16 მაისი 2024, 11:36 / სანდო წყარო

კახა კალაძე ახალგაზრდებს: ჩვენი ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ

კახა კალაძე

კახა კალაძე

დაფიქრდით, ადამიანურად გთხოვთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ერთმანეთს ვუპირისპირდებოდეთ, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, ეს არის საერთო, - ასე მიმართა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მიღებულია და ეს არის სრულიად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამ მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

კალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ყველანაირი მცდელობა განწირულია კრახისთვის, რადგან დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. მერის განმარტებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მოგვცემს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. იგი ასევე ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა.

დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი ეს არის „ქართული ოცნების” დაპირება და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“, - განაცხადა კალაძემ.

საუბრისას დასასრულს კალაძემ მიმართა ახალგაზრდებს, რომლებიც პარტიების მეშვეობით არ არიან ჩართული მიმდინარე აქციებში, დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე.

მისივე თქმით, არც ამერიკაში და არც დასავლეთის ქვეყნებში არავინ ირჩევს ისეთს, ვინც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს გაატარებს. კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„დაფიქრდით, ადამიანურად გთხოვთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ერთმანეთს ვუპირისპირდებოდეთ, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, ეს არის საერთო. თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ, თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სახელმწიფოს რყევა. ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით კარგ პროექტებს გვიფინანსებენ და ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის! როგორ შეიძლება ამაზე ადამიანმა თქვას უარი?! მეორე ხელით კი, რომელიც არ ჩანს და დაფარულია, შავი ფულით ხდება რევოლუციების, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები, ეს რტომ დააფინანსე? 2020 წელს რატომ დააფინანსე პარალელური დათვლების გაყალბება? რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები, როდესაც თუ არ ვცდები, სერბი მოქალაქეები იყვნენ ჩამოსული? როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. ეს უხერხულობები რომ თავიდან რომ იყოს აცილებული, ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობა“, - აღნიშნა კალაძემ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2024, 02:05

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო: წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 მაისი 2024, 01:26

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო იერიშის შესახებ: გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს რაფაჰზე მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2024, 00:44

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პიტერ სიიარტო

28 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

27 მაისი 2024, 23:54

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

27 მაისი 2024, 23:49

მსოფლიო

ფრანგული მედია: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 22:51

რეგიონი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

27 მაისი 2024, 21:40

პოლიტიკა

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჯორჯია მელონი

27 მაისი 2024, 21:23

მსოფლიო

იტალიის პრემიერი ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის მოწოდებას რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მიზნით გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 21:10

საზოგადოება

მაყურებლის ფავორიტი მეგაშოუ სიურპრიზებით ბრუნდება - „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დღეს იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეგაშოუს მესამე სეზონი 22:00 საათზე დაიწყება. შოუს ახალი წამყვანი რუსკა მაყაშვილია, განახლებულია დეტექტივების შემადგენლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი პედრო სანჩესი

27 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

ოლექსანდრ სირსკი

27 მაისი 2024, 20:47

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში ინსტრუქტორებს გაგზავნის უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

27 მაისი 2024, 20:35

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის ვეტოზე: პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნის მიზანი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

27 მაისი 2024, 20:29

პოლიტიკა

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან - ორბელიანების სასახლე ოპოზიციური შეკრების ახალ მისამართად იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეთქმულების აქტი სალომე ზურაბიშვილისგან. დავალების აღსრულება დაწყებულია. ამომრჩევლის მოტყუების და ქვეყნის არევის გეგმა- „ქრონიკის“ ინფორმაცია სრული სიზუსტით დადასტურდა.

27 მაისი 2024, 20:26

პოლიტიკა

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი - სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბევრი კითხვა და მხოლოდ ერთი პასუხი- სალომე ზურაბიშვილის ვეტომ მისივე წარმომადგენელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ ვეტოს დაძლევა პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

მიხეილ დაუშვილი

27 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის? „ქართული ოცნების“ შეფასებით, გახარიას პარტიის წარმომადგენელმა დავალება შეასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის აქსიომაა და არა ქვეყნის პარტნიორების გადასაწყვეტი. რა კავშირია არაღიარების პოლიტიკასა და გამჭვირვალობის კანონს შორის?

იენს სტოლტენბერგი

27 მაისი 2024, 20:19

მსოფლიო

სტოლტენბერგი: მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ გვაქვს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში არ არსებობს კონსენსუსი უკრაინის ნატოში გაწევრიანების ვადებზე, ვინაიდან ამისათვის უნდა შეიქმნას პოლიტიკური პირობები.

ჟოზეფ ბორელი

27 მაისი 2024, 20:00

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ ფიქრობდა, რომ ეს მნიშვნელოვანია, სხვებს საკითხი ასეთად მიაჩნია, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს

ჩვენ გვქონდა აზრთა მიმოცვლა საქართველოში „უცხო გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, სხვებმა სწორადაც მიიჩნიეს, რომ ეს კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2024, 19:52

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ევროკავშირი და აშშ შეწყვეტს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და პოლიტიკური საზოგადოება კონცენტრირდება ადგილობრივ თემებზე, ეს ძალით შექმნილი „ქართული ქარტია“ იმ წუთში დაიშლება

„რადიკალური ოპოზიცია გარე ძალებისგან ახალ ინსტრუქციას ელოდება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ არის.