16 მაისი 2024, 16:02 / სანდო წყარო

„ხალხის ძალა“: ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირების მცდელობა

ხალხის ძალა

ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირებისა და ფეხქვეშ გათელვის მცდელობა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკიდურესი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს გუშინ, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენებს. ის, რაც რამდენიმე ასეული მომიტინგის თანდასწრებით ოთხი ქვეყნის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იკადრეს, ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტის დამცირებისა და ფეხქვეშ გათელვის მცდელობა. საქართველოში მეგობრის სტატუსით ჩამოსულმა რევიზორებმა საპროტესტო აქციისთვის განკუთვნილი სცენა დაიკავეს და იქ შეკრებილ ხალხს პირდაპირ რევოლუციისკენ მოუწოდეს. განსაკუთრებული სითავხედით გამოირჩეოდა ესტონელი მარგუს ცანკა, რომელმაც ჭკუის სწავლებაც კი დაგვიწყო და გადაწყვიტა ჩვენთვის მიეთითებინა, რომ „თავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშე"...

ამ უგუნურმა განცხადებამ, ჯერ ერთი, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არსად გამქრალა, ხოლო გლობალური ომის პარტიის სურვილი, რომ საქართველო შესწირონ რუსეთის დასუსტების ამოცანას, ჯერ კიდევ აქტუალურია. და მეორე - საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხო ქვეყნის მინისტრი ბედავს და ანტისამთავრობო მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართველ ხალხს ელაპარაკება, რომ თავისუფლება, თურმე ფასის გადახდის გარეშე არ მოიპოვება. ამას უბედავს იმ ხალხს, რომელმაც ყველაზე მეტი იბრძოლა საბჭოთა იმპერიიდან გათავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; იმ ხალხს, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ორი ომი გადაიტანა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. თანაც, თავისუფლებისთვის „ფასის გადახდაზე“ ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ცდილობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყოველგვარი გართულების გარეშე გახდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების ქოლგა გადაიფარა, ხოლო ჩვენ, დღემდე შიშველი ხელებით ვებრძვით შინაურ თუ გარე მტრებს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური ომის პარტია ცდილობს, საქართველოში მორიგ ჯერზე დაიწყოს მაიდანიზაციის პროცესი. ბოლო წლებში ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებს“ უკვე ჰქონდათ რევოლუციის სამი წარუმატებელი მცდელობა.

2020 წელს რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა რევოლუციის მოწყობა, რაც ჩუვარდათ;

2021 წელს ბარიკადებზე ჟურნალისტები ავიდნენ, მაგრამ მათი მცდელობაც ჩაფლავდა;

2022 წელს რევოლუციურ პროცესს ენჯეოები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ხალხი არც მათ გაჰყვა;

ამჟამად, 2024 წელს უკვე დონორები გამოვიდნენ ასპარეზზე და დღეს თვალს ვადევნებთ მათ მცდელობას, მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება.

უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც გუშინ ტრიბუნიდან ცდილობდნენ საქართველოს „მაიდანიზაციას“, გლობალური ომის პარტიის უმნიშვნელო პაიკები არიან, რომლებიც ყოველთვის იმას გააკეთებენ, რასაც მათ დაავალებენ. ზუსტად ისეთივე უმნიშვნელო პაიკები, როგორიც არიან საქართველოში ერთი დღით ადრე სტუმრად მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები. ისინი ასრულებენ დავალებას, რაც რადიკალიზმის წახალისებაში გამოიხატება და თავად ავიდნენ სცენაზე, რომ რევოლუციური პროცესის დაწყებას მისცენ ბიძგი. ოღონდ, გლობალურ ომის პარტიას და მათ აგენტურას იმედი უნდა გავუწბილოთ - მათი მცდელობები ისევე არის განწირული მარცხისთვის, როგორც წინა სამ შემთხვევაში.

ქართველი ხალხი ბრძენია და კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც საქართველოს მაიდანიზაცია და მისი შედეგი - ომში გარდაუვალი ჩართვა მოუტანს. ქართველებმა ბევრი მსხვერპლი გავიღეთ თავისუფლებისთვის და ეს ჩვენი ბრძოლა იმისთვის არ ყოფილა, რომ ერთი ბატონი სხვა ბატონებით ჩავანაცვლოთ.

როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები და მინისტრები სიტყვით გამოდიან ანტისამთავრობო მიტინგზე და რევოლუციური მოწოდებებს აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრად აგდებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ქმედება უდიდესი პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა. მართალია, ჩვენი ქვეყანა ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს რეალური სუვერენიტეტის აღდგენისკენ, თუმცა სახელმწიფოსადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულების მოთმენა არ არის სწორი. სწორედ ამიტომ ვწერდით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში, რომ ხელისუფლებას უნდა ემსჯელა, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების შემოშვება ქვეყანაში. დღეს უკვე თითოეული ჩვენი მოქალაქე დარწმუნდა, რომ მართლები ვიყავით. სწორედ ამიტომ, სხვა დროს რომ აღარ განმეორდეს მსგავსი მარაზმი, რაც ევროპული ქვეყნების მინისტრების უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში - ანტისახელისუფლებო მიტინგზე მისვლასა და იქიდან საქართველოსადმი თითის ქნევაში გამოიხატა - სხვა დროს სანამ სტუმარს კარს გავუღებთ, უფრო ყურადღებით უნდა შევისწავლოთ მათი სტუმრობის მიზანი.“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 მაისი 2024, 09:08

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩავა. ბელგიის დედაქალაქში, ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება. იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, მადრიდში, ესპანეთის პრემიერ მინისტრთან ერთად მოაწერა ხელი.

