02 მაისი 2024, 15:10 / სანდო წყარო

იოანე შაიშმელაშვილი: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია

იოანე შაიშმელაშვილი

იოანე შაიშმელაშვილი

ორაზრის პრინციპით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მტკიცებით, 29 აპრილს თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე შეკრებილი ხალხი ყოფილან „ალკოჰოლიკები, ჩამოთრეულები, კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულები“, ხოლო მათგანვე ორგანიზებული, მათივე სიებით ორგანიზებული 30 აპრილისა და 1 მაისის აქციები მოქალაქეების შეკრება „თავისუფლებისთვის საბრძოლველად, - იმის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაიშმელაშვილი ეხმიანება ბოლო დღეებში გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებს და ოპოზიციის ორმაგ მიდგომას, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერი აქციები სიტყვის თავისუფლების სახელით არის მონათლული, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ოპოზიციამ გაყიდულებად შერაცხა.

„ჯორჯ ორუელის 1984 დასაწყისიდანვე გვაცნობს ტოტალიტარული აზროვნების ერთ-ერთ ძირითად პრინციპს - „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“ ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, შავი თეთრია. ეს არის მის მიერვე დამკვიდრებული „ორაზრის“ პრინციპის მარტივი ახსნა, როდესაც მასაში ორი ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი აზრი ერთნაირად არსებობს და გამოიყენება „უფროსი ძმის“ ან გლობალური ომის პარტიის საჭიროებისა და გემოვნების მიხედვით. თუ მოწინააღმდეგეზე არის საჭირო თავდასხმა, მაშინ შავი თეთრია, ხოლო თუ თავად უფროსი ძმის ინტერესია დასაცავი, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე საპირისპირო არსებობდა. ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია.

სწორედ ამ ორაზრის პრინციპით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების მტკიცებით, 29 აპრილს თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიამდე შეკრებილი ხალხი ყოფილან „ალკოჰოლიკები, ჩამოთრეულები, კარტოფილსა და ხახვზე გაყიდულები“, ხოლო მათგანვე ორგანიზებული, მათივე სიებით ორგანიზებული 30 აპრილისა და 1 მაისის აქციები მოქალაქეების შეკრება „თავისუფლებისთვის საბრძოლველად.“ ორაზრის პრინციპით 30 აპრილს, სადაც ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ, ორმა სისხლის სამართლის დამნაშავემ და კიდევ სხვა ორგანიზატორებმა, როდესაც დაარღვიეს კანონი, გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელი, ცდილობდნენ დეპუტატებისა და აპარატის წევრებისთვის გამოსვლაში ხელშეშლას და დაპირისპირების გამოწვევას, შემდეგ პოლიციელებს აფურთხებდნენ, ბოთლებსა და სხვა საგნებს ესროდნენ, რკინის ჯებირებით შსს-ს თანამშრომლებისკენ იწევდნენ, ეს მშვიდობიანი შეკრება და თავისუფალი გამოხატვის ფორმები ყოფილა.

ორაზრის პრინციპით 1 მაისის აქციაზე პოლიციელების მხრიდან პროვოკაცია ყოფილა ის, რომ სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და მომიტინგეებს ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს. ორაზრის კლასიკური მაგალითია, რომ თურმე 30 აპრილს პოლიცია იყო დამნაშავე იმიტომ, რომ მომიტინგეებს დეპუტატებზე თავდასხმის საშუალებას არ აძლევდნენ, და პოლიციის ბრალია ისიც, რომ 1 მაისს მომიტინგეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს - ანუ შავი თეთრია მაშინ, როცა და როგორც მისაღებია „უფროსი ძმისთვის“. ორაზრის პრინციპით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვანდალიზმი, სამშენებლო ღობეების გლეჯა, პარლამენტის შესასვლელის ჯაჯგური, სათვალთვალო კამერების მოტეხა, პარლამენტის შიგნით მყოფ პოლიციელებთან დაპირისპირება, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, პარლამენტის ფანჯრების შუშების მტვრევა, აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით მისვლა პოლიციელებთან დაპირისპირების გასამარტივებლად, ქვაფენილიდან ქვების ამოღება და პოლიციელებისთვის სროლა თავისუფლად ჯდება „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში“. მაგალითი არის გიორგი ვაშაძე, რომელსაც თურმე გაოცება ვერ დაუმალავს, ისეთი კანონიერი და მშვიდობიანი იყო აქცია. „უფროსი ძმისთვის“ კი ეს ყველაფერი, ისევ ორაზრის პრინციპით, მშვიდობიანი აქციაა.
რეალურად, როგორც 30 აპრილს, ისე 1-ელ მაისს პოლიციამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა, ხელისუფლებამ და უმრავლესობამ აჩვენა მზადყოფნისა და რთული ვითარების კონტროლის უმაღლესი დონე. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება ღია დისკუსიაზე, რომელზეც უკვე რამდენი ხანია დუმილია მეორე მხარისგან. ის რაც ორაზრის პრინციპს ანგრევს, არის საღი აზრის დაპირისპირება, ღია დისკუსიისას კი ვერ დაიმალება მეორე მხარის აბსოლუტური უარგუმენტობა.“ - წერს შაიშმელაშვილი.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 21:30

საზოგადოება

საქართველო, როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - EBRD-ის ხაზინისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ქვეყანამ წარმატებას მიაღწია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ამბობს. EBRD-ის ხაზინისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

21 მაისი 2024, 21:24

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

სალომე ქურასბედიანი

21 მაისი 2024, 21:13

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა

ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 მაისი 2024, 21:00

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა

ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI) დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე.

21 მაისი 2024, 20:51

პოლიტიკა

პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტია თბილისში ოფისებს დახურავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მხოლოდ ერთ ოფისს დატოვებს, დანარჩენს კი დახურავს. შეხვედრას, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, „ნაცმოძრაობაში“ ადასტურებენ, ფინანსურ კრიზისს კი მალავენ.

21 მაისი 2024, 20:50

პოლიტიკა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

21 მაისი 2024, 20:33

პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს!“ - ერთი კონგრესმენის ინიციატივა, ოპოზიციის სპეკულაცია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ ამერიკის ოფიციალურ პოზიციად გააცხადა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების სანაცვლოდ - ასე იკითხება რესპუბლიკელი ჯო ვილსონის დასპონსორებული კანონპროექტი.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაია ორჯონიკიძე

21 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, ასევე ენმ-ს ყოფილი წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმიანება, სადაც ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში რატი ამაღლობელიც იყო.

რუმენ რადევი

21 მაისი 2024, 19:39

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 19:30

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

21 მაისი 2024, 19:22

ეკონომიკა

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა საქართველოს ფინანსური ბაზრის წარმატებით განვითარების შესახებ მომზადებული ერთობლივი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.

21 მაისი 2024, 19:18

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დმიტრო კულება

21 მაისი 2024, 19:02

მსოფლიო

კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით

რაც უფრო მეტ სამხედრო სამიზნეს გავანადგურებთ რუსეთის ტერიტორიაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანალენა ბერბოკი

21 მაისი 2024, 18:52

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2024, 18:44

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა

„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“