09 მაისი 2024, 16:31 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: არა სათაკილო, არამედ საამაყოა საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება - დასამალი მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაურით და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც უცხოური დაფინანსება კარგ საქმეს ხმარდება, ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ, უცხოური დაფინანსებით ატარებს კონკრეტული უცხო ქვეყნის ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად, ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან არის თანხვედრაში. მდინარაძე ასევე მიმოიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეგულირების პრაქტიკას.


"შემდეგი დაპირებული თემა:

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაურით და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო.

✅ “უცხოური ძალის ინტერესების გატარება” ეს არის ფაქტის კონსტატაცია მაშინ, როდესაც ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება!

✅ არა თუ სათაკილო, არამედ საამაყოა ისეთი დაფინანსებით ისეთივე საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად ქართულ, ეროვნულ საქმესაც ემსახურება. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ, მაგალითად, ევროპული დაფინანსებით ატარებს ევროპულ ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად ქართული, ეროვნული საქმეა! იდეალური თანხვედრაა! დასამალიც არაფერი, პირიქით!

❗️სათაკილო, დასამალი და ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ის შავბნელ და ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება…

✅ და ბოლოს, მოდით ვნახოთ, ანალოგიური სფეროს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, რეგულირების როგორი პრაქტიკაა მსოფლიოში - მოქმედ და დაინიცირებულ კანონმდებლობებში:


1. აშშ
• სათაური: „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act)
• პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის აგენტი

2. ევროკავშირი
• სათაური: „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესება“ (Establishing harmonised requirements in the internal market on transparency of interest representation carried out on behalf of third countries)
• პირის დასახელება: ინტერესების წარმომადგენლობის მომსახურების გამწევი
(თითოეულმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ უნდა შექმნას რეესტრი ასეთის არარსებობის შემთხვევაში).

3. რუსეთი
• სათაური: „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ (О контроле задеятельностью лиц, находящихся под иностраннымвлиянием)
• პირის დასახელება: უცხოური აგენტი

4. გაერთიანებული სამეფო• სათაური: „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“ (FIRS - Foreign Influence Registration Scheme)
• პირის დასახელება: სპეციფიკური პირი (specified person)

5. ავსტრალია
• სათაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (FITS - Foreign Influence TransparencyScheme Act)
• პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული იურიდიული პირი / უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური პირი

6. კანადა
• სათაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“ (განახლებული: კანადის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება) (Enhancing ForeignInfluence Transparency)
• პირის დასახელება: უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირები

7. საფრანგეთი
• სათაური: „კანონი „უცხოური ჩარევის დასაძლევად“ (Law to counter foreign interference)
• პირის დასახელება: უცხოური პრინციპალის ინტერესების წარმომადგენლები

8. სლოვაკეთი
• სათაური: უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შესახებ
• პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მქონე ორგანიზაცია

9. ახალი ზელანდია
• სათაური: Electoral Act - საარჩევნო აქტი; Crimes Act- დანაშაულების შესახებ აქტი; Companies Act - კომპანიების შესახებ აქტი (კანონი არ არის ერთიანი კონსოლიდირებული სახით)
• პირის დასახელება: კონკრეტულად განსაზღვრული არ არის

10. ისრაელი
• სათაური: „უცხოური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების შესახებ“ კანონი“ (Law Requiring Disclosure by NGOs Supported by ForeignGovernmental Entities)
• პირის დასახელება: უცხოური მხარდაჭერის მიმღები

ამ ათი მაგალითიდან, რუსეთის მაგალითს რომ დასდევენ დიდი რუდუნებით, დანარჩენ ცხრაში რა ხდება, სტიგმაა, მაგრამ დასავლური, დემოკრატიული სტიგმაა და კარგია?
ცოტა უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დასახელებასაც და ფაქტის კონსტატაციასაც კი არანაკლებ ან/და უფრო მკაცრად უდგებიან!

ამიტომ, ხომ არ ჯობია იმის ციტირებას, რა თქვეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჯერ ის ვნახოთ რა ქნეს და იმით ვიხელმძღვანელოთ თუ მაინცდამაინც მიბაძვა გინდათ?!" - წერს მამუკა მდინარაძე.

ყველა სიახლე

კრის ჰემსვორთი

25 მაისი 2024, 08:30

კულტურა

კრის ჰემსვორთს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ავსტრალიელ მსახიობს კრის ჰემსვორტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი

25 მაისი 2024, 08:00

ტაბლოიდი

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა.

25 მაისი 2024, 02:30

მსოფლიო

The Washington Post: თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება

უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მაისი 2024, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს

პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯიმ ობრაიენი

25 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

გიორგი ზერეკიძე

25 მაისი 2024, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლიბერალების რეაქციაზე: ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

24 მაისი 2024, 23:43

მსოფლიო

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ოლაფ შოლცი

24 მაისი 2024, 23:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სავალან მირზოევი

24 მაისი 2024, 22:59

პოლიტიკა

სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც - აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

24 მაისი 2024, 22:57

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

24 მაისი 2024, 22:22

მსოფლიო

მაკრონი: პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

24 მაისი 2024, 21:39

საზოგადოება

106 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 33 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - მზადება 26 მაისისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

დიმიტრი ხუნდაძე

24 მაისი 2024, 21:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი - ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის

დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

24 მაისი 2024, 21:18

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

24 მაისი 2024, 21:08

სამართალი

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა

მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა, - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შოთა ხაბარელი

24 მაისი 2024, 21:08

პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

24 მაისი 2024, 21:05

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე - რა უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

ლაშა ბასლანძე

24 მაისი 2024, 20:47

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული

ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული, - ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

24 მაისი 2024, 20:24

მსოფლიო

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება და მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

24 მაისი 2024, 20:15

ეკონომიკა

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.