imedi /  15 მაისი 2024, 11:55 / სანდო წყარო

ზაალ მიქელაძე: გამჭვირვალობის კანონი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე - ადამიანებს ვესაუბროთ არა ქუჩაში გაგონილი სიმართლით, არამედ მათ მიეცათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე

ზაალ მიქელაძე

ზაალ მიქელაძე

ვიღაც „პრივილეგირებული“ ჯგუფი NGO-ების სახით, რომელიც გარკვეულ დახმარებას იღებს, ხარჯავს თანხებს ისე, რომ არავინ არაფერი იცის. რა უშლის ხელს მოქალაქეებს იცოდეს, რაში იხარჯება მათი თანხები, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების მიზანი.

ზაალ მიქელაძე სვამს კითხვას - მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა, ბიუჯეტი, სახელმწიფო მოხელეების ხარჯები არის გამჭვირვალე, რატომ უნდა იყოს დამალული ერთი ჯგუფის, ე.წ. NGO სექტორის თანხები და რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მათ მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.

„ხალხის ძალის“ პირველი ნაბიჯი და გასვლა უმრავლესობის კვოტაში მყოფი მმართველი ძალიდან სწორედ ერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ ეთქვა უფრო მეტი სიმართლე მოქალაქეებისათვის და სიმართლის შემადგენელი ნაწილია სწორედ გამჭვირვალობა. შარშან „ხალხის ძალის“ და წელს უკვე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე - ადამიანებს ვესაუბროთ არა ქუჩაში გაგონილი სიმართლით, არამედ ჰქონდეთ რეალური შეხების შესაძლებლობა ყველა იმ თემაზე, რასთან დაკავშირებითაც კითხვა გაუჩნდება.

ქვეყნის შიგნით ჩვენ ვეცადეთ და ეს არ არის მოგონილი თემა - მთავრობა დღეს ყველაზე უფრო გამჭვირვალეა; ამ ქვეყნის ბიუჯეტი ყველაზე მეტად გამჭვირვალეა; ყველა სახელმწიფო თუ საჯარო მოხელის ხარჯის შესახებ არსებობს სრული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ვიღაც „პრივილეგირებული“ ჯგუფი NGO-ების სახით, რომელიც გარკვეულ თანხებს იღებს, ხარჯავს მას ისე, რომ არავინ არაფერი იცის. რა უშლის ხელს მოქალაქეებს იცოდეს, რაში იხარჯება (როგორც თავად ამბობენ, სოციალური მიმართულებით) მათი თანხები.

მე ვიყავი მინისტრი და შევიძინე 2 ათასი ეტლი სახელმწიფოს ხარჯით ამ საჭიროების მქონე პირებისთვის. ამ ფონზე არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც 5 ეტლი შეიძინა. ამას მოჰყვა მთელი რიგი ღონისძიება - აპიარებენ ამ პროცესებს, ლამის ელჩებამდე მივიდა საქმე. რეალურად რომ გადახედოთ, თანხა აქვს მიღებული ხუთი კი არა, შეიძლება ათას ხუთასი ეტლისთვის. დანარჩენი რაში დახარჯა არავინ იცის. ეს კონკრეტული მაგალითი მომყავს იმიტომ, რომ გასაგები იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის ამ კანონის არსი მოკლედ და მარტივად. ძალიან მარტივად გასაგები კანონია - ადამიანებმა იცოდნენ, ვინ რიცხავს თანხებს სოციალური თუ სხვა სახის დახმარების სახით. არადა მოქალაქეებს კი არა ჩვენ, პოლიტიკოსებსაც აგვიკრძალეს რაიმე ვიცოდეთ ამის შესახებ. როგორ უნდა დავგეგმოთ ხვალინდელი დღე და როგორ უნდა გავარკვიოთ რა არის ამ დაფინანსების რეალური მიზანი, როდესაც მსხვილი ფინანსების მიმღებები უცებ აღმოჩნდებიან სცენაზე პოლიტიკური მოწოდებებით,” - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 11:01

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 10:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

13 ივნისი 2025, 10:54

მსოფლიო

Reuters: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა

ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:42

საზოგადოება

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

დავით სონღულაშვილი

13 ივნისი 2025, 10:39

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.

13 ივნისი 2025, 10:33

საზოგადოება

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

13 ივნისი 2025, 10:23

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:03

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა

ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54

ჯანდაცვა

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35

საზოგადოება

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივნისი 2025, 09:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს

მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2025, 09:22

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 09:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა

პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

დონალდ ტრამპი

13 ივნისი 2025, 09:07

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

გიორგი ვოლსკი

13 ივნისი 2025, 09:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არც იმდენი რესურსი გააჩნია დონალდ ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს

არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

რიმა ბერაძე

13 ივნისი 2025, 08:52

პოლიტიკა

რიმა ბერაძე: ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის

ხდება ქვეყანაში ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული.

მოჰამედ ბაყერი

13 ივნისი 2025, 08:48

მსოფლიო

BBC: ისრაელის დარტყმებს ირანის გენშტაბის უფროსი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 08:40

პოლიტიკა

იან პრაუდი: დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ - უხეში სიმარტივეა იმის თქმა, რომ საქართველო პრორუსულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე

დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ, - წერს ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი, რომელიც 4-7 ივნისს თბილისი გამართული ფორუმის შეჯამებას სტატიის სახით აქვეყნებს. როგორც დიპლომატი წერს „უკრაინიზაცია“ არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის“.