14 მაისი 2024, 21:40 / სანდო წყარო

ჯიმ ობრაიენი: არც პროცესი და არც თავად კანონი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი კანონი შეიცვლება ისე, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

ჯიმ ობრაიენი

ჯიმ ობრაიენი

დღევანდელი საუბრების შედეგად თუკი მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ურთიერთობას, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და იმედი აქვთ, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება.

„ახლახან დავასრულე მთელი დღის შეხვედრები და შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩემი ვიზირის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ - ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა არის თუ არა კიდევ გაზიარებული საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას - ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს განვითარებას და ა.შ.

30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, რომ დაახლოვებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. და ეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე.

როდესაც აქ ჩამოვედი ცოტა დამაბნეველი იყო, რომ ორი სხვადასხვა ტიპის საუბრები იყო. ერთი მიმართულება ეხება კანონს, უცხოური გავლენის შესახებ. ამ საუბრების ერთ-ერთი მიმართულებაა ამ საუბრების, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს სათქმელს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან შესაბამისობაში.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც პროცესი და არც თავად კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისე განხილვას, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან.

ჩვენ კანონის მიღებამდეც მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგი თუკი ეს კანონი მიიღებოდა, რა სიტუაციაშიც ახლა ვიმყოფებით. რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები და სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ და აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში და გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას.

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვებით, ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების წევრების განცხადებების მიხედვით და თავად „ქართული ოცნების“ განცხადებების თანახმადაც, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად თუკი მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ურთიერთობას და არა თუკი დარჩება, ისე, როგორც არის ახლა“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მისივე თქმით, ეს იყო საუბრების ერთი მიმართულება, თუმცა, არსებობს უფრო ფართო თემები, რასაც ლიდერების განცხადებები ჰქვია გლობალურ ომის პარტიასთან, კონსპირაციის თეორიებთან დაკავშირებით, რომ თითქოსგლობალურ ომისპარტიას სურს, რომქართული ოცნებააღარ იყოს ხელისუფლებაში 12-წლიანი მმართველობის შემდეგ. „ეს არის ნამდვილად არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ“, - განმარტა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ინფორმაცია მომზადებულია ოფიციალური თარგმანის მიხედვით.

ყველა სიახლე

25 მაისი 2024, 09:00

ტაბლოიდი

ფილმის „მარტო სახლში“ ცნობილი სახლი იყიდება

სახლი, რომლის ტერიტორია დაახლოებით ნახევარ აკრს მოიცავს, ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი ფასი 5.25 მილიონი დოლარია.

კრის ჰემსვორთი

25 მაისი 2024, 08:30

კულტურა

კრის ჰემსვორთს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ავსტრალიელ მსახიობს კრის ჰემსვორტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი

25 მაისი 2024, 08:00

ტაბლოიდი

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა.

25 მაისი 2024, 02:30

მსოფლიო

The Washington Post: თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება

უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მაისი 2024, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს

პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯიმ ობრაიენი

25 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

გიორგი ზერეკიძე

25 მაისი 2024, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლიბერალების რეაქციაზე: ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

24 მაისი 2024, 23:43

მსოფლიო

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ოლაფ შოლცი

24 მაისი 2024, 23:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სავალან მირზოევი

24 მაისი 2024, 22:59

პოლიტიკა

სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც - აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

24 მაისი 2024, 22:57

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

24 მაისი 2024, 22:22

მსოფლიო

მაკრონი: პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

24 მაისი 2024, 21:39

საზოგადოება

106 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 33 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - მზადება 26 მაისისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

დიმიტრი ხუნდაძე

24 მაისი 2024, 21:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი - ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის

დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

24 მაისი 2024, 21:18

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

24 მაისი 2024, 21:08

სამართალი

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა

მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა, - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შოთა ხაბარელი

24 მაისი 2024, 21:08

პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

24 მაისი 2024, 21:05

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე - რა უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

ლაშა ბასლანძე

24 მაისი 2024, 20:47

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული

ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული, - ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

24 მაისი 2024, 20:24

მსოფლიო

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება და მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.