ აქციით, ხელისუფლებამ მტერს და მოყვარეს დაანახა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთადაა.

"9 აპრილი- შეხმიანება, ანტისაბჭოთა, ეროვნულ მოძრაობის სათავეებთან
29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრების შეფასებისთვის სპეციალურად დავაყოვნე ერთი დღე, რათა მომესმინა და წამეკითხა ნაც-პოლიტიკოსების, ნაც-ენჯეოებისა და ნაც-ტელევიზიების შეფასებები იმ სარეკორდო ხალხმრავლობაზე, რომელიც ვნახეთ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე.
მათი ერთიანი გეგმა ითვალისწინებდა აქციის და მისი მონაწილეების მაქსიმალურ დისკრედიტაციას ყველა შესაძლო უწესო მეთოდით.
ვინაიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდი იქნებოდა, აქციის მონაწილეთა დაკნინების მიზნით მთავარმა ოპო-ებმა აქცენტი გადაიტანეს მიტინგზე მხარდამჭერების ვითომდა მოტყუებით „მირეკვაზე“,ან მათთვის „ხახვისა და კარტოფილის დარიგებაზე“, „სოფლელობაზე“, "ბედკრული" საჯარო მოხელეების საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოყვანაზე და ათას ისეთ სასაცილო სისულელეზე, რომლისაც თვითონვე არ სჯეროდათ.
ამ ნარატივის დამტკიცების მცდელობას მიეძღვნა მთელი საღამო - მიტინგის დაწყებამდეც, მიმდინარეობის დროსაც და დასრულების შემდეგაც. საწყალი ნაც-მედიის ჟურნალისტები მთელი ამ ხნის განმავლობაში უმტკიცებდნენ საკუთარ ზომბირებულ მაყურებლებს, რომ იმ წუთას ისინი უყურებდნენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეების „რუსულ მარშს“, დაოთხილი დაძრწოდნენ და ცდილობდნენ ჯერ დაწყებამდე ჩამოსული მოქალაქეებისთვის წამოეცდენინებინათ, რომ მათ არ იცოდნენ, თუ სად და რატომ „მიერეკებოდნენ“ უფროსები, შემდეგ აქციიდან კანტი-კუნტად გასული მონაწილეების ოდენობა წარმოეჩინათ გრანდიოზულად (ანუ „ქოცებს აქცია დაეშალათ“) და მათთვის ეთქმევინებინათ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ აქცია და როგორც კი დრო იხელთეს, მაშინვე დატოვეს შეკრება.
აქციის შემდეგ კი მთავარი აქცენტი გადაიტანეს მათივე შექმნილ სიცრუეზე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში აშკარად გამოჩნდა მისი ანტი დასავლურობა და პრორუსულობა. კაცი პირობას იძლევა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება (ანუ, 6 წელში იმას მივაღწევთ, რასაც თურქეთი 25 წელი დღემდე ელოდებაო) და აქედან ის დასკვნა გამოიტანეს, ევროპას ზურგი აქციაო. განსაკუთრებით ჩაეჭიდნენ ბიძინას სიტყვებს იმის შესახებ, რომ გლობალური ომის პარტიამ თავისი პოლიტიკით 2008 წელს ჯერ საქართველო, ხოლო 2014 წლიდან დღემდე უკრაინა ჩააგდო რუსეთის ხახაში და ეს პრორუსული ნარატივიაო. კი მაგრამ, ტყუილია, რომ დასავლეთის წაქეზებით და წაქეზებულების მხრიდან რუსეთისათვის მუშტების ქნევით დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია, ხოლო უკრაინას პროცენტულად ამაზე მეტი ტერიტორია უკვე ჩამაჭრეს და ამ სახელმწიფოს ნგრევა დღესაც გრძელდება?
ნაც-პარტიების, ნაც-ენჯეოების და ნაც-ტელევიზიების მრუდე სარკეში ყურების მიუხედავად, სინამდვილეში 29 აპრილი უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. შინაური და გარეული მტრები, მუდმივად რომ ამუნათებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენ ვართ მხოლოდ ქართველი ხალხი და მხოლოდ ჩვენ გამოვხატავთ მათ პოზიციასო, დღეს სწორედ ხალხმა გასცა პასუხი უპირველესად „დაუძინებელ მეგობრებს“, კიდევ ერთხელ მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების ნაბიჯებს და დაანახვა მათ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალაუფლების წყარო ნამდვილად არის ქართველი ხალხი. მიშას ხელისუფლების დროს თუ მხოლოდ ნაცების ოპოზიციაში მყოფები კრეფდნენ შთამბეჭდავად მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს, დღეს მხოლოდ "ქართული ოცნება" ახერხებს ასეთი შთამბეჭდავი მასშტაბის აქციების ორგანიზებას საკუთარი მომხრეების მობილიზებით. ამჯერად თავს შევიკავებ აქციაში მონაწილეთა თუნდაც მიახლოებითი რაოდენობის დასახელებისგან, მაგრამ ყველა ობიექტური ადამიანი თანხმდება, რომ ეს ოდენობა მინიმუმ ხუთჯერ აღემატებოდა "ნაცების" და მათი ანასხლეტების მომიტინგეთა ოდენობას.
თან ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ბულინგის ფონზე, რომელსაც ნაც-ტელევიზიები, პარტიები და მათი პატრონები ოკეანის გაღმა-გამოღმა აწარმოებდნენ.
ამ მიტინგმა ფაქტობრივად ოქტომბრის არჩევნების ხელოვნურად გაყალბებულად გამოცხადებისგანაც დაიცვა ოცნება, ვინაიდან მომავალი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც უხერხული იქნება ისეთი ტყუილის თქმა, რომელიც დღევანდელი რეალობისგან შორს იქნება.
ეს იყო ძალის დემონსტრირება რომელიც შედგა და რომელშიც ოცნებამ ოპოზიცია და გარე აქტორები 10:0-ზე დაამარცხა. დადო ბეჭებზე.
გამაოგნებლად შთამბეჭდავი იყო აქციის არა მარტო რაოდენობა, არამედ ორგანიზებულობა და თვით ორგანიზებულობაც იყო უმაღლეს დონეზე. 29 აპრილის აქციით, ხელისუფლებამ მტერს და მოყვარეს დაანახა, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთადაა.
შეკრების დომინანტად „მამული, ენა, სარწმუნოების“ ქცევამ გაგვახსენა, ანტისაბჭოთა, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან შეხმიანებასაც." - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი

