13 მაისი 2024, 11:40 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: პოლიციელის დაზიანების მცდელობა, გინება, გაზის სახეში შესხმა არაფერია და დაკავების დროს როგორ შეეხო, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიან

პოლიციელის დაზიანების მცდელობა, გინება, გაზის სახეში შესხმა არაფერია და დაკავების დროს როგორ შეეხო, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის გადაიხადოს გირაოს ფული, თუკი აქციის მონაწილეებს დააკავებენ. მდინარაძის თქმით, ეს დაპირებაც კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამჭვირვალობის კანონი კარგია.

„გარდა ამისა, მე მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ბიჭებს, რომლებიც ამდენს იტანენ და ამდენს ითმენენ. ერთი კადრი ვნახე, რაც იყო ძალიან ნიშანდობლივი - თვითონ დედას აგინებდა მომიტინგე და მერე იმანაც შეაგინა, არ ღირს ამის დაფარვა, პოლიციელმაც შეაგინა, ერთი ათჯერ ამან რომ შეაგინა, იმანაც შეაგინა. შენ პოლიციელი ხარ თუ ვინ ხარო, როგორ მაგინებო. ის პოლიციელი ადამიანი არ არის? ოჯახი არ ჰყავს? ქართველი არ არის? სისხლი არ უდუღს? რთულია.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოუწოდა, ჩვენ მოვუწოდეთ, მაგრამ არ არის ასე მარტივი დედის გინების ატანა ქართველი კაცისთვის, ვაჟკაცი, გმირი პოლიციელისთვის. დგახარ დედას აგინებ, ბოთლს თავში ურტყამ, აგურს ესვრი და ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს ისე, რომ არ უნდა გაინძრეს ეს ადამიანი. მერე უნდა მიხვიდე ჩაარტყა, გაზი უნდა შეასხა სახეში და მაინც უნდა მოგითმინოს? ჯერ ერთი, ყველანი ადამიანები ვართ, მგონი მხოლოდ პოლიტიკოსები არ ვართ მარტო ადამიანები, რკინის ნერვები გაგვიხდა და ადამიანებში აღარ ვიწოდებით, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ადამიანია პოლიტიკოსიც, ადამიანია პოლიციელიც, ყველა ადამიანები ვართ, მომიტინგეც და ა.შ.

ამ ხალხმა ჯერ მთელი ღამე გაათენა, მერე რა შეურაცხყოფას აყენებდნენ, მერე როგორ აგინებდნენ, ესროდნენ ქვებს, სხვადასხვა ნივთს, მერე როგორ აწვებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მათი წყობიდან გამოსაყვანად და მერე ვრცელდება მარტო კადრები, ავრცელებენ ჩვენი ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტები და ბრაზდებიან, როგორ შეეხო ხელით პოლიციელი. ანუ, მანამდე პოლიციელის დაზიანების მცდელობა, უმძიმესი სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაზის სახეში შესხმა, ეს არაფერი არ არის და დაკავების დროს როგორ შეეხო, როგორ გაანეიტრალა, ბალეტი რატომ არ ეცეკვა ამ დროს, ამაზე ბრაზდებიან, გიჟდებიან და იმაზე არ ბრაზდებიან მანამდე, რასაც აკეთებდნენ მომიტინგეები მათ წინააღმდეგ. რანაირი სტანდარტია, ორმაგიც აღარ ჰქვია ამას. ამ პოლიციელებმა რა გააკეთონ?! სცემენ და პოლიციელმა უნდა მიმართოს, ძვირფასო მოქალაქე, ახლა თქვენ დედას კი მაგინებთ, მცემთ, გაზს მასხამთ სახეში, მაგრამ დიდი ბოდიში, მე ახლა ხელი უნდა მოგკიდოთ, ცოტა უხეშად შეიძლება მომივიდეს, იმიტომ, რომ არ მემორჩილებით თქვენ და ასე უნდა დაგაკავოთ. ანუ, ეს წარმოუდგენიათ? მართლა რა ხდება გინდაც აშშ-ში, გინდაც ევროპის ქვეყნებში, ამ დროს თავპირს ალეწავენ და ყველა ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმურიო“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 21:30

საზოგადოება

საქართველო, როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - EBRD-ის ხაზინისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ქვეყანამ წარმატებას მიაღწია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო როგორც ბაზრის განვითარების წარმატებული მაგალითი - ამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ამბობს. EBRD-ის ხაზინისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

21 მაისი 2024, 21:24

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

სალომე ქურასბედიანი

21 მაისი 2024, 21:13

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს - „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა

ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 მაისი 2024, 21:00

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა

ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI) დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე.

21 მაისი 2024, 20:51

პოლიტიკა

პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტია თბილისში ოფისებს დახურავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მხოლოდ ერთ ოფისს დატოვებს, დანარჩენს კი დახურავს. შეხვედრას, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, „ნაცმოძრაობაში“ ადასტურებენ, ფინანსურ კრიზისს კი მალავენ.

21 მაისი 2024, 20:50

პოლიტიკა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

21 მაისი 2024, 20:33

პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს!“ - ერთი კონგრესმენის ინიციატივა, ოპოზიციის სპეკულაცია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ ამერიკის ოფიციალურ პოზიციად გააცხადა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების სანაცვლოდ - ასე იკითხება რესპუბლიკელი ჯო ვილსონის დასპონსორებული კანონპროექტი.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაია ორჯონიკიძე

21 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, ასევე ენმ-ს ყოფილი წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმიანება, სადაც ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში რატი ამაღლობელიც იყო.

რუმენ რადევი

21 მაისი 2024, 19:39

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 19:30

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

21 მაისი 2024, 19:22

ეკონომიკა

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა საქართველოს ფინანსური ბაზრის წარმატებით განვითარების შესახებ მომზადებული ერთობლივი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.

21 მაისი 2024, 19:18

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დმიტრო კულება

21 მაისი 2024, 19:02

მსოფლიო

კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით

რაც უფრო მეტ სამხედრო სამიზნეს გავანადგურებთ რუსეთის ტერიტორიაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანალენა ბერბოკი

21 მაისი 2024, 18:52

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2024, 18:44

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა

„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“