03 მაისი 2024, 19:40 / სანდო წყარო

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

დავით კაჭარავა

დავით კაჭარავა

მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

კაჭარავას თქმით, სპორტსმენები არიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და ოპონენტები ცდილობენ, რომ მათ გააკეთებინონ თავისდა სასიკეთო კომენტარები. მანვე აღნიშნა, რომ ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი.

„სპორტსმენები არიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და ცდილობენ, რომ ამ სათაყვანებელ მოთამაშეებს, სპორტსმენებს, იმ ადამიანებს, რომლითაც ქართველი ხალხი ამაყობს გააკეთებინონ თავისდა სასიკეთო კომენტარები, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ სპორტი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკის გარეთ. შემიძლია ორი სიტყვაში ავხსნა ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ვთქვათ გუნდურ სპორტში თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს თავის ერთ მხარეს, პოლიტიკურ მხარეს, გუნდური სპორტია და იქ შეუძლებელია სხვა მხარე არ არსებობდეს, აქედან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება გუნდის შიგნით გამოიწვიოს ერთგვარი კამათი, დისკომფორტი რაც რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება გადატანილი მოედანზე, ერთმანეთთან ურთიერთობაში აისახება და ეს საბოლოო ჯამში აისახება წარუმატებლობაზე. ზუსტად ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ წარმატებებს ქართული სპორტისას და სამწუხაროა, რომ მათ ეს არ უხარიათ“, - აღნიშნა კაჭარავამ.

დავით კაჭარავა აღნიშნავს, რომ ეთანხმება სპორტსმენების პოზიციას „არა აგრესიას“. მისი თქმით, ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც უნდა დააფიქსირო.

„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ძალიან ხმამაღალი განცხადებები და ამ სპორტსმენებს მივმართავ იფიქრონ სპორტზე, თავის გუნდელებზე, თავის მეგობრებზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ თავისი თანაგუნდელი, თავისი მეგობარი სხვა აზრს დააფიქსირებს ან საერთოდ არ დააფიქსირებს, ჩვენ ასეთი სიტუაციები ვნახეთ რამხელა კონფლიქტი შეიძლება ამ ყველაფრისგან შეიქმნას. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანებზე, ვინც არ აფიქსირებენ პოზიციას რამხელა ზეწოლა მიმდინარეობს და შეურაცხყოფებიც. ამიტომ, იმ სპორტსმენებმა ვინც დააფიქსირეს პოზიცია, მათაც მივმართავ და ზოგიერთი მათგანი იძახის, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეხედულება, ეს არის თვითონ ფაქტთან მიმართებაში, ვთქვათ „არა აგრესიას“ - რა თქმა უნდა „არა აგრესიას“ ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, ეს ყველა შემთხვევაში აისახება, როგორც შენი პოლიტიკური პოზიცია და თუ ფიქრობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც დააფიქსირე. ვთქვათ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პერიოდში რამდენი კარგი რაღაც მოხდა და მერე ვნახოთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან, თუნდაც ნებისმიერი მარტივი ძალიან დიდი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯი მათ რომ თავის სოციალურ ქსელში, „სთორიში" გამოაქვეყნონ, მაშინ ვნახავთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან. ამიტომ დაანებონ სპორტსმენებს თავი, სპორტსმენებმა თავისი საქმე ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად აკეთებენ, ამით მხოლოდ ზიანდება საქართველო, მთლიანი ჩვენი ინტერესი, სპორტსმენებმა აკეთონ თავისი საქმე, ძალიან დიდი პატივისცემით თითოეული მათგანის მიმართ, მაგრამ პოლიტიკაში მათი ჩართვა ვერანაირად ვერ შეიძლება კარგის მომტანი იყოს, როგორც გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ნებისმიერი მხარისთვის“, - აღნიშნავს დავით კაჭარავა.

ყველა სიახლე

ჰერცი ჰალევი

29 მაისი 2024, 22:52

LIVE ისრაელი

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: რაფაჰში „ჰამასის“ ბატალიონების განადგურება ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული მისიაა

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ბატალიონების განადგურება ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული მისიაა.

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 22:33

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას და მოვუწოდებ მათ - შვილებო, ასეთ პროვოკატორებთან არ დადგეთ

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ცახი ჰანეგბი

29 მაისი 2024, 21:49

LIVE ისრაელი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელურ მედიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2024, 21:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული

პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იოავ გალანტი

29 მაისი 2024, 21:40

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ

ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2024, 21:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს

საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი

29 მაისი 2024, 21:22

პოლიტიკა

როგორ იმართლებენ თავს ოპოზიციონერები, რომლებიც ხმამაღლა და დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობას არ დაუშვებდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობასთან დამარცხებულები მორიგი კრახის ახსნას ცდილობენ. მასშტაბური და შეთანხმებული წინააღმდეგობის, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო და ეს ამბავიც ოპოზიციის წარუმატებლობათა ჩამონათვალს მიემატა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონის მოქმედების არეალი, მითები და რეალობა, 11 მუხლი და დეტალური განმარტება - „ქრონიკის“ ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან

2 თვეში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან შემოდის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ, დეკლარაციის შევსება დაევალებათ.

29 მაისი 2024, 21:11

საზოგადოება

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. პოზიტიურ დინამიკას და სოციალური უთანასწორობის დაბალ მაჩვენებელს ექსპერტები აფასებენ. ამ პოზიტიური ამბის პარალელურად გაირკვა ისიც, რომ მოსახლეობის მაღალ და დაბალშემოსავლიან ნაწილებს შორის სხვაობაც მსოფლიო ბანკის სტანდარტს შეესაბამება.

ვახტანგ ჭარაია

29 მაისი 2024, 21:07

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

29 მაისი 2024, 21:06

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან ზრდის შუა დერეფნის როლს და ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. პორტში დასაქმების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 21:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში.

გია აბაშიძე

29 მაისი 2024, 20:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური "ნაცების" კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. "ენჯეოები", რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა- დეპუტატის თქმით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება - პირიქითაა ეგ ყველაფერი, რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი

აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: "ამერიკელები გაადეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა."

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია

კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონისთვის ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას

არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

29 მაისი 2024, 20:05

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!

როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

29 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე: ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.