14 მაისი 2024, 16:35 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: მივმართავ მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი - ეს ის მიღწევებია, რომლებსაც ბოლომდე დავიცავთ

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მათი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს არის არა მარტო ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაშიც საქართველოს ენიჭება ცენტრალური როლი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სეფაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა და იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს უდიდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებს.

„მოგეხსენებათ საქართველოს წინაშე თვისობრივად ახალი ეპოქა დგება. ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გლობალური როლის გაძლიერების და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის პერიოდი. ამ პერიოდში უპრეცედენტოდ ინტენსიურია ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები. შეგახსენებთ მოკლედ - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაცია, წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მივმართავ მოსახლეობას - ნუ შეგეშინდებათ - ეს ის მიღწევებია, რომლებსაც ბოლომდე დავიცავთ. ეს ის მიღწევებია, რომელსაც არაფერი ემუქრება, იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა ემყარება არამარტო ორმხრივ პოლიტიკურ სარგებელს, არამედ ორმხრივ ობიექტურ და პრაგმატულ ეკონომიკურ საფუძველს და ინტერესებს. ეს სიტყვები უბრალო სიტყვებად რომ არ დარჩეს, მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ობიექტურია ჩვენი და ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესი. პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მათი ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს არის არა მარტო ევროკავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაშიც საქართველოს ენიჭება ცენტრალური როლი ევროკავშირისათვის. მოგეხსენებათ ახლა მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკური კვლევა, რომელიც ივნისში დამთავრდება და მომავალ წელს ჩატარდება გეოფიზიკური კვლევა, რის შემდეგაც ის მალე ამოქმედდება. შესაბამისად, საქართველო იქნება მნიშვნელოვანი ტრანზიტი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.“ - განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველოს დიდი როლი აქვს, არის ტრანსკავკასიური საერთაშორისო მარშრუტი.

„მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც საქართველოს გლობალური სამრეწველო უსაფრთხოებს განმტკიცებაში გლობალური როლი ენიჭება, არის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი, რითაც აზია, ჩინეთი და ცენტრალური აზია საქართველოს გავლით ევროკავშირს უკავშირდება. მხოლოდ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გავლით, როგორც სარკინიგზო, ასევე, საზღვაო გადაზიდვების საშუალებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით 47%-ით მეტი ტვირთი გადაამუშავა.

ეს არის რეალური რიცხვები და არა - უარგუმენტო განცხადებები, რომლითაც ასე ცნობილია ოპოზიცია. ასევე, ინოვაციების თვალსაზრისით, ჩვენი ეკოსისტემა ძალიან მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტიციებისათვის და ამ ფაქტის გასამყარებლად მხოლოდ ერთ რიცხვს მოგიყვანთ: საქართველოს მთავრობამ 38 მილიონი ლარი დახარჯა ინოვაციური სტარტაპების განსავითარებლად და უკვე დღეს ამ ინოვაციებმა ნახევარი მილიარდი ლარის შემოსავალი მოიტანა. სწორედ ამიტომ ინტერესდება მსოფლიო დღეს ჩვენი ინოვაციური პოტენციალით. ამ წლის მონაცემებით ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7,8 %-ია, ხოლო, სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე დიდი, დაახლოებით, 5%.

ეს არის ის ეკონომიკური მიღწევები და ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ოღონდ, ამისთვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ამის ხელის შეშლას ცდილობენ. ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ ზრდას; ცდილობენ, დღეს, მიტინგზე გამოსული ხალხი, როგორც უმრავლესობა, ისე წარმოაჩინონ. ისინი სინამდვილეში უმცირესობაა, ოღონდ, ძალადობრივი მეთოდებით მომუშავე უმცირესობა, რომელთა ძალადობა არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან დაგმობილი არ გვინახავს, რაც მათი ორმაგი სტანდარტების ნათელი გამოხატულებაა. უფრო მეტიც, მცირეწლოვან ბავშვებს მოუხმეს დასახმარებლად, ისე გაუჭირდათ. არც კი რცხვენიათ, რომ თავიანთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში პატარა ბავშვებს რთავენ. მომიტინგეებს მივმართავ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა გულწრფელად დგანან აქციებზე, სჯერათ, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან და არავითარი მატერიალური ინტერესი არ აქვთ - დაუსვით თქვენ თავს კითხვა: ვის გვერდზე დგახართ, ვის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებით, ვისი პოლიტიკური ამბიციების განხორციელება გინდათ? კარგად დაფიქრდით და თუ მართლა ქვეყნის უკეთესი მომავალი გსურთ, ისწავლეთ, იშრომეთ და ისე გამოადექით თქვენ სამშობლოს, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომელიც ერთია. წინ საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 01:06

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა.

