16 მაისი 2024, 15:49 / სანდო წყარო

ზაალ ანჯაფარიძე: გახსოვთ როგორ ხტუნავდნენ სიხარულით მავანნი, ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციები დაეცაო, მერე ლარის კურსის ოდნავ დავარდნაზე ატეხეს ბოროტი ჟრიამული, ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააპანიკონ

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიწოდებას ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს მოსახლეობა დააპანიკოს.

„გახსოვთ როგორ ხტუნავდნენ სიხარულით მავანნი, ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციები დაეცაო, მერე ლარის კურსის ოდნავ დავარდნაზე ატეხეს ბოროტი ჟრიამული, ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააპანიკონ, და მერე ასეთებს უნდათ რომ არჩევნებზე ხმები მიიღონ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ყველა სიახლე

29 მაისი 2024, 01:36

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი გამსახურდია

29 მაისი 2024, 00:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: როგორც ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით ისტორიაში, ისე შევლენ საქართველოს ისტორიაში ისინიც, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს

როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

თამთა სოფრომაძე

29 მაისი 2024, 00:41

ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე: ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს, ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას

ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს. ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ

ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეუერთდება ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს. ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის.

28 მაისი 2024, 23:30

პოლიტიკა

სამგზის მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი: ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს გიცხადებთ თანადგომას

„საქართველოს პარლამენტს, გიცხადებთ თანადგომას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ (კანონის ნამდვილი სახელი არ მომწონს) მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს საქართველო დამსახურებულად წინ ევროკავშირისაკენ! ქუჩიდან, მხცოვანი მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილი“, - წერს ცქიტიშვილი

გურამ მაჭარაშვილი

28 მაისი 2024, 23:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ შუა დერეფნის პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს და წარმატებით აგრძელებს მასთან სავაჭრო ურთიერთობებს და მით უმეტეს უარს არ იტყვის საქართველოზე.

გიტანას ნაუსედა

28 მაისი 2024, 22:58

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება.

28 მაისი 2024, 22:35

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, ის დარჩება ფარატინა ქაღალდად

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა.

ხატია დეკანოიძე

28 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები

პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით - ასეთი ქოლცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2024, 22:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა, რომ გარე დავალების შემსრულებელი, სრულად ლუსტრირებული ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

28 მაისი 2024, 22:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა "გლობალური ომის პარტიის" ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე

ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე - ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბერალიზმმა - მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის

ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდ-ის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის

ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია აბაშიძე

28 მაისი 2024, 22:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე რეფერენდუმის ჩატარებაზე: სალომე ზურაბიშვილი ვერანაირად გახდება საერთო-სახალხო მოღვაწე. როგორც ჩანს, ორბელიანების სასახლე შალვა ნათელაშვილის მოდერნიზებულ ფანჩატურად იქცა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.

შარლ მიშელი

28 მაისი 2024, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზისგან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 21:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიღაცები აშკარად ეძებდნენ საბაბს, არ გაეხსნათ მოლაპარაკებები, მთავარია, შანტაჟისთვის არავინ გამოიყენოს ეს პროცესი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წელს ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 21:50

პოლიტიკა

პრემიერი: ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა

„ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა“