15 მაისი 2024, 13:54 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: შარშან ვენეციის კომისია არავის აინტერესებდა, ახლა თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა. თუკი იქნება ლოგიკური არგუმენტი, მზად ვართ კომისიის დასკვნა გავიზიაროთ

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

შარშან ვენეციის კომისია არავის აინტერესებდა, ახლა თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვინაიდან ამ შეხვედრაზე დაისვა კითხვა, თუ რატომ არ დაველოდეთ ვენეციის კომისიას და მიიღო კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით, აქ მინდა ხაზი გავუსვა და მედიასაც ვთხოვ ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს. შარშან, როდესაც ჩვენ დავაინიცირეთ პროექტი, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, მე პირადად, პროექტი გავუგზავნე ვენეციის კომისიას და განვაცხადე საჯაროდ, რომ ვაჩერებთ მეორე მოსმენით განხილვას მანამ, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. როგორც კი იქნება დასკვნა პროექტთან დაკავშირებით განვაახლებთ მეორე მოსმენას. გახსოვთ მაშინ, უცხოელი აქტორების და ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის კატეგორიული პოზიცია, რომ არა, არანაირი ვენეციის კომისიისთვის დალოდება, ჩააგდეთ ეს კანონი და მოკლედ, ძალიან კატეგორიული პოზიციები იყო ოპოზიციის მხრიდანაც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს კანონი ჩავაგდეთ.

მაშინ, ვენეციის კომისია არავის აინტერესებდა, არც ოპოზიციას, არც არასამთავრობოს, არც ზოგიერთ უცხოურ აქტორს. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ვენეციის კომისიის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ეტევა იმ პერიოდში, როდესაც ვეტოს დრო არსებობს და ხელისუფლება განიხილავს მათ მიერ დადებულ დასკვნას.

„ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება სულ რამდენიმე დღეში. ეს ეტევა იმ პერიოდში, როდესაც ვეტოს დრო არსებობს. ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას ვუყურებთ, როგორც რეკომენდაციას და არა როგორც მითითებას, სადაც არის სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელსაც ზოგს ვიზიარებთ, ზოგს - არა, მსჯელობის საფუძველია ხოლმე ჩვენთვის. რა თქმა უნდა ამ დასკვნასაც შევხედავთ თუ იქნება რაიმე ხელშესახები. ორი თვე ხელიდან გაუშვა ოპოზიციამაც, ენჯეოებმაც და უცხოელმა აქტორებმაც. ახლა აქვთ ორი კვირა შანსი, შინაარსობრივი დისკუსია თუ აინტერესებთ ან სათქმელი თუ აქვთ, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნის გამოყენებით დისკუსიაში შემოვიდნენ. თუკი იქნება ლოგიკური არგუმენტი ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 21:00

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრა გამართა

ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI) დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე.

21 მაისი 2024, 20:51

პოლიტიკა

პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტია თბილისში ოფისებს დახურავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მხოლოდ ერთ ოფისს დატოვებს, დანარჩენს კი დახურავს. შეხვედრას, სადაც ეს საკითხი გადაწყდა, „ნაცმოძრაობაში“ ადასტურებენ, ფინანსურ კრიზისს კი მალავენ.

21 მაისი 2024, 20:50

პოლიტიკა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 20:41

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

21 მაისი 2024, 20:33

პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს!“ - ერთი კონგრესმენის ინიციატივა, ოპოზიციის სპეკულაცია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ ამერიკის ოფიციალურ პოზიციად გააცხადა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გამჭვირვალობის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების სანაცვლოდ - ასე იკითხება რესპუბლიკელი ჯო ვილსონის დასპონსორებული კანონპროექტი.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული - მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაია ორჯონიკიძე

21 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

მაია ორჯონიკიძე: საზარელი დღე იყო პირდად ჩემთვის 2012 წლის 1 ოქტომბერი - რატი ამაღლობელი არ მახსოვდა , ამ უკვდავი კასტის წარმომადგენელი რომ ოცნების მედროშე იყო მაშინ

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, ასევე ენმ-ს ყოფილი წევრის ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს ეხმიანება, სადაც ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში რატი ამაღლობელიც იყო.

