ზურაბ ქადაგიძე: დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პარლამენტის წინ წარმოგვიდგება - იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს საქართველოს მაგივრად, ალბათ, „თავისუფლებას მიშა“-ს აძახებინებენ

ზურაბ ქადაგიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
სიმულაციაა, თითქოს ვიზალიბერალიაზაციას პრობლემა შეექმნება - ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ. სინამდვილეში, განსაკუთრებული არაფერი მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა.
ზურაბ ქადაგიძე დღეს, 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით დასტურდება, რომ რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციები მართულია.
„არაფერი ცუდი არ მოხდება. ხაზგასასმელია, რომ კანონის გულისთვის ქვეყნები არ ისჯებიან. დანარჩენი საუბარი სიმულაციაა. ვიზალიბერალიზაციას და ევროპაში გადაადგილებას რომ თითქოს პრობლემა შეექმნება - ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რომლითაც ცდილობენ, რომ მუხტი დაიჭირონ.
თავიდანვე ვთქვით, რომ ეს პროცესი მართულია. დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ, კოლექტიური „ნაც-მოძრაობის“ დანაყოფები შეკრულ მდგომარეობაში წარმოგვიდგებიან და ალბათ, გუშინდელი აქციის მონაწილეებს, იმ გზააბნეულ ახალგაზრდებს - „ბავშვებს,“ საქართველოს მაგივრად, „თავისუფლებას მიშა“-ს აძახებინებენ. ეს არის ის, რასაც გეგმავენ და ახორციელებენ. დღევანდელი აქციის დაანონსება ამ პროცესების ბუნებრივი დაგვირგვინება იყო, რადგან მათგან იმართებოდა ეს ყველაფერი.
ეს კანონი მესამე მოსმენითაც გავა და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პარლამენტი შეასრულებს იმ მთავარ ფუნქციას, რასაც რეალურად ნიშნავს ქართული სუვერენიტეტის დაცვა.
განსაკუთრებული არაფერი მოხდება, უბრალოდ საჭიროა, რომ ეტაპობრივად, ხელისუფლებამ აქტიური კომუნიკაცია განახორციელოს საზოგადოებასთან, რასაც აკეთებდა კიდევაც - ძალიან მშვიდად ჩაივლის ყველაფერი“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 14:16
მსოფლიო
„ცაჰალი“ ცხრა ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამაში მონაწილეობდნენ
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ცხრა ირანელი მეცნიერი მოკლა, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 13:41
მსოფლიო
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას
რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

14 ივნისი 2025, 13:18
მსოფლიო
New York Post: USAID-ის ოფიციალურმა პირმა 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობა აღიარა: „საზოგადოების ნდობა შელახულია“
ფედერალური სამსახურის კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ USAID-თან ერთად 550 მილიონი დოლარის ქრთამის სქემაში მონაწილეობდნენ. სტატიას ამ შინაარსით New York Post-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:07
რეგიონი
ქუთაისში, „გემო ფესტში“ 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მონაწილეობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ 3 დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

14 ივნისი 2025, 12:40
საზოგადოება
სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ. გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება იყო. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს

14 ივნისი 2025, 12:15
მსოფლიო
ირანული მედია: ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა
ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 12:15
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.

14 ივნისი 2025, 12:14
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრისთვის ემზადება. ნაკრები, რომელმაც ტურნირის პირველ ტურში პოლონეთი 2:1 დაამარცხა, დღეს ჯგუფის ფავორიტთან საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშებს.

14 ივნისი 2025, 12:07
რეგიონი
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.

14 ივნისი 2025, 12:02
სამართალი
შსს: ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე სამხარაძის დაკავებასთან დაკავშირებით „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ იგი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით.

14 ივნისი 2025, 11:56
რეგიონი
რევაზ სოხაძე ქუთაისში, საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან, პარლამენტის წევრ ზაზა ლონინაძესთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ, დავით ერემეიშვილთან ერთად, ქუთაისში საფეხბურთო სპორტული სკოლის - „მართვე“ სტადიონის მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

14 ივნისი 2025, 11:53
მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ირანმა ისრაელში 150 სამიზნე გაანადგურა
ირანმა ისრაელზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს სულ მცირე 150 სამიზნე გაანადგურა. ინფორმაციას ირანული მედია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალზე, აჰმად ვაჰიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:40
რეგიონი
ქუთაისი „გემო ფესტს“ მასპინძლობს
3 დღის განმავლობაში ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს

14 ივნისი 2025, 11:28
კულტურა
„მწერალთა სახლში“ ხელოვან ნანა ყაულაშვილის თოჯინებისა და ნაქარგობების გამოფენა და წიგნის „ამბავს გეტყვი“ წარდგენა გაიმართა
ავტორმა წარადგინა საკუთარი წიგნი, რომელიც მოიცავს მის მიერ შექმნილ თოჯინებს, მათზე დაწერილ ზღაპრებსა და სხვა პროზაულ ჩანახატებს, ასევე ნამუშევრებს, რომლებიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა.

14 ივნისი 2025, 11:18
საზოგადოება
არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს არქიტექტორთა კავშირში მალხაზ თავართქილაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, არქიტექტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

14 ივნისი 2025, 11:17
მსოფლიო
ირანული მედია ორი ისრაელური F35 მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ორი ისრაელური F35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 11:17
რეგიონი
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მეხუთე ფაზის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ამ ეტაპისთვის ითვალისწინებს ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის მშენებლობას.

14 ივნისი 2025, 11:14
საზოგადოება
თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.