12 მაისი 2024, 23:50 / სანდო წყარო

ირაკლი რუხაძე: ეკა გიგაურს რომ შეკითხვა დავუსვა, რატომ არის, რომ გერმანიას ვედავები. ამას აკეთებენ - თუ მკითხე რაღაც გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ე.ი დასავლეთს აგინებ და რუსეთისკენ მიდიხარ

ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე

ეკა გიგაურს რომ შეკითხვა დავუსვა, რატომ არის, რომ გერმანიას ვედავები. ამას აკეთებენ - მე თუ მკითხე რაღაც გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ე.ი დასავლეთს აგინებ და რუსეთისკენ მიდიხარ, - ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ელჩები არიან ძალიან მნიშვნელოვანი გამტარი, რა ინფორმაციასაც მათთან მიიტანენ. ამ ელჩებისთვის გამტარი არიან მათი სტაფი. განსაკუთრებით ის „ენჯეოები“, რომლებიც მათზე მუშაობენ. ერთ-ერთმა ძალიან დიდი ქვეყნის ელჩმა მითხრა, რომ ასეთი პოლიტიზებული „ენჯეოები“ არსად მინახავს, რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამუშევარიო - თან ყველა ცალ მხარეს პოლიტიზებული რომ არის. მაგასაც აქვს ახსნა. სააკაშვილის დროს აბა, „ენჯეო“ გაგეკეთებინა მის წინააღმდეგ! ბოკერია და სხვები ხომ „ენჯეოშნიკები“ იყვნენ, ყველა თავისთან წამოიყვანა“, - განაცხად რუხაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა, უეცრად პარტიის წარმომადგენლების მიერ უამრავი „ენჯეო“ შეიქმნა.

„ახლა ეს ხალხი იძახის, რომ მე თუ შემეხე, დასავლეთს ეხები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი. როდესაც ეკა გიგაური, მერაბიშვილის მოადგილე იძახის, რომ მე თუ კითხვა დამისვი, ამით შენ დასავლეთისკენ კი არა რუსეთისკენ მიდიხარ, ეს არის სიგიჟე, რადგან ეკა გიგაურის ორგანიზაციას, „Transparency Intenational“-ს ამერიკაში 4 წელი ოფისი დახურული ჰქონდა, გერმანიაში აბრალებენ კორუფციას, ბრაზილიიდან, ხორვატიიდან გამოაგდეს. მე რატომ არ მაქვს უფლება, ეკა გიგაურს შეკითხვა დავუსვა? ეკა გიგაურს რომ შეკითხვა დავუსვა, რატომ არის, რომ გერმანიას ვედავები. ამას აკეთებენ - მე თუ მკითხე რაღაც გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ე.ი დასავლეთს აგინებ და რუსეთისკენ მიდიხარ. არა, შენ გაგინებ ეკა გიგაური, იმიტომ რომ შენ რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ მე ახლა მაქვს ფული, რომლითაც თუ დაგიჭირეს დემონსტრაციაზე, ადვოკატებს აგიყვან და გირაოს გადავიხდი, აი, ეს ფული ვინ მოგცა, ეს მაინტერესებს. შენ გიწერია, რომ კორუფცია უნდა გაზომო და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო. ეგ ფული ვინ მოგცა, ეს მაინტერესებს.

ბოლო შეხვედრაზე რამდენიმე მსხვილი დონორი იყო და ეს რომ მოვუყევი, განაცხადეს, სად თქვაო? ვუთხარი, რომ ვიდეოს ჩავუგდებდი“, - აღნიშნა რუხაძემ.

მისივე თქმით, დონორებმა მასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ მათ გიგაურისთვის ფინანსები არ მიუციათ. რუხაძის განმარტების მას სწორედ ეს აინტერესებს, გიგაურს თანხა ვინ მისცა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2024, 02:05

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო: წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 მაისი 2024, 01:26

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო იერიშის შესახებ: გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს რაფაჰზე მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2024, 00:44

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პიტერ სიიარტო

28 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

27 მაისი 2024, 23:54

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

27 მაისი 2024, 23:49

მსოფლიო

ფრანგული მედია: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 22:51

რეგიონი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

27 მაისი 2024, 21:40

პოლიტიკა

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჯორჯია მელონი

27 მაისი 2024, 21:23

მსოფლიო

იტალიის პრემიერი ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის მოწოდებას რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მიზნით გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 21:10

საზოგადოება

მაყურებლის ფავორიტი მეგაშოუ სიურპრიზებით ბრუნდება - „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დღეს იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეგაშოუს მესამე სეზონი 22:00 საათზე დაიწყება. შოუს ახალი წამყვანი რუსკა მაყაშვილია, განახლებულია დეტექტივების შემადგენლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი პედრო სანჩესი

27 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

ოლექსანდრ სირსკი

27 მაისი 2024, 20:47

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

27 მაისი 2024, 20:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე: პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნის მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2024, 20:29

პოლიტიკა

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან - ორბელიანების სასახლე ოპოზიციური შეკრების ახალ მისამართად იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან. დავალების აღსრულება დაწყებულია. ამომრჩევლის მოტყუების და ქვეყნის არევის გეგმა- „ქრონიკის“ ინფორმაცია სრული სიზუსტით დადასტურდა.

27 მაისი 2024, 20:26

პოლიტიკა

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი - სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი- სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ ვეტოს დაძლევა პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მიხეილ დაუშვილი

27 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის? „ქართული ოცნების“ შეფასებით, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა დავალება შეასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის აქსიომაა და არა ქვეყნის პარტნიორების გადასაწყვეტი. რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის?

იენს სტოლტენბერგი

27 მაისი 2024, 20:19

მსოფლიო

სტოლტენბერგი: მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ გვაქვს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ვინაიდან ამისათვის უნდა შეიქმნას პოლიტიკური პირობები.

ჟოზეფ ბორელი

27 მაისი 2024, 20:00

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ ფიქრობდა, რომ ეს მნიშვნელოვანია, სხვებს საკითხი ასეთად მიაჩნია, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს

ჩვენ გვქონდა აზრთა მიმოცვლა საქართველოში „უცხო გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, სხვებმა სწორადაც მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2024, 19:52

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ევროკავშირი და აშშ შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური საზოგადოება კონცენტრირდება ადგილობრივ თემებზე, ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება

„რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციას ელოდება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ არის.