ჟოზეფ ბორელი

28 მაისი 2024, 09:03

მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირში შეთანხმდნენ, აღადგინონ სასაზღვრო დახმარების მისია რაფაჰში

„რაფაჰში ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიის აღდგენაზე მწვანე შუქი აგვინთეს. ამან შესაძლოა, სასარგებლო როლი შეასრულოს ღაზაში ხალხის შესვლისას ან გამოსვლისას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პალესტინის ხელისუფლებასთან, ეგვიპტელებთან და ცხადია, ისრაელის მთავრობასთან კოორდინაციით“, - თქვა ბორელმა.

28 მაისი 2024, 08:54

მსოფლიო

პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა

ისრაელის მიერ რაფაჰზე​​​​​​​ განხორციელებული თავდასხმის გასაპროტესტებლად, აქციები გაიმართა ევროპაში. ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზში, მადრიდსა და ბარსელონაში.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის ხალხის შეძახილებიც. „მთელ მსოფლიოს სძულს ისრაელი“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 08:47

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

„ბატონი ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა სახელმწიფოს პოზიცია არ არის ერთგვაროვანი და ისე არ არის, რომ ყველა სახელმწიფო ერთნაირად ფიქრობდეს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენთვის ევროპის გზაზე რამე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს. ჩვენთვის ამ კანონის მიღება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ყველა სახელმწიფოსთვის დღეს ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს კანონი შეიძლება მისაღები იყოს სხვა სახელმწიფოებში და ჩვენთვის რატომღაც, გაუგებარი მიზეზების გამო თურმე ეს არის მიუღებელი, ბუნებრივია, ეს არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

28 მაისი 2024, 08:38

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა თანამემამულეს დიასპორის დღეს ულოცავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერებას გამოთქვამს, თითოეული იმ თანამემამულის მიმართ, რომელთა ძალისხმევა მიმართულია დიასპორაში და განსაკუთრებით მის მოზარდ თაობაში, ეროვნული იდენტობის, მშობლიური ენის შენარჩუნების, საზღვარგარეთ საქართველოსა და მისი კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის, საქართველოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

28 მაისი 2024, 08:26

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა დღეიდან ოფიციალურად ძალაში შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ასევე, მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ ჩინეთში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, მედიასაშუალებაში ან სხვა სახის საქმიანობას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

28 მაისი 2024, 08:08

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ

დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ. საკითხის ირგვლივ უკვე იმსჯელეს იურიდიულ კომიტეტზე, სადაც ზურაბიშვილის მდივანმა ვეტოს მართებულობაზე საუბრისთვის ვერც ბოლო კანონიერი შანსი გამოიყენა და კომიტეტზე კანონის შესახებ არ ისაუბრა.

28 მაისი 2024, 08:01

მსოფლიო

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშებს განაგრძობს. ეგრეთ წოდებული ,,კორექტირებადი ბომბებით’’ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი, თავდასხმას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დონებით თავდასხმები განხორციელდა ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებზეც. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქში, სოფელ კონსტანტონოვკასთან,

28 მაისი 2024, 02:05

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭო: წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 მაისი 2024, 01:26

LIVE ისრაელი

ნეთანიაჰუ რაფაჰზე საჰაერო იერიშის შესახებ: გასულ ღამეს ტრაგიკული შეცდომა მოხდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო იერიშს რაფაჰზე მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2024, 00:44

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მამის გვარზე უარი თქვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა ვივიენმა მამის გვარზე უარი თქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პიტერ სიიარტო

28 მაისი 2024, 00:16

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სულ უფრო გიჟური ხდება.

გიორგი კახიანი

28 მაისი 2024, 00:10

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ბორელის განცხადებიდან ჩანს, რომ ისე არ არის, ყველა სახელმწიფო ფიქრობდეს, კანონის მიღება ევროპის გზაზე შემაბრკოლებელი გარემოება უნდა გახდეს

მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიცია ერთგვაროვანი არ არის.

27 მაისი 2024, 23:54

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ სოკოს ნიღაბი მორგებული

27 მაისი 2024, 23:49

მსოფლიო

ფრანგული მედია: საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 22:51

რეგიონი

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა” და თურქულ კომპანია ATLAS İNŞAAT SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ-ს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და ქალაქ ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვის ხელშეკრულება გაფორმდა.

27 მაისი 2024, 21:40

პოლიტიკა

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები შალვა პაპუაშვილს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ

ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.

ჯორჯია მელონი

27 მაისი 2024, 21:23

მსოფლიო

იტალიის პრემიერი ეწინააღმდეგება სტოლტენბერგის მოწოდებას რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური იარაღის გამოყენების თაობაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის მიზნით გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 მაისი 2024, 21:10

საზოგადოება

მაყურებლის ფავორიტი მეგაშოუ სიურპრიზებით ბრუნდება - „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დღეს იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეგაშოუს მესამე სეზონი 22:00 საათზე დაიწყება. შოუს ახალი წამყვანი რუსკა მაყაშვილია, განახლებულია დეტექტივების შემადგენლობაც.

ვოლოდიმირ ზელენსკი პედრო სანჩესი

27 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

ზელენსკი: ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით

ესპანეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ესპანეთი 2027 წლამდე 5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.