რუმენ რადევი

21 მაისი 2024, 19:39

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომზე: ჩვენ ამ და მომავალ არჩევნებში ომსა და მშვიდობას შორის ვაკეთებთ არჩევანს - ყველა მოქალაქე ვალდებულია ეს გაიგოს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა რუსეთზე უკრაინის გამარჯვება შეუძლებლად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 19:30

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა. გრიგალაშვილმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 19:27

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას ეხმიანება. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და თანასწოროუფლებიანობას უნდა ეფუძნებოდეს და არა უფროს-უმცროსის პოზიციას.

21 მაისი 2024, 19:22

ეკონომიკა

EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა საქართველოს ფინანსური ბაზრის წარმატებით განვითარების შესახებ მომზადებული ერთობლივი ნაშრომის პრეზენტაცია გამართეს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზე მეტი წლის რეტროსპექტივა" წარადგინეს.

21 მაისი 2024, 19:18

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

დმიტრო კულება

21 მაისი 2024, 19:02

მსოფლიო

კულება: რაც უფრო მეტად შევძლებთ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების განადგურებას, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით

რაც უფრო მეტ სამხედრო სამიზნეს გავანადგურებთ რუსეთის ტერიტორიაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ანალენა ბერბოკი

21 მაისი 2024, 18:52

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

21 მაისი 2024, 18:44

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:29

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ბოლო პერიოდია, ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება

ბოლო პერიოდია ქალბატონი ზურაბიშვილი ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას. ვეტოს ამ ფორმით დადებაც ამას ემსახურება, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული

კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, განვიხილავთ როგორც ეფექტიან საშუალებას, გარანტიას იმისა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იქნება განმტკიცებული,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ამირან სალუქვაძე

21 მაისი 2024, 18:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა POLITICO-ს სტატია. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს კონგრესში მსგავსი ინიციატივა

„ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ შეუკვეთა ეს სტატია. გამოჩნდება 6 თვეში თუ ლობისტების მიერ არის შეკვეთილი. როგორც გავიგე, ამ კონგრესმენს უკვე მესამედ შეაქვს [კონგრესში] მსგავსი ინიციატივა სხვადასხვა რედაქციით. წინა ორი არ გაიზიარა კონგრესმა. ეჭვი მეპარება, ამ მესამე ჯერზე გაეზიარებინათ, წინა ჯერზე რატომ არ გაიზიარეს?! გადავახვიოთ ერთი წლით, სანამ გამჭვირვალობის შესახებ კანონს დააინიციირებდნენ, მანამდე რა უშლიდა ხელს [აშშ-ის], დიდი ხანია საქართველო ითხოვს როგორც ვიზების ლიბერალიზაციას ამერიკასთან, ასევე თავისუფალ ვაჭრობას, სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას და ა.შ. ფაქტობრივად ოპოზიციას გადმოუგდეს ეს სტატია იმისათვის, რომ ეს განხილვები დაწყებულიყო, რომ ერთ მხარეს კანონის მიღებაა და მეორე მხარეს სიკეთეები დევს სასწორზე. მსგავსი საკითხები ასე არ წყდება, ამაზე კაბინეტებში მსჯელობენ. კონგრესმენს მადლობა ამ ინიციატივისთვის, კარგი იქნება თუ ჩამოვა საქართველოში და აქ უკეთ გაეცნობა სიტუაციას, პოლიტიკურ ვითარებას, ხალხის განწყობებს“

გიორგი კახიანი

21 მაისი 2024, 18:14

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდა

„ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

21 მაისი 2024, 18:13

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმზე“ სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფება, სადაც „განათლების მსოფლიო ფორუმში‘‘ მონაწილეობს.