15 ივნისი 2025, 00:25

მსოფლიო

ისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ

ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელებენ.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2025, 00:22

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ვისაუბრეთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს - ისიც და მეც ვფიქრობთ, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს, რაზეც მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

14 ივნისი 2025, 21:25

რეგიონი

16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით - ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.

14 ივნისი 2025, 21:08

სპორტი

საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ - 21 წლამდელთა ნაკრები მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. „ქრონიკა“ სლოვაკეთიდან

დღეს, საქართველოს 21- წლამდე ნაკრებს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის მეორე შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩისთვის მზადება დასრულებულია, ქართული სპორტის ქომაგი კი გულშემატკივრობისთვის ემზადება.

14 ივნისი 2025, 20:55

პოლიტიკა

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შეძლებს თუ არა მსოფლიო ახალი ექსკალაციის თავიდან აცილებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირანის თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ბირთვული ობიექტების დაბომბვა, რასაც თეირანის ინფორმაციით, 78 ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები და ატომურ სფეროში მომუშავე მეცნიერებიც არიან.

14 ივნისი 2025, 20:49

საზოგადოება

სისხლის დონორთა მზარდი სტატისტიკა საქართველოში - 14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე - დღეს იმ ადამიანთა საერთაშორისო დღეა, რომლებიც ამ სლოგანს უყურადღებოდ არ ტოვებენ და მეტიც, ასეთი სახის ქველმოქმედება ცხოვრების წესადაც კი გაიხადეს.

14 ივნისი 2025, 20:42

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

14 ივნისი 2025, 20:40

პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს - განცხადებას მმართველმა ძალამ უკვე უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიმდინარე კვირას ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი გრანტების გაცემას აუქმებს, რადგან გრანტების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

14 ივნისი 2025, 20:36

რეგიონი

წყალმომარაგება, გზები, საბავშვო ბაღები და სპორტული სკოლები - რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რეგიონული პროექტების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად რევაზ სოხაძე იმერეთს სტუმრობს, სადაც რამდენიმე პროექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

ირაკლი რუხაძე

14 ივნისი 2025, 20:32

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: თუ შემოვიდა ქვეყანაში ინვესტორი და დაინახა რეალურად რაც ხდება, როგორია ჩვენი ეკონომიკა და რამდენად ადვილია აქ საქმის კეთება, რომ ხელს არავინ გიშლის, რჩებიან მერე და ბევრ რაღაცას აკეთებენ

ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის ინტერესის სფერო საქართველოში ფართოვდება. „მაკრო დეველოპმენტი“ თბილისში მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას აფართოებს.

14 ივნისი 2025, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ. რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში - ბალტიისპირეთის ქვეყნის მორიგი წერილი ნიკა გვარამიას დასაცავად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სამართლის მორიგი დარღვევა საქართველოს მიმართ, რატომ ერევა ლიეტუვა ქართულ მართლმსაჯულებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში.

14 ივნისი 2025, 20:14

საზოგადოება

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა

UFC-ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდა.

ვახტანგ გომელაური

14 ივნისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ.

14 ივნისი 2025, 20:11

საზოგადოება

თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის” ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულების გარდა.

14 ივნისი 2025, 19:36

რეგიონი

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 19:00

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:50

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია, ეკონომიკური ზრდა არ არის

გულზე არ ეხატებათ ის, რომ საქართველოში არის 7-9%-იანი ეკონომიკური ზრდაა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში ბოლო სამი წელია ეკონომიკური ზრდა არ არის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.

დავით ქართველიშვილი

14 ივნისი 2025, 18:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

 ბიძინა გიორგობიანი

14 ივნისი 2025, 18:44

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ

ფაქტობრივად, რამდენიმე ქვეყნის საელჩო საქართველოში გადაქცეულია პოლიტიკურ პარტიად ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა.