04 მაისი 2024, 12:17 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: The American Conservative წერს, რომ გამჭვირვალობის კანონი გონივრულია - საქართველოში ვერ ითვალისწინებენ, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გამოცემა The American Conservative-ის სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია და კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული.

ანალიტიკოსის თქმით, ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.

“საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გაბატონების მოსურნეები ვერ ითვალისწინებენ იმასაც, რომ მსოფლიოში უხვად არიან მემარჯვენე-კონსერვატორები, რომლებიც იცავენ მათი ქვეყნების სუვერენიტეტს, მოითხოვენ მეტ გამჭვირვალობას, აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემას და სოლიდარულნი არიან ამის დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოებისადმი.

რასაკვირველია, ინტერნეტიზაციისას, აქტუალური გლობალური ტენდენციები არავის გამოეპარება ჩვენს ქვეყანაში.
ფსევდოლიბერალური საგარეო აქტორების გზავნილები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ასახავენ მათი საზოგადოების უმრავლესობის აზრს ისევე, როგორც ჰოლივუდი არ წარმოადგენს ამერიკული ოჯახების და რაც მთავარია, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სულისკვეთებას.

ამერიკელ კონსერვატორთა ერთ-ერთი წამყვანი მედიაპლატფორმა The American Conservative წერს, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია. სტატიის ავტორი, უფროსი რედაქტორი, მკვლევარი ჰელენ ენდრიუსი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“, - წერს ავტორი და დასძენს:

"რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტს? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება პუტინთან. ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება. მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა... ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას"...

The American Conservative -ის უფროს რედაქტორს მიაჩნია, რომ ქართული კანონპროექტი "ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ამერიკულ პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“.-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 22:33

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას და მოვუწოდებ მათ - შვილებო, ასეთ პროვოკატორებთან არ დადგეთ

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ცახი ჰანეგბი

29 მაისი 2024, 21:49

LIVE ისრაელი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელურ მედიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2024, 21:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული

პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იოავ გალანტი

29 მაისი 2024, 21:40

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ

ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2024, 21:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს

საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი

29 მაისი 2024, 21:22

პოლიტიკა

როგორ იმართლებენ თავს ოპოზიციონერები, რომლებიც ხმამაღლა და დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობას არ დაუშვებდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობასთან დამარცხებულები მორიგი კრახის ახსნას ცდილობენ. მასშტაბური და შეთანხმებული წინააღმდეგობის, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო და ეს ამბავიც ოპოზიციის წარუმატებლობათა ჩამონათვალს მიემატა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონის მოქმედების არეალი, მითები და რეალობა, 11 მუხლი და დეტალური განმარტება - „ქრონიკის“ ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან

2 თვეში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან შემოდის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ, დეკლარაციის შევსება დაევალებათ.

29 მაისი 2024, 21:11

საზოგადოება

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. პოზიტიურ დინამიკას და სოციალური უთანასწორობის დაბალ მაჩვენებელს ექსპერტები აფასებენ. ამ პოზიტიური ამბის პარალელურად გაირკვა ისიც, რომ მოსახლეობის მაღალ და დაბალშემოსავლიან ნაწილებს შორის სხვაობაც მსოფლიო ბანკის სტანდარტს შეესაბამება.

ვახტანგ ჭარაია

29 მაისი 2024, 21:07

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

29 მაისი 2024, 21:06

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან ზრდის შუა დერეფნის როლს და ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. პორტში დასაქმების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 21:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში.

გია აბაშიძე

29 მაისი 2024, 20:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური "ნაცების" კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. "ენჯეოები", რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა- დეპუტატის თქმით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება - პირიქითაა ეგ ყველაფერი, რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი

აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: "ამერიკელები გაადეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა."

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია

კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონისთვის ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას

არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

29 მაისი 2024, 20:05

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!

როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

29 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე: ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

დალიპ სინგჰი

29 მაისი 2024, 19:38

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე: რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, დალიპ სინგჰმა განაცხადა, რომ რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.