25 მაისი 2024, 08:00

ტაბლოიდი

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა.

25 მაისი 2024, 02:30

მსოფლიო

The Washington Post: თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება

უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მაისი 2024, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს

პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯიმ ობრაიენი

25 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

გიორგი ზერეკიძე

25 მაისი 2024, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლიბერალების რეაქციაზე: ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

24 მაისი 2024, 23:43

მსოფლიო

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ოლაფ შოლცი

24 მაისი 2024, 23:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სავალან მირზოევი

24 მაისი 2024, 22:59

პოლიტიკა

სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც - აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

24 მაისი 2024, 22:57

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

24 მაისი 2024, 22:22

მსოფლიო

მაკრონი: პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

24 მაისი 2024, 21:39

საზოგადოება

106 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 33 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - მზადება 26 მაისისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

დიმიტრი ხუნდაძე

24 მაისი 2024, 21:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი - ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის

დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

24 მაისი 2024, 21:18

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

24 მაისი 2024, 21:08

სამართალი

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა

მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა, - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შოთა ხაბარელი

24 მაისი 2024, 21:08

პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

24 მაისი 2024, 21:05

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე - რა უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

ლაშა ბასლანძე

24 მაისი 2024, 20:47

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული

ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული, - ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

24 მაისი 2024, 20:24

მსოფლიო

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება და მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

24 მაისი 2024, 20:15

ეკონომიკა

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

24 მაისი 2024, 19:48

პოლიტიკა

ბორელი გამჭვირვალობის კანონზე: ძლიერ შეშფოთებულნი ვართ - მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეშფოთება გამოთქვა გამჭვირვალობვის შესახებ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ გზას.