imedi /  01 მაისი 2024, 19:15 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ერთ მხარესაა შავი ფული და დიდი ინტერესები და მეორე მხარესაა ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

დესტრუქციის გზა ეს არის ოპოზიციის ერთადერთი არჩევანი და ასევე მათი ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი, იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და მათ მოგების არანაირი შანსი არ აქვთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა თბილისში მიმდინარე აქციები შეაფასა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, რადიკალებს სხვა გამოსავალი რომ არ აქვთ, ამას მათი პარტნიორები და დამკვეთებიც ხედავენ და სწორედ ამიტომ, ერთობლივად შეიმუშავეს დესტრუქციის გეგმა.

„სამწუხაროა, როცა ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის შეუზღუდავი, რადიკალები ირჩევენ დესტრუქციის გზას. მაგრამ ამას აქვს თავის წინაპირობები. დესტრუქციის გზა ეს არის ოპოზიციის ერთადერთი არჩევანი და ასევე მათი ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი, იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და მათ მოგების არანაირი შანსი არ აქვთ. მათი პატრონებიც ხვდებიან ამას და ამიტომაც ერთად დაგეგმეს ისევ დესტრუქცია და ქვეყნის პოლიტიკურ ჩიხში შეყვანა და საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ნახვა,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქუჩის ქმედებები, წახალისებულია სხვადასხვა ფაქტორით. „ეს ქმედება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა ერმა პრაქტიკულად თავის ხმა გააგონა ქვეყნის შიგნით ამ დესტრუქციულ ძალას, ქვეყნის გარეთაც საკმაოდ მკაფიო მესიჯი გააგზავნა და სპეკულაციის სივრცე არ დატოვა, როცა დააფიქსირა, რომ ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ერთი. ეს საჭირო გახდა იმის გამო, რომ ხშირად ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ იყენებენ არგუმენტს, რომ თითქოს ხელისუფლება სხვაა და ხალხი სხვაა, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხალხს მიენიჭა და არა ხელისუფლებას. ეს თემა ახლა ჩაიკეტა და როდესაც ნახეს (სადღაც 200 000 ადამიანი გამოვიდა) ერთობა ხალხის და ხელისუფლების, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ დესტრუქციის გარდა არავითარი გზა აღარ რჩება და გააქტიურეს ქმედებები - ჩვენ ვნახეთ,მშვიდობიანი აქცია როგორ გადაზარდეს აგრესიულ ქმედებებში.

თუმცა, ამასაც თავისი წამხალისებლები ჰყავს. ერთი ის, რომ გარედან შავი ფულით ხდება მცდელობა მოხდეს შიდა ქართული პოლიტიკის ფორმირება. მეორე, ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი, რომელიც უკავშირდება ელისაშვილის საქციელს; ნაციონალური მოძრაობის განცხადებები თავისუფლებაზე, პოლიციის მხრიდან მათ დევნაზე და ეს განცხადებები პირდაპირ ეთერში კეთდება; ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა გრიგორიადისი გამოუშვა, მან პრაქტიკულად ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს მისცა ყველაფრის უფლება. ამ ყველაფრის უფლებით სარგებლობენ ახლა ისინი და მათთვის არც სამართალი, არც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და არც წესრიგი აღარ არსებობს და ხედავთ, რომ იწყებენ შტურმს - უნდათ პარლამენტის ბლოკირება, დეპუტატების ალყაში მოქცევა, მათთვის იარლიყების მიკერება, რაც არის ნეო-ფაშისტური გამოხტომები და ა.შ.

შემოდიან პარლამენტში და თითქოს კანონპროექტზე მსჯელობენ. აცხადებენ, რომ ეს არის რუსული კანონი, არადა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ქართული და სწორედ ამიტომაა ატეხილი შინ თუ გარეთ ერთი ამბავი, რომ კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, არ იქნეს მიღებული, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტზე ჭიდაობა. ერთ მხარესაა შავი ფული და დიდი ინტერესები და მეორე მხარეს - ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2024, 21:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული

პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იოავ გალანტი

29 მაისი 2024, 21:40

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ

ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2024, 21:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს

საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი

29 მაისი 2024, 21:22

პოლიტიკა

როგორ იმართლებენ თავს ოპოზიციონერები, რომლებიც ხმამაღლა და დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობას არ დაუშვებდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობასთან დამარცხებულები მორიგი კრახის ახსნას ცდილობენ. მასშტაბური და შეთანხმებული წინააღმდეგობის, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო და ეს ამბავიც ოპოზიციის წარუმატებლობათა ჩამონათვალს მიემატა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონის მოქმედების არეალი, მითები და რეალობა, 11 მუხლი და დეტალური განმარტება - „ქრონიკის“ ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან

2 თვეში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან შემოდის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ, დეკლარაციის შევსება დაევალებათ.

29 მაისი 2024, 21:11

საზოგადოება

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. პოზიტიურ დინამიკას და სოციალური უთანასწორობის დაბალ მაჩვენებელს ექსპერტები აფასებენ. ამ პოზიტიური ამბის პარალელურად გაირკვა ისიც, რომ მოსახლეობის მაღალ და დაბალშემოსავლიან ნაწილებს შორის სხვაობაც მსოფლიო ბანკის სტანდარტს შეესაბამება.

ვახტანგ ჭარაია

29 მაისი 2024, 21:07

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

29 მაისი 2024, 21:06

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან ზრდის შუა დერეფნის როლს და ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. პორტში დასაქმების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 21:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ევროპაში გვინდა შევიდეთ როგორც თანასწორი ქვეყანა და არა როგორც პერიფერიული რეგიონი, რაღაც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებზე

ჩვენ ევროპაში გვინდა შევიდეთ როგორც თანასწორი ქვეყანა და არა როგორც პერიფერიული რეგიონი, რაღაც ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

გია აბაშიძე

29 მაისი 2024, 20:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური "ნაცების" კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. "ენჯეოები", რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა- დეპუტატის თქმით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება - პირიქითაა ეგ ყველაფერი, რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი

აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: "ამერიკელები გაადეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა."

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია

კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონისთვის ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას

არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

29 მაისი 2024, 20:05

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!

როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

29 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე: ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

დალიპ სინგჰი

29 მაისი 2024, 19:38

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე: რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, დალიპ სინგჰმა განაცხადა, რომ რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

29 მაისი 2024, 19:28

მსოფლიო

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ვიდეო

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ვულკანი ამოიფრქვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა წინასწარ იყო ევაკუირებული.