09 მაისი 2024, 18:20 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

„10 წელი ელოდნენ ამ თაობას, რომელსაც არ უნახავს და ბუნებრივია, მძაფრად ვერ ემახსოვრება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კოშმარი. ახლა, როცა ისინი სრულწლოვანები და მომავლის ენერგიით სავსენი არიან - ქუჩაში გამოსვლისკენ, პოლიციასთან შეტაკებისკენ, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, გზების გადაკეტვისა და საცობში მყოფი მოქალაქეების შეურაცხყოფისკენ, საკუთარი ქვეყნის პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

დემოკრატიის წესებს, არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსიის და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას კი არ უხსნიან - არამედ, პირდაპირ, უხეში დაპირისპირების წინა ხაზზე აყენებენ, თვითონ კი უკანა რიგებში, ოფისებში არიან ჩასაფრებული, დესტაბილიზაციის გეგმებს განიხილავენ და ფულით, ინვენტარით და შეძახილებით ამარაგებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს. მოუთმენლად ელიან, მოხდეს დაპირისპირება, რომ როგორმე სასურველი სურათი მიიღონ, რითაც ჩვენი საზოგადოების ემოციებზე ადვილად მოახდენენ გავლენას.

სრულიად აშკარაა უხეში ჩარევა დემოკრატიაში და საინფორმაციო შეტევა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე - როცა თეთრზე შავს გიმტკიცებენ და ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიას - რუსულს არქმევენ.
საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა.

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი; თანამედროვე, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი; რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეები ევროსასამართლოში და ჰააგაში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთი გამტყუნდა - ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესისა და მე ვიტყოდი ისტორიული ფაქტებისა, რომელიც სწორედ ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.

სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება!

ამ ფონზე, მინდა იცოდეთ ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“ - წერს თალაკვაძე.

ყველა სიახლე

26 მაისი 2024, 18:43

მსოფლიო

დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ინციდენტი აფრენიდან მალევე, თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში დაჯდა. დაზიანებები ექვსმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მიიღო, რვა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

26 მაისი 2024, 18:19

სამართალი

შსს: მეხანძრე-მაშველები საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

26 მაისი 2024, 18:02

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისისა და საქართველოს რკინიგზის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთები 26-ე ადგილზე შეიძინეს.

ირაკლი ქარქაშაძე

26 მაისი 2024, 17:40

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე: ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაციაა ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

26 მაისი 2024, 17:34

პოლიტიკა

ISFED-მა ბორჯომში დახურული შეხვედრა გამართა

ISFED-მა ბორჯომში საიდუმლო დახურული შეხვედრა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წელს მმართველმა გუნდმა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში ამხილა, 2024 წლის არჩევნების დასაკვირვებლად ემზადება.

26 მაისი 2024, 17:29

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება

გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ-ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება.

26 მაისი 2024, 17:19

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს, იმისთვის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, გავაერთიანოთ საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ხალხი და მივაღწიოთ ევროკავშირის სრულფასოვან, ღირსეულ წევრობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2024, 17:13

საზოგადოება

17:10 საათზე საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა

17:10 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. ეს არის ისტორიული დრო, რადგან 1918 წელს, სწორედ 17:10 საათზე იყო მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

ვახტანგ ცინცაძე

26 მაისი 2024, 17:05

პოლიტიკა

ვახტანგ ცინცაძე: 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი.

26 მაისი 2024, 17:00

საზოგადოება

26 მაისი - „იმედის“ ფოტორეპორტაჟი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 მაისი 2024, 17:00

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძე: თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა

მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერგო პატივი და ამ დღეს აღვნიშნავთ ქალაქ გორში, ქალაქში, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ოკუპაციის მძიმე ტვირთის ფასი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გორში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

26 მაისი 2024, 16:50

LIVE ისრაელი

„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ღაზის სექტორიდან თელ-ავივისკენ სულ მცირე 8 რაკეტა გაუშვეს. ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაკეტების ნაწილის მოგერიება შეძლება და შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

26 მაისი 2024, 16:46

ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

26 მაისი 2024, 16:14

რეგიონი

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, რომლებმაც თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2024, 16:13

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: საქართველო არის ქვეყანა და ვერავის ვასალები ვერ ვიქნებით. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ, დიდება ზვიადისა და მერაბის სულებს და ყველა ამ დღის შემომქმედთა სულებს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2024, 16:00

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.

დროშები

26 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

26 მაისი 2024, 15:50

რეგიონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნება

საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება.

26 მაისი 2024, 15:33

კულტურა

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის მეორე დღემ, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, სრული ანშლაგით ჩაიარა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

26 მაისი 2024, 15:28

რეგიონი

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.