01 მაისი 2024, 13:53 / სანდო წყარო

ცოტნე ანანიძე ოპოზიციას: როცა ყველაზე დიდ შეკრებას „რუსულ მარშს“ ეძახი ეს არის ქვეყნისთვის ანტიევროპული საქმე

ცოტნე ანანიძე

ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 29 აპრილის საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის იმიჯს, როდესაც ყველაზე დიდ შეკრებას "რუსული მარშს" უწოდებს.

ცოტნე ანანიძის თქმით, სინამდვილეში ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია - ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.

„ოპოზიცია აგრძელებს თავის ჩვეულ მავნებლურ პოლიტიკას - რუსული იარლიყების მიკერებას, ამჯერად ყველაზე დიდ შეკრებას უწოდა "რუსული მარში", რომ მიზანმიმართულად დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, თითქოს ეს ხალხმრავალი შეკრება იყო "რუსული" და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ევროპა. ეს არის სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკა და ქმედება! სინამდვილეში კი, ქართულ საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბა 29 აპრილს რუსთაველზე, ძალიან კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პოზიცია - ქვეყანამ თანმიმდევრულად და სტაბილურად განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა.“-აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ყველა სიახლე

სალომე ქურასბედიანი

21 მაისი 2024, 21:46

პოლიტიკა

სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისია აპელირებს, თითქოს კანონი ხანმოკლე პერიოდშია მიღებული, სინამდვილეში, მისი განხილვა სტანდარტული პროცედურით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა

დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს: კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

21 მაისი 2024, 21:30

საზოგადოება

საქართველო, როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - EBRD-ის ხაზინისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ქვეყანამ წარმატებას მიაღწია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ამბობს. EBRD-ის ხაზინისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

21 მაისი 2024, 21:24

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

სალომე ქურასბედიანი

21 მაისი 2024, 21:13

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 მაისი 2024, 21:00

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა

ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI) დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე.

21 მაისი 2024, 20:51

პოლიტიკა

პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტია თბილისში ოფისებს დახურავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მხოლოდ ერთ ოფისს დატოვებს, დანარჩენს კი დახურავს. შეხვედრას, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, „ნაცმოძრაობაში“ ადასტურებენ, ფინანსურ კრიზისს კი მალავენ.

21 მაისი 2024, 20:50

პოლიტიკა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

21 მაისი 2024, 20:33

პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს!“ - ერთი კონგრესმენის ინიციატივა, ოპოზიციის სპეკულაცია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ ამერიკის ოფიციალურ პოზიციად გააცხადა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების სანაცვლოდ - ასე იკითხება რესპუბლიკელი ჯო ვილსონის დასპონსორებული კანონპროექტი.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაია ორჯონიკიძე

21 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, ასევე ენმ-ს ყოფილი წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმიანება, სადაც ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში რატი ამაღლობელიც იყო.

რუმენ რადევი

21 მაისი 2024, 19:39

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 19:30

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

21 მაისი 2024, 19:22

ეკონომიკა

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა საქართველოს ფინანსური ბაზრის წარმატებით განვითარების შესახებ მომზადებული ერთობლივი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.

21 მაისი 2024, 19:18

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დმიტრო კულება

21 მაისი 2024, 19:02

მსოფლიო

კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით

რაც უფრო მეტ სამხედრო სამიზნეს გავანადგურებთ რუსეთის ტერიტორიაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანალენა ბერბოკი

21 მაისი 2024, 18:52

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2024, 18:44

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.