02 მაისი 2024, 18:05 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის" საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი" თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში, - მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ მშობლებს, რომელთა შვილები ქუჩის აქციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის თავის სათქმელს ამ პოსტში ამბობს.

„ამ დღეებში ძირითადად ერთ საერთო გულისტკივილზე მწერენ პირად მიმოწერაში ისეთ თემებზე, რომლებიც ან პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსის, ან გამოცდილი მოძღვრის გასარჩევი საგანია. არც კომპეტენცია გამაჩნია და არც კადნიერება გაგცეთ პასუხი, თუმცა მესმის ეს ტკივილი: თქვენი შვილები "არარუსულკანონის" აქციებზე დადიან. მესმის, იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი ნათესავი იმავე დღეშია.

რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! შვილგარდაცვლილი მამა ვარ, რომელმაც შევძელი და ოჯახური ფასეულობები ინდივიდუალურ, შესაძლოა, განსხვავებულ შეხედულებებზე მაღლა დავაყენე. ამ ერთსულოვნების გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ მარადიულ ფასეულობებში მომყვებით! მადლობა ჩემს უმცროს ვაჟს, რომელიც ამ დღეებში ბრიუსელში ეძებს საქართველოს EU-2030-ის პერსპექტივებს და „ბენდუქიძის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებული, უპირველეს ყოვლისა, თავის ქართველობას სცემს პატივს, პრინციპით „საქართველო უპირველეს ყოვლისა".

რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის“ საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი" თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში.

ამ დღეებში გულწრფელად ეკითხები საკუთარ თავს: საბჭოთა კავშირში დაბადებულს, წარსულში რუსეთთან დაკავშირებულს, რომელსაც არც აწმყოში და არც მომავალში ჩრდილოელ მეზობელთან ვასალური, კოლონიალური ურთიერთობის მესამედ (!) დამყარების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, ამ თაობის გარკვეული ნაწილის დაინფიცირება, იყოს ვიღაცის მონა, ლაქია და მარიონეტი, საიდან გამოგვეპარა?

ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ვცდილობთ მოვიპოვოთ ეკონომიკურად მსუყე, პოლიტიკურად მდგრადი და ევროპულად პერსპექტიული გარემო. ამავდროულად, თანმიმდევრულად ვუახლოვდებით სოხუმსა და ცხინვალს, მაგრამ, ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი - არაფერი არ აინტერესებთ!

დაქოქილი თუთიყუშებივით, უაზროდ, უინტელექტოდ, დაზომბირებულები, ჩლუნგები გაიძახიან ერთ და იმავე სტიგმატიზებულ ტექსტებს, რომლის მიღმა არც ინტელექტი, არც აზროვნება, არც ქართველობა, არც სარწმუნოება, უბრალოდ, არ იკითხება. ხვალინდელი დღე მათაც გაუთენდება, გენეტიკური აზროვნება ამ ფსკერსაც გახეთქავს და ყველა აზრზე მოვა. მაგრამ დღეს, თქვენ მშობლებო, ვისი შვილებიც სხვისი „კუკლავოდის" ხელში მარიონეტებად ჩააბარეთ, მე ნუღარ შემაწუხებთ. ჩემი სათქმელი გითხარით!" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

მაიკლ მაკკოლი ლაი ცინდე

29 მაისი 2024, 02:31

მსოფლიო

კონგრესმენი მაკკოლი: არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკრაინის გამო ტაივანს ვერ დავუჭერთ მხარს - რასაც უკრაინაში ვაგზავნით ძველია, ხოლო რასაც ტაივანს ვაწვდით სრულიად ახალია

აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ აშშ ტაივანს მიაწვდის უახლეს იარაღს და არა ძველს, როგორც უკრაინას აწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

მეთიუ მილერი

29 მაისი 2024, 02:03

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ანტიდემოკრატიული უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს - აშშ გმობს ამ ქმედებას

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ანტიდემოკრატიული უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, აშშ გმობს ამ ქმედებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.

29 მაისი 2024, 01:36

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი გამსახურდია

29 მაისი 2024, 00:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: როგორც ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით ისტორიაში, ისე შევლენ საქართველოს ისტორიაში ისინიც, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს

როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

თამთა სოფრომაძე

29 მაისი 2024, 00:41

ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე: ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს, ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას

ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს. ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ

ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეუერთდება ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს. ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის.

28 მაისი 2024, 23:30

პოლიტიკა

სამგზის მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი: ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს გიცხადებთ თანადგომას

„საქართველოს პარლამენტს, გიცხადებთ თანადგომას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ (კანონის ნამდვილი სახელი არ მომწონს) მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს საქართველო დამსახურებულად წინ ევროკავშირისაკენ! ქუჩიდან, მხცოვანი მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილი“, - წერს ცქიტიშვილი

გურამ მაჭარაშვილი

28 მაისი 2024, 23:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ შუა დერეფნის პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს და წარმატებით აგრძელებს მასთან სავაჭრო ურთიერთობებს და მით უმეტეს უარს არ იტყვის საქართველოზე.

გიტანას ნაუსედა

28 მაისი 2024, 22:58

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება.

28 მაისი 2024, 22:35

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, ის დარჩება ფარატინა ქაღალდად

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა.

ხატია დეკანოიძე

28 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები

პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით - ასეთი ქოლცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2024, 22:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა, რომ გარე დავალების შემსრულებელი, სრულად ლუსტრირებული ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

28 მაისი 2024, 22:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა "გლობალური ომის პარტიის" ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე

ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე - ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბერალიზმმა - მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის

ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდ-ის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის

ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია აბაშიძე

28 მაისი 2024, 22:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე რეფერენდუმის ჩატარებაზე: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად გახდება საერთო-სახალხო მოღვაწე. როგორც ჩანს, ორბელიანების სასახლე შალვა ნათელაშვილის მოდერნიზებულ ფანჩატურად იქცა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.

შარლ მიშელი

28 მაისი 2024, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.